x
image
პერსეპოლისი
გაიცანით "ცეკვავენ ვარსკვლავების" VII სეზონის მამით ქართველი, მაგრამ მაინც უკრაინელი მონაწილე (+ ფოტოები)
image


"ცეკვავენ ვარსკვლავების" VII ინტერნაციონალური სეზონი დაიწყო და მეორე ლაივ-შოუზე პირველი ოფიციალური მონაწილე გამოეთიშება პირველობისთვის ბრძოლას.


ამ სტატიაში გთავაზობთ მორიგ ჩვენთვის ნაკლებად ცნობილ "ვარსკვლავს", რომელიც თავის ქვეყანაში წარმატებული მსახიობია. ეს ვიქტორია ვარლეია, რომელიც უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიალში მიზანდასახული და უშიშარი პოლიციელის როლშია, რადგან ეს თვისებები თავადაც ახასიათებს. მისთვის ცეკვის სწავლა უფრო რთული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში კლასიკური ბალეტის სწავლით იყო დაკავებული, სამეჯლისო-სპორტული ცეკვის შესწავლა მაინც უჭირს, ან ასე ეჩვენება. „ყველაფრის ბოლომდე მიყვანას ვარ მიჩვეული. როცა რაიმე არ გამომდის, საკუთარ თავის გაკიცხვას ვიწყებ, რადგან მინდა, ყველაფერში საუკეთესო ვიყო. ახლა ძალიან მიჭირს“ - ამბობს მსახიობი.


სამსახიობო განათლება კიევისა და მოსკოვის ინსტიტუტებში მიიღო. ხშირად იღებენ სარეკლამო და მუსიკალურ ვიდეორგოლებში, ფილმებში, სერიალებში, სატელევიზიო პროექტებში. ითამაშა ნანა ჯორჯაძის ფილმში „ჩემი ქალთევზა, ჩემი ლორელაი“, რასაც ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმატებად თვლის.

უკრაინელი ლამაზმანის თქმით, ტოპ 5 რეჟისორს შორის, ვისთან ერთადაც მუშაობაზე ოცნებობდა, ერთ-ერთი ნანა ჯორჯაძე იყო. ყოველი წამი ახსოვს იმ დღიდან, როდესაც დაურეკეს და მის ფილმში მონაწილეობა შესთავაზეს. ქართველი რეჟისორის ფილმში მონაწილეობა საქართველოსთან მისი ერთდერთი კავშირი არ არის. ვიკა მამით ქართველია. განიცდის, რომ ქართულად საუბრის სწავლა ვერ მოასწრო, რადგან როცა მამა გარდაიცვალა, ძალიან პატარა იყო, დედამ კი უკრაინაში წაიყვანა.




image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image






ასევე დაგაინტერესებთ:


გაიცანით "ცეკვავენ ვარსკვლავების" VII სეზონის ვარსკვლავები

image


გაიცანით "ცეკვავენ ვარსკვლავების" VII სეზონის ბრაზილიელი მონაწილე (+ ფოტოები)
image


ქართველი მამაკაცი, რომლის გულის მოსაგებადაც 30 უკრაინელი გოგონა იბრძვის
image



0
573
3-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
573
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0