x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რა არის სინამდვილეში საღეჭი რეზინი - წარმოუდგენელი რამ, რაზეც არავინ დაფიქრებულა!
image

რას შეიცავს რეალურად ყველასათვის ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი საღეჭი რეზინები? ამის ნახვა ძალიან მარტივია თუ შეფუთვაზე დატანილ შემადგენლობას ყურადღებით გავეცნობით. მართალია, წაკითხვა არც ისე ადვილია, იმდენად მცირე ზომის ასოებით არის შესრულებული, მაგრამ მაინც შესაძლებელია. თუმცა იმის გაგება, სინამდვილეში რას ნიშნავს ამგვარი შემადგენლობა ნამდვილად ბევრს გაუჭირდება. უფრო მეტიც, ალბათ ყურადღებასაც არავინ აქცევს "კევის" შემადგენლობა, იმ იმედით, რომ "მაინც არ ვყლაპავთ და რა უნდა დაგვიშავოს...".


არადა ყველაფერი არც ისე მარტივია!

image


გავეცნოთ ტიპიური საღეჭი რეზინის შემადგენლობას: სორბიტი Е420, მანიტი Е421, ქსილიტი, მალტიტის სიროფი, ასპარტამი E951, კალიუმის აცესულფამი Е950, რეზინის საფუძველი, კალციუმის კარბონატი 4%, ბურებრივი არომატიზატორები: პიტნა, მენთოლი, ბუნებრივის იდენტური ვანილი, ხელოვნური გამაგრილებელი, შემკვრელი E414, სტაბილიზატორი E422, ჰიდროგენიზებული რაფსის ზეთი, სოიოს ლეციტინი E322, საღებავი E171, მინანქარი E903, ანტიოქსიდანტი E321, ტექსტურატორი E341iii.


image

ახლა კი განვიხილოთ რამდენიმე, ყველაზე მნიშვნელოვანი და საზიანო ინგრედიენტი:


სორბიტი (sorbitol) Е420 – ეს არის ხელოვნური შაქარი.

გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, შებერილობა, დიარეა, ნაწლავური სისხლდენა, თავბრუსხვევა, მოუნელებლობის შეგრძნება, ასთმა, ტკივილი მუცლის არეში, პირში სიმშრალე, არარეგულარული შარდვა, კრუნჩხვები. სორბიტი არის საღეჭი მასის მთავარი ინგრედიენტი.


რეზინის საფუძველი (Gum base) – ეს არის ღეჭვადი სუბსტანცია და კევის ძირითადი მასა, რომელიც არის ქიმიკატებისგან დამზადებული. gum base-ის შემადგენლობაში შედის:
— ბუტილკაუჩუკი - რეზინის ტიპი, რომლისგანაც აწარმოებენ კალათბურთის ბურთებს და მანქანის საბურავების შიდა საფარს.
— პოლივინილაცეტატი (იგივე წები ПВА) – ერთგვარი პლასტმასი, რომელიც გაცხელებისას რეზინად იქცევა და მისგან წებოს აკეთებენ.
— ცვილი - რომლისგანაც სანთლებსაც აკეთებენ.
— ხის ფისი
— ტალკი

ამ ინგრედიენტებს ერთმანეთში ურევენ, აცხელებენ და იღებენ რეზინის საფუძველს საღეჭი მასისთვის.

მანიტი (mannitol) – მას ასევე იყენებენ ადამიანის ტვინში მედიკამენტების შეღწევის გასაადვილებლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტვინში ქიმიური პრეპარატების შეყვანა არც ისე ადვილია, ამიტომ ამის პროცესის გასაადვილებლად, პაციენტებს უკეთებენ მანიტს. აქედან გამომდინარე, მანიტის მიღებასთან ერთად, იზრდება თუ არა შანსი იმისა, რომ საღეჭ რეზინში არსებული მთელი ქიმიური ნივთიერებები ადვილად მოხვდება ტვინში? ამაზე პასუხი თქვენთვის მოგვინდია...


ასპარტამი (Aspartame) – საშიში შაქრის შემცვლელი, რომლის გვერდითი ეფექტები საკმაოდ ბევრია: გაფანტული სკლეროზი, მეხსიერების დაკარგვა, ჰორმონალური პრობლემები, სმენის დაკარგვა, ეპილეფსია, ალცჰეიმერის დაავადება, პარკინსონის დაავადება, თავის ტვინის დაზიანება, ჭკუასუსტობა, ჰიპოგლიკემია. ყველა ეს დაავადება ვითარდება ასპარტამის შემცველი სასმელებისა და პროდუქტების ხანგრძლივად მოხმარების შედეგად. ხოლო შედარებით მსუბუქ გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება: თავის ტკივილი, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, დაღლილობა, ძილის დარღვევა, მხედველობის პრობლემები, დეპრესია, ასთმა. შეგახსენებთ, რომ ყველა ტკბილი გაზიანი სასმელი შეიცავს აღნიშნულ ნივთიერებას.


image

ასპარტამს ბიოლოგიურ იარაღადაც კი მოიხსენიებენ. ტკბილი გემოს გარდა, ასპარტამი არის ფენილალანინის წყარო. ადამიანის ორგანიზმში ფენილალანინი იწვევს ჰორმონალური ბალანსის დარღვევას, რაც განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის, ორსულებითვის, ჭარბი წონის ადამიანებისთვის, დიაბეტითა და ნივთიერებათა ცვლით დაავადებული ადამიანებისთვის. ფენილალანინი შეიძლება წლობით გროვდებოდეს ორგანიზმში და შემდეგ გამოიწვიოს დაავადება.


ბუტილჰიდროქსიტოლუოლი (BHT ანუ ანტიოქსიდანტი E321) - ეს არის საკვები დანამატი, რომელიც ასევე გამოიყენება რექტიული ძრავების საწვავში, რეზინაში, ნავთობში, ელექტროტრასფორმატორების ზეთად და გასაყინავ ბალზამად მორგებში.

სოიოს ლეციტინი E322 — გენმოდიფიცირებული სოიო იწვევს უნაყოფობას.


თუ კარგად დავაკვირდებით საღეჭი რეზინის შემადგენლობას, ვნახავთ, რომ მისი ძირითდი შემადგენლებია ასევე გლიცერინი (სტაბილიზატორი Е-422), გუმიარაბიკი (შემკვრელი Е-414), ბუტილჰიდროოქსინაზოლი(ანტიოქსიდანტი Е-320), ლეციტინები და ფოსფატიდები (ემულგატორი Е-322).


გლიცერინი ჭარბი რაოდენობის დროს, შეიწყოვება სისხლში და ავლენს ტოქსიკურ თვისებებს, რისი შედეგიც შეიძლება იყოს სისხლის ისეთი დაავადებები, როგორიცაა ჰემოლიზი, ჰემოგლობინულია და თრკმლის მეტჰემოგლობინური ინფარქტი.


ბუტილჰიდროოქსინაზოლის კონცენტრაცია სისხლში ჰოლესტერინი დონეს ამაღლებს, ხოლო ლეციტინი ხელს უწყობს ძლიერ ნერწყვდენას და შემდეგში საჭმლის მონელების სისტემის მოშლას. საღეჭი რეზინის გამუდმებული ღეჭვა იწვევს ნერწყვის შემადგენლობის ცვლილებასაც, რაც ზრდის კარიესის, პაროდონტოზის, გინგივიტისა და მსგავსი დაავადებების რისკს.


ხანგრძლივი ღეჭვის შედეგად იწყება საჭმლის მომნელებელი სისტემის სეკრეტორული აპარატის მუშაობა, ანუ სანერწყვე ჯირკვლები იწყებს ნერწყვის გამოყოფას, გამოიყოფა დიდი რაოდენობით კუჭის წვენი, ნაღვლის ბუშტში გროვდება ნაღველი - ესე იყი მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემა ემზადება საკვების გადასამუშავებლად. საკვები კი არ არის! ამასთან, ნერწყვის ნეიტრალიზება არსად არ შეიძლება, ისევე, როგორც კუჭის წვენის. ამ ყველაფრის შედეგი კი არის ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნა, გასტრიტი, დუოდენიტი, ქოლეცისტიტი და სანერწყვე ჯირკვლის პათოლოგიები.


image

განსაკუთრებით სახიფათოა საღეჭი რეზინები, რომლებიც შეიცავენ ე.წ. "ნაკლეიკებს", რადგან ისინი გამოყოფს მომწამვლელ სტიროლს (styrène), რომელსაც ამერიკის ჯანდაცვის სამინისტრო კანცეროგენულ ნივთიერებებში მოიხსენიებს.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. რა ხდება, როცა ბავშვებისთვის kinder-ს ვყიდულობთ - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image

2. როდის არის ახალი კარტოფილი საშიში და როგორ გავხადოთ იგი უსაფრთხო - ეს ბევრმა არ იცის!

image

3. რა მოგვივა თუ მზესუმზირას ყოველდღე შევჭამთ - ეს ბევრმა არ იცის!

image

4. "ტყლარწის" წარმოუდგენელი თვისება, რომელიც ცოტამ თუ იცის - აი, რატომ არის იგი "ცოცხალი სათამაშო"

image

5.არასოდეს ატაროთ ტელეფონი ასე! - წარმოუდგენელი საფრთხე, რომელიც ბევრმა არ იცის!

image






0
2728
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2728
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0