x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
15 საინტერესო ფაქტი დროსა და საათების შესახებ

image

1. ბიგ ბენი — საათის კოშკის კი არა, ზარის სახელია, რომელიც კოშკის შიგნით არის მოთავსებული. რაც შეეხება კოშკის ოფიციალურ სახელს, 2012 წლამდე – «ელისაბედის კოშკი» ჰქვია («უესტმინსტერის სასახლის საათის კოშკი» 1858 -2012 წწ. ), ელისაბედ II საპატივცემულოდ .
2. ცივილიზაციის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, კაცობრიობა მზის და ვარსკვლავების, წყლის, ქვიშის, მექანიკურ, ელექტრო და ატომურ საათებს იყენებდა.
3. საათებს შორის, ყველაზე ზუსტი ატომის არის. მისი ცდომილება, 6 მილიონ წელიწადში, 1 წამია. ერთი წამი — ცეზიუმ – 133 -ს ატომის გამოსხივების რხევის 9 192 631 770 სიხშირის ტოლია.
4. საათის ისრები მარცხნიდან მარჯვნივ იმიტომ მოძრაობს, რომ ამ მიმართულებით მოძრაობს მზის საათის ჩრდილი.
5. ყველაზე უძველესი მზის საათი ეგვიპტეში აღმოაჩინეს და ის ძ. წ. აღრ. XV საუკუნით არის დათარიღებული.image6. მხოლოდ აშშ-ში იყენებენ დროის აღსანიშნავად AM (ante meridiem — შუა დღემდე) და PM (post meridiem — შუა დღის შემდეგ.
7. დროის ყველაზე მსხვილი საზომი ერთეული ათასწლეული (იგივე მილენიუმი) არის, ის საუკუნეებისგან შედგება, საუკუნე - წლებისგან, წელი - კვარტლებად იყოფა, კვარტალი - თვეებისგან, თვე - დღეებისგან, დღე-ღამე - საათებად იყოფა, საათი - წუთებად, წუთი - წამებად, წამი - მილიწამებად. შემდეგ მოდის მიკროწამი, ნანოწამი, პიკოწამი, ფემტოწამი და ა. შ.
8. ზუსტად დადგენილი არ არის, რატომ იყოფა წელი 12 თვედ, ხოლო საათი 60 წუთად. მიუხედავად იმისა, რომ ძველ ეგვიპტეში, ყველაფერს ათობით ითვლიდნენ, დღისა და ღამის ხანგრძლივობა 12-12 საათიან ციკლებად ჰქონდათ დაყოფილი. მეცნიერები თვლიან, რომ დროის ათვლის ეს სისტემა, ეგვიპტელებმა ძველი შუმერებისგან გადმოიღეს, რომლებიც მათგან განსხვავებით, საგნებს თითებზე კი არა, თითების სახსრებზე ითვლიდნენ (დიდი თითის გამოკლებით, ოთხი თითი 12 სახსრისგან შედგება). ამ მეთოდის მიხედვით, ეგვიპტელებმა, დღე 12 ნაწილად გაყვეს: 2 საათი –დილა, 10 საათი – დღე, რომელსაც 12 საათიანი ღამე მოჰყვებოდა.

დღე-ღამის საათებად დაყოფის შემდეგ, საჭირო გახდა საათის დაყოფა წუთებად. ძველ დროში, კალენდრების შედგენის დროს, დიდი ყურადღებს აქცევდნენ მზის სისტემის დიდ პლანეტებს – იუპიტერს და სატურნს. იუპიტერი მზის ირგვლივ შემობრუნებას 12 წელს ანდომებს, სატურნი - 30-ს. ამ პლანეტების ციკლების შეთავსებით, აიღეს 60 წლიანი ძირითადი ციკლი, რომელიც ორივე პლანეტის მოძრაობის ციკლს ერგებოდა (იუპიტერი (5X12=60) და სატურნი (2X30=60) და რადგან 60 ყველაფრის თავი იყო, საათი 60 წუთად, ხოლო წუთი 60 წამად დაყვეს.

9. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ერთ წუთში 60 წამია, ხოლო 1 წამში 1000 მილიწამი.

10. ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ სასაათე სარტყელს მოიცავს, საფრანგეთი არის. თუ გავითვალისწინებთ მის იურისდიქციაში შემავალ ყველა ტერიტორიას, მათ შორის ოკეანეებში გაბნეულ კუნძულებსაც, გამოვა რომ საფრანგეთი 12 სასაათე სარტყელზე არის განლაგებული. II ადგილზე, 11 სასაათე სარტყლით, აშშ არის. ხოლო, III – რუსეთი (9 სარტყელი).

imageimage
11. პირველი მაჯის საათი 1812 წ. სიცილიის დედოფლის მარია კაროლინა ავსტრიელისთვის შეიქმნა.

12. გარკვეული დროის მანძილზე, საათი მხოლოდ ქალების აქსესუარად ითვლებოდა. მაგრამ, I მსოფლიო ომის დროს მამაკაცებმაც გააცნობიერეს მისი საჭიროების აუცილებლობას.
13. საათის ციფერბლატებზე რომაული ციფრებით, 4 საათი, თითქმოს ყოველთხვის, - IIII აღნიშნავენ, და პრაქტიკულად, არასდროს იყენებენ IV.

14. შუა საუკუნეებში და უფრო ადრეც, გემებზე, რომლებზეც ქრისტიანული ეკიპაჟები იმყოფებოდნენ, ყოველთვის ზუსტად აღრიცხავდნენ დღეებს, რომ ეკლესიური დღესასწაულების აღნიშვნა შეძლებოდათ. იმ დროს ქრონომეტრები არ იყო. მეზღვაურები ქვიშის საათებით სარგებლობდნენ და ყოველთვის, ახალი დღის დადგომას იმ მომენტში აფიქსირებდნენ, როდესაც მზე ზენიტში იმყოფებოდა. ამის მიხედვით ითვლიდნენ კალენდარულ დღეებს, აღდგომას და სხვა საღვთო და საეკლესიო დღესასწაულებს.

დროის ამ მეთოდით ათვლის გამო, კალენდრის დღეების ათვლაში, არანაირი პრობლემა არ იქმნებოდა, რადგან სავაჭრო გემები, საქონლის გადაზიდვის დროს, ჯერ ერთი მიმართულებით მოძრაობდნენ, ხოლო შემდეგ, იგივე მარშუტით, საპირისპირო მიმართულებით ბრუნდებოდნენ საწყის პუნქტებში.
გაუგებრობა კალენდრის დღეებთან დაკავშირებით, მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობის შემდეგ წარმოიქმნა. მაგელანის ექსპედიცია (1519-1522 წწ.), დასავლეთის მიმართულებით გავიდა, ხოლო უკან აღმოსავლეთიდან დაბრუნდა. სამშობლოში დაბრუნებულმა მეზღვაურებმა აღმოაჩინეს რომ, მათი გემბანის კალენდარი, ერთი დღით ჩამორჩებოდა ადგილობრივ კალენდარს. კაპიტანმა სებასტიან ელკანომ და მისმა თანაშემწემ, ანტონიო პიგაფეტმა, რომელიც მოგზაურობის დროს დღიურს აწარმოებდა, დეტალურად შეამოწმეს გემის საბორტო ჟურნალის ჩანაწერები, მაგრამ დაკარგული დღე ვერ აღმოაჩინეს.

ამ მოვლენას ახსნა მოგვიანებით მოეძებნა - 1884 წელს, ვაშინგტონში, საერთაშორისო კონფერენციაზე, სასარტყლო დროის შემოღების შემდეგ.

დედამიწის გარშემოწერილობა 360 გრადუსს შეადგენს. ის საკუთარი ღერძის გარშემო, ერთ სრულ ბრუნს 24 საათს ანდომებს. ე. ი. 1 გრადუსს, 4 წუთში გადის. მაგელანის ფლოტმა ევროპიდან დასავლეთის მიმართულებით ანუ დედამიწის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით დაიწყო ცურვა და უკან აღმოსავლეთიდან დაბრუნდა. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ეკიპაჟის ერთი დღის ხანგრძლივობა, ყოველი გრადუსის გადაკვეთის შემდეგ, 4 წუთით იზრდებოდა. მათ დედამიწას შემოუარეს, ანუ 360 გრადუსი გადაკვეთეს, რაც დროზე გადათვლით – 24 საათის ტოლია. ეს კი იმას ნიშნავს რომ, «დაკარგული დღე», 4-4 წუთად «გაიბნა» გრადუსებს შორის, რასაც ვერასოდეს მიხვდებოდა გემის კაპიტანი ხუან სებასტიან ელკანო.

15. მსოფლიოს ბევრი ქალაქის ქუჩებში ყვავილის საათები არის დამონტაჟებული. ყვავილების პირველი საათი, ქ. უფსალში (შვედეთი), 1720 წ. კარლ ლინემ (შვედი ბუნებისმეტყველი და ექიმი) შექმნა, გამოიყენა რა, ყვავილების «დროში ორიენტირების» თვისება:imageimageimageამ საათის ციფერბლატი სექტორებად იყო დაყოფილი და თითოეულ მათგანში, გარკვეული სახეობის ყვავილები იყო დარგული. მისი მეშვეობით, საკმაოდ ზუსტად შეიძლებოდა (ნახევარი საათის სხვაობით) დროის განსაზღვრა. მაგრამ, საათი მხოლოდ მზიან ამინდში «მუშაობდა», რადგან ღრუბლიან დღეებში, ზოგიერთი ყვავილის გვირგვინი არ იშლებოდა.

რაც შეეხება ყვავილების თანამედროვე საათებს, დღეს ყვავილებს სულ სხვა დატვირთვა აქვს. მცენარეებს მხოლოდ გასაფორმებლად იყენებენ. ხოლო საათის მექანიზმი, მიწის ქვეშ არის მოთავსებული.imageimageimageimageimageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageყველაზე საინტერესო და რეალური ფაქტები
50 შოკისმომგვრელი ფაქტი, რომელიც ყოველ 5 წამში ხდება

15 ფაქტი ჩვენი ცხოვრებიდან, რომელზეც ნამდვილად არასდროს გიფიქრიათ

2
253
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
253
  
2018, 8 მაისი, 15:39
მადლობა
2018, 8 მაისი, 15:32
რა საინტერესოააა
0 1 2