x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რატომ გვაქვს ოფლის, ფეხის და პირის ღრუს სუნი და როგორ მივხედოთ ამ პრობლემას?
რაც არ უნდა ზედმიწევნით ვიცავდეთ ჰიგიენის ნორმებს– ვიხეხავდეთ კბილებს, ვიპარსავდეთ იღლიას და მოვიხმარდეთ დეოდორანტებს, ხშირად და სპეციალური საშუალებებით ვიბანდეთ ფეხებს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სუნი არ უნდა გვქონდეს. თუ კი ჰიგიენური სისუფთავის მიუხედავად ჩვენ მაინც გვაქვს პირის ღრუს სპეციფიკური, ფეხის და ოფლის სუნი, გახსოვდეთ რომ ეს განგაშის ზარია.


image


რატომ გვაქვს ოფლის, ფეხის და პირის ღრუს სუნი და როგორ მივხედოთ ამ პრობლემას?



1. რატომ გვაქვს და რა განაპირობებს პირის ღრუდან სუნს?


image

● თუ პირის ღრუდან ხილის ან მოტკბო სუნს სისტემატიური სახე მიეცა, ეს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა - დიაბეტური კეტოაციდოზი. რაც მიუთითებს გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევას და ძირითადად ინსულინის დეფიციტით გამოიწვევა. ამ დროს სისხლში კეტონური ორგანიზმები და გლუკოზის კონცენტრაცია მაღალია.


დაავადებას ასევე შეიძლება ახლდეს სხვა სიმპტომები: ზედმეტი წყურვილი; გადაჭარბებული შარდვა; საერთო სისუსტე; მუცლის ტკივილი, რასაც შეუძლია გამოიწვიოს გონების დაკარგვა; ტვინის სიმსივნე; დიაბეტური კომა და სიკვდილიც.



● პირის ღრუდან ამიაკის სუნი, რომელიც ასევე შეიძლება მივამსგავსოთ აყროლებული თევზის სუნს, მიუთითებს თირკმლის ქრონიკულ დაავადებაზე, ამიტომ ნუ დააიგნორირებთ ამას სხვა სიმპტომებამდე.


დაავადებას ასევე შეიძლება ახლდეს სხვა სიმპტომები: მადის დაკარგვა; დაღლილობა; თავის ტკივილი; კანის სიმშრალე; გულისრევა და წონის დაკარგვა.



● პირის ღრუდან მუდმივი ცუდი სუნი გინგივიტის მიზეზია. (გინგივიტი ღრძილში მიმდინარე ანთებითი პროცესია, რომლის დროსაც კბილ-ღრძილის კავშირი შენარჩუნებულია) გინგივიტის მიზეზი კი პარადონტოზი და პირის ღრუს არასწორი ჰიგიენა შეიძლება იყოს.


დაავადებას ასევე შეიძლება ახლდეს სხვა სიმპტომები: ღრძილების შეშუპება; ღრძილების სიწითლე ან სილურჯე; ღრძილებიდან სისხლდენა; ტკივილი კბილების გახეხვის დროს.





2. რატომ გვაქვს და რა განაპირობებს ოფლის სუნს?image


ადამიანის იღლიას, სხვა ჯირკვლებსა თუ კანს გამოყოფილი ოფლის შედეგად შესაძლოა ჰქონდეს აყროლებული თევზის, ნაგვის, კვერცხის ან შარდის სუნი. შესაძლოა სულაც სუნი განპირობებული იყოს გენეტიკური ფაქტორით, რაც მედიცინაში ცნობილია ტრიმეთილამინურის სახელით, რომელიც FMO3–ის მუტაციის შედეგია. ამ ფაქტორით დაავადებული ადამიანები კი განიცდიან დეპრესიას გამოყოფილი უსიამოვნო ოფლის სუნის გამო, რაც ბუნებრივია დისკომფორტს უქმნით საზოგადოებაში.


● თუ კი ოფლს შარდის ან ამიაკის მძაფრი სუნი აქვს, ეს შარდის ბუშტის ბაქტერიული დაავადებების შედეგია. როდესაც ორგანიზმში არ არის საკმარისი წყალი, ამ დროს ჭარბობს ამიაკი და ოფლი გამოიყოფა მძაფრი სუნით.


დაავადებას ასევე შეიძლება ახლდეს სიმპტომები: საერთო სისუსტე; თავის ტკივილი; თავბრუსხვევა; მისუსტებული პულსი; პირის სიმშრალე.



● თუ კი ოფლს ნეკერჩხლის სიროფის სუნი აქვს, გარკვეული ამინომჟავების ნაკლებობის შედეგია, რომელთა ფერმენტებს არ აქვთ უნარი ხორცი, კვერცხი და რძე გარდაქმნან ამინომჟავებად. ფერმენტის ნაკლებობის დროს კი ამინომჟავები გარდაიქმნებიან კეტომჟავებად და ოფლთან ერთად გამოიყოფა მოტკბო, რძისებრი სუნი, რომელიც ჩვილებშია ძირითადად დამახასიათებელი.




3. რატომ გვაქვს და რა განაპირობებს სუნს ფეხზე?image
ფეხზე არსებული სუნი, ალბათ დღეს ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, რომლის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა ფაქტორები შეიძლება იყოს.


● თუ ფეხზე ყველისმაგვარი მლაშე–მძაფრი სუნი გაქვთ, ეს მიუთითებს ბაქტერიებზე, რომლებიც სახლობენ თქვენს ფეხებზე და გამოყოფენ სწორედ ამ სუნს. მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა: ცუდი ჰიგიენა; ძველი ფეხსაცმელი; სტრესი; ჰორმონალური უკმარისობა; ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა) და სოკოვანი ინფექცია.



● თუ ფეხზე ცხვირის ლორწოს სუნი გაქვთ, ის უშუალოდ სინუსიტის დაავადებას უკავშირდება (სინისუტი ცხვირის ღრუსა და წიაღების ვირუსული ანთებითი პროცესია), რომელიც ძირითადად მწვავე რინიტის, გრიპის, ქუნთრუშას, წითელასა და სხვა ინფექციური დაავადებების ფონზე წარმოიქმნება.



P.S. თუ ფიქრობთ, რომ ამ სიიდან რომელიმე მათგანი გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და ნუ დააიგნორებთ თქვენი ორგანიზმის განგაშის ზარს. ასევე გაუზიარეთ სტატია მეგობრებს. ჯანმრთელობას გისურვებთ!




იხილეთ აგრეთვე:


რატომ ჩნდება პირის ღრუში უსიამოვნო სუნი და როგორ მოვიშოროთ იგი?

როგორ მოვიშოროთ სუნი ფეხიდან?

რომელ ფარულ დაავადებებზე მეტყველებს თქვენი "ჭიპის ფორმა"?

როგორ მოვიშოროთ ფეხიდან სოკო სამუდამოდ

აი რატომ უნდა წაისვათ მკერდის ქვეშ დეოდორანტი

აი რითი უნდა დაიწყოთ ყოველი დილა- აუცილებლად გაითვალისწინეთ!




0
931
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
931
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0