x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა ხდება ფეხმძიმე ქალის ორგანიზმში და უნდა «იკვებებოდეს თუ არა ის ორის მაგივრად?»
image


ყოველთვის ამბობენ, რომ მომავალი დედა ორის ნაცვლად უნდა იკვებებოდეს. რა თქმა უნდა, აქ საუბარი დიდი რაოდენობით ვიტამინების და მინერალების მიღებაზე და არა საკვებზე, როგორც ასეთზე. ხსენებული მოსაზრება, საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის, რადგან ემბრიონის განვითარებაზე და ფორმირებაზე ქალის ორგანიზმში არსებული «საუკეთესო» კომპონენტები მიდის. მაგ., კალციუმის დონეის შევსება თუ არ მოხდა, ფეხმძიმეს ეზრდება მოტეხილობის რისკი, ხშირად სტკივა კუნთები, ზიანდება კბილის ემალი... მუცლად მყოფი ბავშვი საკვებს მუდმივად იღებს და ის საერთოდ არ არის დამოკიდებული საუზმეზე, სადილზე ან ვახშამზე.

ამიტომ, ქალბატონებს უნდა ახსოვდეთ, რომ ფეხმძიმობა – ობიექტურ მიზეზთაგან ერთ-ერთია, როდესაც მათ ყურადღება კვების რაციონს უნდა მიაქციონ და უფრო მეტად იფიქრონ საკუთარ თავზე, რადგან ბავშვი თავის წილ საკვებს ყველა ვარიანტში მიიღებს დედის ორგანიზმიდან, თუნდაც, მისი ჯანმრთელობის ფასადაც.

კვების რაციონი ყველა ფეხმძიმეს, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ინდივიდუალურად ენიშნება, ხოლო ზოგადი წესები ასეთია:

I. ფეხმძიმემ რაც შეიძლება მეტი ვიტამინები და მინერალები უნდა მიიღოს ცოცხალი სახით. ყოველდღიურ რაციონში, თერმულად დამუშავებული და ცოცხალი საკვების პროპორციული შემადგენლობა 1:3 უნდა იყოს.

II. ხილის და ბოსტნეულის შერჩევისას, უპირატესობა ადგილობრივ პროდუქტს უნდა მიენიჭოს. თუმცა, ბანიც ძალიან სასარგებლოა.

III. რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს: უცხიმო ხორცი, თევზი, კვერცხი, რძე და რძის პროდუქტები.

IV. საკვები უნდა მიიღოს დღეში 5-6-ჯერ, ვახშამი – ძილამდე 3 სთ-ით ადრე.

V. ფეხმძიმე ქალის რაციონში, განსაკუთრებით I ტრიმესტრის პერიოდში, არ უნდა შედიოდეს პროდუქტი, რომელიც ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს ნაყოფზე:

* მზა საკვები (მაგ., მაკდონალდსი) და ფასტფუდი;

* კრეკერი და ჩიფსები;

* გაზიანი გამაგრილებელი სასმელები;


* კონსერვები (ნაყიდი და სახლში მომზადებული);

* ძეხვი, სოსისი, შებოლილი თევზი;

* ყავა;

* ძმარი, წიწაკა, მდოგვი.

imageimage

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image* მეცნიერებმა ბავშვის გაჩენის საუკეთესო ასაკი დაასახელეს. აღმოჩენა, რომელმაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია
* სურდოს და გრიპის პროფილაქტიკა ნივრით (+ «ანტისურდო თილისმა» ბავშვებისთვის)

* 8 უგემრიელესი და სასარგებლო სუპის რეცეპტი პატარებისთვის

0
195
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
195
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0