x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როცა მილიონერი მსახიობი საჭმელს ითხოვს და ნაგავში იქექება
image

ბევრი ჩვენგანი ოცნებობს სადმე ქუჩაში შეხვდეს საყვარელ მსახიობს. ზოგს კიდეც უმართლებს. ზოგი კი ამ შეხვედრის შემდეგ თვითონაც ცნობილები ხდება.

2-3 წლის წინ ფრანგი კარინ გომბო და მისი ვაჟი როგორც იქნა გაემგზავრნენ თავიანთ საოცნებო ქალაქში - ნიუ-იორკში. მათ გადაწყვიტეს, რომ მშვენიერი დღის დარჩენილი ნაწილი ცენტრალურ პარკში გაეტარებინათ და იყიდეს რამდენიმე ნაჭერი პიცა. უცებ კარენმა ისეთი რამ დაინახა, რამაც კეთილ ქალს გული აუჩუყა. ეს უსახლკარო მაწანწალა იყო, რომელიც ნაგავში იქექებოდა. ქალი მაშინვე მივიდა და თავისი პიცის შეუჭმელი ნაწილი გაუყო, თან მოუბოდიშა, რომ პიცა უკვე გაცივდა.

"მან მკითხა, რა მქონდა ჩანთაში. მე შევეცადე მეპასუხა ინგლისურად, თუმცა სიტყვების ნახევარი ფრანგულად წამომცდა. მე ვუთხარი: "უკაცრავად, მაგრამ პიცა უკვე ცივია", -გვიყვება კარინი.- მან მიპასუხა: "გმადლობთ, ღმერთმა დაგლოცო!"

ფრანგ ქალბატონს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ვინ იყო ის ადამიანი სინამდვილეში. ორი დღის შემდეგ სასტუმროს მომსახურე პერსონალი შეუვარდა ნომერში გაზეთის ახალი ნომრით ხელში. "მაწანწალა" თვით რიჩარდ გირი - მსოფლიოში სახელგანთქმული მსახიობი აღმოჩნდა. ალბათ ოდესღაც კარენი სიამოვნებით უცქერდა "ლამაზმანს", ტკბებოდა მისი თამაშით და ოცნებობდა ასეთ პრინცს შეხვედროდა. და აი შეხვდა კიდეც. იმ დროს მსახიობს იღებდნენ ფილმში "შეშლილი", სადაც ის მაწანწალას როლს ასრულებდა. ეს მომენტი თვითონ მასაც და მთელ გადამღებ ჯგუფსაც სამუდამოდ დაამახსოვრდა.


ფილმი "შეშლილი" კი 2014 წელს გამოვიდა ეკრანებზე და უკვე რა ხანია შეგიძლიათ დატკბეთ მისი ცქერით.

image imageimageimage
imageimage





რატომ მოაჭრა ქალმა ქმარს "მამაკაცური ღირსება"


დაივიწყე ცელულიტი. მალამო, რომელიც სამზარეულოში ყველას მოეპოვება


როგორ ჩავრთოთ უფასო ინტერნეტი ნებისმიერ ტელეფონში(+ვიდეო გაკვეთილი)

0
920
2-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
920
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0