x
image
beko777
გოგა ხაჩიძე „სახეს“ ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
როგორც უკვე იცით, 90-ანი წლების პოპულარული პოპ-ჯგუფი „სახე“ 14 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტს აწყობს, რის შემდეგაც საკონცერტო დარბაზის წინ ლეგენდარულ ვარსკვლავთა შორის ჯგუფ "სახეს" ვარსკვლავის გახსნა დააგვირგვინებს.


მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი, პოპულარობის ზენიტში ყოფნის დროს ტრიოს სახით გამოდიოდა, ამჯერად ის დუეტად წარსდგება მაყურებლის წინაშე, ჯგუფს გოგა ხაჩიძე გამოაკლდება, რომელიც სოციალურ ქსელში ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და ჯგუფთან არყოფნის მიზეზებს დეტალურად განმარტავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. პ.ს. აღსანიშნავია, რომ 14 მაისის კონცერტზე არც "სახეს" ძველი წევრები შეუერთდებიან, რადგან ჯგუფში გოგა ხაჩიძის, დათო ფორჩხიძის და დათო ხუჯაძის გარდა, უფრო ადრე სხვა წევრებიც მოღვაწეობდნენ.

გოგა ხაჩიძის განცხადება

image
სა - ერთოდ ვფიქრობდი არაფერი მეთქვა ამ ამბავზე, მაგრამ ბევრი მეკითხება და შევეცდები ჩემი პოზიცია ნაწილობრივ ავხსნა... :)
ნ ა წ ი ლ ო ბ რ ი ვ . . .
მესმის, ცოტა რთული ასახსნელია, მაგრამ „სახე" ჩემთვის ის მუსიკაა, ის ეპოქა, ის კონტექსტი, ის ქვეყანა და ის რეალობა, რომელიც იყო.
არ მიმაჩნია სწორად, ახლა ხელოვნურად შევიკრიბოთ
და მსმენელს ათასჯერ გადამღერებული, გადაკეთებულ/გადმოკეთებული სიმღერები, ისევ ერთად ვუმღეროთ.
და როგორ უნდა ვუმღეროთ?...
მარტო სიმღერაც ხომ არაა...
რას გამოვასხივებთ?
- არ ვიცი.
გულწრფელები ვიქნებით სცენაზე?
- ვერა.
თავის დროზე, „სახე" ერთი მთლიანი იყო.
საერთო საქმე და ცხოვრება გვქონდა, ერთად ვფიქრობდით, ერთად ვგეგმავდით, ერთად ვათენებდით ღამეებს სტუდიაში, ერთად ვიხარშებოდით მურტალი ეპოქის ყოველდღიურობაში.
ახლა, ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვაქვს, ჩვენ-ჩვენი საკმაოდ განსხვავებული პრინციპები, ხედვები და მიზნები (მათ შორის მუსიკაშიც)
ისიც მესმის, რომ უამრავი მსმენელი მიიღებს სიამოვნებას წარსულის გახსენებით, ძველი სიმღერების მოსმენით.
ბევრიც ჩემზე გაბრაზდება, როგორც დისონანსის შემომტანზე ამ „ჰარმონიაში".
არაა პრობლემა, მესმის :)
ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებას ვუსურვებ კაცებს (ბიჭებს მეთქი მინდოდა მეთქვა, მაგრამ ჰა...)
მე არ ვმონაწილეობ „სახე20" -ში და ამით, იმ „სახე"-ს გადარჩენასაც შევუწყობ ხელს მეხსიერებაში, მთელი თაობისთვის ერთ-ერთი ნათელი წერტილი, ბედნიერების და აღტაცების მომტანი რომ იყო.


პ.ს. ბევრი წლის ინტერვალის შემდეგ, ჩემი შვილი პირველად რომ წავიყვანე ცირკში, მთელი წარმოდგენა გაოცებული ვაცეცებდი თვალებს და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: ეს ხომ ნამდვილად ის შენობაა, ბავშვობაში მშობლებს რომ მოვყავდი და აღტაცებული ვიყავი მისი გრანდიოზულობით და სილამაზით?!... რა დაემართა, როგორ დაპატარავდა ასე?!...
ყველაფერს თავის დრო აქვს



"სახეს" ექსკლუზიური ფოტოები ჟურნალს "ვარსკვლავების" არქივიდან


ეს ორი ფოტო ჯგუფის 1-ლი ოფიციალური წარდგენაა ახალი შემადგენლობით (დათო ხუჯაძესთან ერთად) საზოგადოების წინაშე, რომელიც ჟურნალმა "ვარსკვლავებმა" მოაწყო თავისი მკითხველის 500 კაციანი ჯგუფისთვის

image

image


"სახეს" 1-ლი შოუ-ნაბიჯი, ვერტფრენით იმპროვიზირებული დარბაზის (გლდანის უნივერმაღი) სახურავზე დაჯდომით გამოიხატა

image

image


1999 წლის 7 მაისს ჯგუფმა "გრანდიოზული სოლო-კონცერტი ჩაატარა

image

0
391
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
391
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0