x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
12 საკვები თქვენი სილამაზისთვის
imageგადახედეთ თქვენი ლოსიონების ინგრედიენტებეის ნუსხას.მასში ერთი შემაშფოთებელი ნივთიერება მაინც შეგხვდებათ.სამწუხაროდ ბევრი პროდუქტია ასეთი: ლოსიონები, დამატენიანებლები, შამპუნბი, კონდინციონერები და ა.შ. მართალია ევროკავშირმა 1000ზე მეტი ინგრედიენტი აკრაძალა კოსმეტიკაში გამოსაყენებლად, მაგრამ ზოგი მათგანი მაინც გვხვდება.

გთავაზობთ გაცილებით იაფ, მარტივ და ბუნებრივ საშუალებებს სილამაზისთვის.

1.საცხობი სოდა

ერთი სუფრის კოვზი სოდა შეურიეთ 1 ჭიქა გამთბარ წყალში და გახსენით.მიღებული ნარევი გადაივლეთ თმაზე და ნაზი მასაჟი გაიკეთეთ.რამდენიმე დღეში თმა გაცილებით უკეთესი გახდება, ვიდრე მანამდე.


2.ვაშლის ძმარი

წინა ნაზავს (სოდა+წყალი) დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და თმა უფრო სქელი და მბზინავი გახდება.

ეს ნაზავი კარგია აკნეს წინააღმდეგ საბრძოლველადაც.

3.შის კარაქი

შის კარაქი ყველგან არ იშოვება, მაგრამ აფრიკაში იგი უხვადაა, რომელიც კარიტის ხის ზეთისგან მზადდება.ეს საშუალება მისწრებაა თმისთვის და ვინც მისი ფასი იცის ხშირად გამოიყებეს მას.კარგია კანისთვისაც.

4.თხილისა და ყურძნის ზეთი

image

ყურძნის თესლის, ჟოჟობას, გარგრის გულის, ტკბილი ნუშის, არგანის, მზესუმზირის და მაკადამიას ნაყოფის ზეთით რამდენი რამის გაკეთებაა შესაძლებელი თქვენი კანისთვის.ისინი სასწაულს ახდენენ.

5.ქოქოსს ზეთი

ალბათ მასზე ბევრი გსმენიათ.შესაძლოა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ იგი საუკეთესოა სახის კანის დასაბან საშუალებად.ასევე კარგია ტანზე სკრაბის ეფექტისთვის.

6.ზღვის მარილი

მარილი და ზეთი ერთად კანს არბილებს და ანაზებს.აშორებს მკვდარ უჯრედებს.მისი გამოყენება 6 თვეში ერთხელაა შესალებელი.

7.შაქარი

შაქარი ტუჩებისთვის.ვაზავებთ შაქარს და რომელიმე ზეთს რბილი პასტის მიღებამდე და ვისვამთ ტუჩებზე.ის არბილებს მას და აცილებს ზედმეთ მკვდარ უჯრედებს.

8.ჯანჯაფილი

image

კანის, თმის და სახის მოვლის საშუალება.იგი აცილებს ქერტლს, იცავს კანს გამოშრობისგან.მისგან შეგილიათ უბრალო თხელი ფაფა გააკეთოთ და მირებული მასა გამოიყენოთ.

9.შვრია

შვრია კარგია სახის კანისთვის.შვრიას დიდი ხნის ისტორია აქვს.ის გამოიყენება როგორც ნაზი გზა კანის დასარბილებლად. შვრიის ნიღაბი არის განსაკუთრებით კარგი არჩევანი ადამიანების მგრძნობიარე და მშრალი კანისთვის (მიუხედავად იმისა, რომ იგი სასარგებლო იქნება ყველა ტიპის კანისთვისაც). 1\4 ჭიქა დაფქვილ შვრიას დაამატეთ 1 კოვზი იოგურტი და 2 სუფრის კოვზი თაფლი.წაივით სახეზე 15 წუთით და შემდეგ დაიბანეთ.

10.თაფლი

თაფლი უებარის როგორც ჯანმრთელობისთვის შიდა მიღებისას ისე გარე გამოყენებისთვის.ის უამრავ შამპუნში გამოიყენება, მაგრამ ბუნებრივად მოხმარება უკეთესია თმისთვის, რომელიც არბილებს მას და კანს ხდის გლუვს.

90 % თაფლს დაამატეთ 10% წყალი და გააზავეთ.შეიზილეთ თმაში და გაიჩერეთ 2 ან 3 საათი შეფუთულ მდგომარეონაში.შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

11.ზეითუნის ზეთი

იგი აღწევს ღრმად კანში და მდიდარია ნუტრიენტებით.ზეითუნი კარგად ატენიანებს თმას.კარგია კანისთვის და მასაჟისთვის.

12.არომატული ექსტრაქტები

და ბოლოს რა თქმა უნდა სურნელოვანი ექსტრაქტები.ისინი სასიამოვნოდ ანაზებენ კანს და სურნელიც კარგი აქვთ.ზემოთ ჩამოთვლილ ყველა საშუალებაში შეგიძლიათ გააზავოთ ისინი თქვენი სურვილისამებრ.

0
115
6-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ელიშვილი
ლიკა ელიშვილი
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0