x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ტაილანდში მამაკაცმა ერთი წლის ქალიშვილი პირდაპირ ეთერში ჩამოახრჩო და შემდეგ თავი მოიკლა
imageტაილანდელმა ვუტისან ვონგტალაიმ(Wuttisan Wongtalay) ქალაქ ფუკეტიდან ჯერ თავის 11 თვის ქალიშვილი ჩამოახრჩო, შემდეგ თავი მოიკლა და ეს ყველაფერი Facebook-ის პირდაპირ ეთერში ხდებოდა.ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuter-ი ავრცელებს.


ვიდეორგოლები თითქმის 24 საათი იდო სოცქსელში და მისი ნახვა 350 000 ადამიანმა მოასწრო მანამდე, სანამ Facebook-ის ადმინისტრაცია ქსელიდან ვიდეოს წაშლიდა.


ვონგტალაი პირველ ვიდეოში გოგონას კისერზე ყულფს უკეთებს, ხოლო მეორე ვიდეოში ბავშვს მიტოვებული სახლის სახურავიდან აგდებს.


ვონგტალაის გვამი პოლიციამ დანაშაულის ადგილზე აღმოაჩინა, იქვე ეგდო სმარტფონი, რის მეშვეობითაც მამაკაცი Facebook -ის პირდაპირ ეთერში იყო.



როგორც სამართალდამცავებმა დაადგინეს, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე მამაკაცს კამათი ჰქონდა ბავშვის დედასთან.


აპრილის შუა რიცხვებში Facebook -ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯასტინ ოსოფსკიმ განაცხადა, რომ სოცქსელში აწი გამარტივებული იქნება პირდაპირი ტრანსლირების დროს მიღებული საჩივარი.ადმინისტრაცია მყისიერ რეაგირებას მოახდენს მასზე .კომპანიის ხელმძღვანელობამ ეს ნაბიჯი გადადგა კლივლენდში მომხდარი რეზონანსული მკვლელობის შემდეგ, სადაც პირდაპირ ეთერის დროს დამნაშავემ შემთხვევითი გამვლელი მოკლა.





0
255
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
255
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0