x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მიზეზი, თუ რატომ გახდა საქორწინოდ ბრილიანტის ბეჭდის ჩუქების ტრადიცია- ნამდვილად გაგიკვირდებათ
ბოლო პერიოდში ხელის თხოვნის სხვადასხვა სასიამოვნო სცენების ფოტოებსა თუ ვიდეოებს მრავლად ვაწყდებით სოციალურ ქსელებში, სადაც მამაკაცი ლამაზ დეკორაციასთან თუ ბენდთან ერთად მუხლმოყრილი ბრილიანტის ბეჭდით ხელში სთხოვს ცოლობას თავის რჩეულს. ქალები კი თავს იწონებენ ამ არაჩვეულებრივი საჩუქრით და ერთმანეთში ადარებენ, რომლის გადაწონის ზომითა თუ ფასით. რატომ მაინც და მაინც ბრილიანტის ბეჭედი?


image


გასული საუკუნის 30-იან წლებამდე საერთოდ არ არსებობდა ბეჭდის და საქორწინო რგოლების (კალიცო) გაცვლის თუ ჩუქების ტრადიცია, მითუმეტეს ბრილიანტის და სხვა მსგავსი ძვირფასეულობის ხსენებაც არ იყო მაშინ. სწორედ ამ პერიოდიდან ჩაეყარა საფუძველი ბრილიანტის საერთაშორისო კორპორაციას De Beers-ს, რომელიც დღემდე პოპულარობით სარგებლობს. 1940 წლიდან კომპანიამ ლოზუნგით (სლოგანი) «Diamonds are forever» (ბრილიანტი სამუდამოდ) დაიწყო ბრილიანტების წარმოება-რეალიზაცია და მსოფლიოს რეკლამების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მარკეტინგული რეკლამაც სწორედ მათი იყო.


image




De Beers-ის მთავარი მიზანი იყო ხაზი ჰქონოდა გასმული ბრილიანტის ექსკლუზიურობას, უნიკალურობასა და ხარისხს. რეკლამით ის მყიდველს მიანიშნებდა, რომ ეს იყო კარგი დაბანდება, რომელიც ასევე თაობებიდან თაობებს გადაეცემოდა. ქვებმა მალევე იწყო ბაზარზე რეგულარული გაყიდვები.



რეკლამამ ბევრი გავლენიანი ადამიანი "ჩაიგდო" ხელში, მსახიობები და მოდელები დარწმუნდნენ, რომ აუცილებლად უნდა შეეძინათ ბრილიანტები. მალე ფილმებშიც ხდებოდა ბრილიანტების დარეკლამება, რომელთა სპონსორი ნაწილობრივ კომპანია De Beers-ი იყო და ეთერშიც ილუზია იყო მხოლოდ ერთი- ბრილიანტები იყო ნიშანი მარადიული სიყვარულისა და ისინი არასოდეს დაკარგავდნენ ღირებულებას.


image


მრავალი წლის შემდეგაც არ დაკარგა ბრილიანტმა თავისი საინვესტიციო იდეოლოგია და სიყვარულის სიმბოლიკა, თუმცა რათ უნდა სიყვარულს მდიდრული ნივთებით მტკიცება, ის მათ გარეშეც ან არსებობს, ან არა.



იხილეთ აგრეთვე:


შემთხვევით არ ვატარებთ უსახელო- "არა" თითზე ქორწინების ბეჭედს. გასაოცარი სიბრძნე


0
431
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
431
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0