x
image
გემი დალანდი
7 გენიალური იდეა ლიმონის გამოყენებით
image

1. გაასუფთავეთ მიკროტალღური ღუმელი

ლიმონი წვრილად დაჭერით, დააწყეთ ღრმა თეფშზე და დაასხით ცოტა წყალი. ჩართეთ ღუმელი მაქსიმუმზე და დაიცადეთ, სანამ კარი შიგნიდან ორთქლით არ დაიბინდება. გამორთეთ, არ გააღოთ კარი 15 წთ-ით, შემდეგ კი გაწმინდეთ შიგნით კედლები მშრალი ხელსახოცით.


2.ამოიყვანეთ ლაქა თეთრეულიდან


ყველაზე დელიკატური ქსოვილისთვისაც კი უსაფრთხო მეთოდია. დაამუშავეთ ლაქა გაჭრილი ლიმონით, დააყარეთ მარილი, დაადეთ გაჭრილი ლიმონი და გააჩერეთ 30 წთ-ით. გარეცხეთ თბილი წყლით, რომელშიც ცოტა ძმარს გააზავებთ.


3.ამოყავს ჟანგის ლაქა

მეთოდი იგივეა, ლიმონი და მარილი. მხოლოდ ამ შემთხვევაში ლიმონის წვენით დამუშავებული ადგილი მზეზე უნდა გაშრეს. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ.


4.ქრომირებული სანტექნიკა

უბრალოდ წაუსვით ზედაპირს გაჭრილი ლიმონი და გაამშრალეთ.


5.ოფლის ლაქა მაისურზე

სცადეთ, სანამ სარეცხის მანქანაში შეაგდებდეთ, დაამუშავეთ გაყვითლებული ადგილები ლიმონით.


6.სარეველა

შეასხურეთ ლიმონის წვენი-სარეველა დაჭკნება, მხოლოდ ფრთხილად! თქვენი საყვარელი მცენარეებიც არ მიაყოლოთ.


7.ჰაერის გამწმენდი

მოხარშეთ ნელ ცეცხლზე ლიმონი და თქვენთვის საყვარელი რომელიმე სუნელი ჩაუმატეთ. მიღებული ხსნარი გააციეთ, გაწურეთ და ჩაასხით პულვერიზატორში.

0
159
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0