x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში ჯანსუს გმირი, თურქული სერიალიდან "ნამსხვრევები" (+ფოტოები)
image

ლეილა თანლარი, ახალგაზრდა თურქი მსახიობია, რომელიც 1997 წელს სტამბულში დაიბადა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, მან სწავლა იტალიურ სასწავლებელში განაგრძო. ამჟამად იგი სამსახიობო ხელოვნებას ეუფლება.

ლეილას მსახიობობა იმ დროიდან იტაცებდა, როდესაც ჯერ კიდევ ბაღში დადიოდა. იგი მოხიბლული იყო თეატრით, ამიტომ ხშირად ღებულობდა მონაწილეობას სასკოლო დადგმებში. გოგონა მსახიობობაზე ოცნებობდა.

ოცნება მოგვიანებით აუხდა, როდესაც კასტინგი გამოცხადდა სერიალისთვის "ნამსხვრევები". ლეილამ ყველა შესარჩევი ეტაპი წარმატებით გაიარა და საბოლოოდ, ჯანსუს როლზე დაამტკიცეს.


სერიალი საოცრად მაღალრეიტინგული აღმოჩნდა. მან მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მაყურებლთა გული დაიპყრო. მასში, ჯანსუს გმირი რამდენიმე ელიტური რესტორნის მფლობელი, მდიდარი ბიზნესმენის გაზრდილია. გოგონა, თავისი არაჩვეულებრივი ხასიათით და კეთილშობილური ბუნებით, ნებისმიერი მშობლის საოცნებო შვილია. სწორედ ამიტომ, ჯანსუ დედ-მამის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს, თუმცა მათი ღვიძლი შვილი არაა.

ლეილას პერსონაჟმა, როგორც ეკრანზე, ისე მის მიღმაც პოზიტიურად განაწყო ყველა. ამაზე მეტყველებს ახალგაზრდა მსახიობის თაყვანისმცემელთა სიმრავლეც. მას ინსტაგრამზე 950, 000 - ზე მეტი, ხოლო ტვიტერზე 50, 000 - მდე გამომწერი ჰყავს.


image

image

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






0
10478
5-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
10478
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0