x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ ჩაეშალა გადაღება და რა გახდა მომხიბლავი მოდელის დეპორტაციის მიზეზი
image
თვალისმომჭრელი, მომხიბლავი სისხლის სამართლის დამნაშავე ჯერემი მიქსი დეპორტირებული იქნა დიდი ბრიტანეთიდან ჩაფრენიდან 8 საათში. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არც კი შეუშვეს. მას ბრიტანეთის დედაქალაქში მენეჯერის, ჯიმ ჯორდანის თქმით მთელი კვირა უნდა გაეტარებინა და ჟურნალის გარეკანისთვის ფოტოების მთელი სერია გადაეღო. ლონდონში ჩამოსვლისთანავე, ორშაბათსვე, დააკავეს, იმის მიუხედავად, რომ ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა.

ჯერემი უკან, ამერიკაში გააგზავნეს და ორშაბათ საღამოს ნიუ-იორკის აეროპორტში ჩაფრინდა. მისი ცოლი და მენეჯერი, რომლებიც ამ ვიზიტისას თან ახლდნენ ჯერაც ლონდონის სასტუმროში იმყოფებიან. თავისი ექსპორტის შესახებ მიქსი ძლიერ განაწყენდა და განაცხადა: "პირდაპირ გული მერევა ამის გამო. მე უარი მითხრეს. ლონდონს არ უნდა რომ აქ ვიმუშავო. ნამდვილი სისულელეა". image

ჯერემი მიქსის სახელმა პირველად 2014 წელს გაიჟღერა და ის პოლიციის ვებ-გვერდზე მოვხდა. 2015 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით 27 თვის ვადით პატიმრობა მიესაჯა. ბრალი კი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების უკანონოდ შენახვასა და ხალხმრავალ ადგილებში მათ გაუფრთხილებლად ტარებაში ედებოდა. ციხეში ეცადა რომ ყურადღების ცენტრში ყოფილიყო, თუმცა მანამდისაც თავისი საოცარი გარეგნობის წყალობით საყოველთაო მოწონებას იმსახურებდა.

ჯერემი ციხიდან 2016 წლის მარტში გათავისუფლდა. თავისი ფოტოები სოციალურ ქსელ instagram–ში განათავსა, მაგრამ აბრალებდნენ, რომ ცრუობდა და სინამდვილეში სულაც არ იყო ასეთი გარეგნობის. ჯერემის მეუღლე მელისა და სამი შვილი ჰყავს.image

ჩაფრენიდან რვა საათის მანძილზე ის გაჩხრიკეს, აუღეს ანაბეჭდები, ხოლო შემდეგ კი გამოუცხადეს, რომ არ შეუშვებდნენ ბრიტანეთში და ამერიკული ავიაკომპანიის American Airlines ის მეშვეობით გააბრუნეს უკან.

მისი მენეჯერის თქმით, ჯერემი ფოტოსურათისა და თითის ანაბეჭრების გამო დაბლოკეს, არა და ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან სულ სხვა, ახალი ცხოვრება დაიწყო. მის დებიუტსაც მოდის სამყაროში ყველა აღფრთოვანებით შეხვდა. სამწუხაროა, რომ ასეთი გაუგებრობა მოხდა. ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ მას უკან დააბრუნებენ (იგულისხმება ინგლისში). imageimageimageimageimageimageimageimage








ვინ არის მომხიბლავი სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელიც პოდიუმს იპყრობს


თავსატეხები, რომლებსაც მხოლოდ ერთეულები თუ უმკლავდებიან

28 წლის სიძე, 82-ის პატარძალი, არავითარი ანგარება. ეს სიყვარულია?

0
92
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0