x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ყველაზე უჩვეულო ყვავილები მსოფლიოში

1. თქვენ, შესაძლებელია, ნანახი გაქვთ შოკოლადის ორქიდეა ფალენოპსისი, მაგრამ არასოდეს გინახავთ და არ შეგიგრძნიათ შოკოლადის კოსმოსის (ლათ. Cosmos atrosanguineus) სურნელი! ამ ყვავილის სამშობლო მექსიკა არის და უკვე 100 წელზე მეტია, რაც ველურ ბუნებაში არ გამოჩენილა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ სახეობის ერთმა წარმომადგენელმა მაინც შეძლო გადარჩენა. 1902 წელს ის ხელოვნურად გაამრავლეს და გაავრცელეს.

შოკოლადის კოსმოსის ყვავილი მუქი ყავისფერია და მისი დიამეტრი, დაახლოებით, 3-4 სმ. არის. მცენარე საკუთარ სახელს ამართლებს და ყვავილობის დროს, ვანილის და კაკაოს გემრიელ სურნელს აფრქვევს.


image



2. Aconitum (ტილჭირი) delphinifolium–ი არის პატარა ზომის ყვავილი, რომელსაც 40 ტონიანი ვეშაპის მოკვლა შეუძლია. მისი გვირგვინის ფურცლები შხამს (ნეიროტოქსინი და კარდიოტოქსინი) შეიცავს, რომელიც მაშინვე თუ არ მოქმედებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაინც იძლევა შედეგს. ამის შესახებ იციან ვეშაპებზე მონადირეებმა და მცენარის ფურცლებს ქონში ურევენ და ნაზავს სანადირო შუბებს უსვამენ. ამ იარაღით დაჭრილი ცხოველი კვდება და რამდენიმე დღის შემდეგ, მისი გვამის ნაპირზე გამორიყვა ხდება.


image



3. არნოლდის რაფლეზია – ყველაზე დიდი ყვავილია დედამიწაზე. ის პარაზიტულ ცხოვრების წესს ეწევა და წელიწადში მხოლოდ ერთხელ ყვავდება. მისი გავრცელების არეალი მალაიზიის ტროპიკული ტყეები არის. მცენარეს ფესვები არ გააჩნია და ლიანების ფესვებზე და ღეროებზე «სახლდება».
რაფლეზია თავისი ცხოვრების უდიდეს ნაწილს ისე ატარებს, რომ მის შესახებ არავინ არაფერი იცის. როდესაც ყვავილობის პერიოდგი დგება, მიწიდან კოკორი ამოდის და ისე იშლება, როგორც უზარმაზარი მოწითალო-მოყავისფრო თასი. ყვავილის დიამეტრი შეიძლება 1 მ. კი იყოს, ხოლო წონა 7 კგ-ს აღწევდეს. ყვავილობის დროს, რაფლეზია დამპალი ხორცის სუნს გამოსცემს, რომელზეც ათასობით ბუზი მიფრინავს. ხდება ყვავილის დამტვერვა და ამის შემდეგ, ის დიდი ზომის გოგრას ემსგავსება, რომელშიც უამრავი თესლი (2-4 მლნ.) არის. მცენარის თესლი ფეხით გადაავქვთ ჯუნგლების დიდი ზომის ცხოველებს (სპილოს, მარტორქას).


image



4. დაუჯერებელია, მაგრამ XX ს-მდე ვარდისფერი ვარდი ბუნებაში არ არსებობდა. დიახ, ნამდვილად ასეა. ის, დაახლოებით, 1930 წელს გაჩნდა მუტაციის შედეგად. მანამდე ვარდს არა ჰქონდა გენი, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა ამ ფერზე.

რაც შეეხება ლურჯ ვარდს, ის მხოლოდ 2004 წელს მიიღეს გენური-ინჟინერიის გზით. ვარდის «Blue Moon (ლურკი მთვარე)» სახეობა პიგმენტ დელფინიდინს შეიცავს და გვირგვინის ფურცელი შეიძლება ცისფერი, ლურჯი ან იისფერი იყოს.


image


image

image

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


ცისფერი ყაყაჩო

მცენარეებით «ქსოვა» და სამარეში წაღებული საიდუმლო

საინტერესო ფაქტები ყვავილების შესახებ

მცენარე, რომლის ფუღუროშიც, ცხოვრება შეიძლება

2
1871
15-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1871
  
2017, 27 აპრილი, 11:35
გეთანხმები, კიდევ გვინდაააა)
2017, 27 აპრილი, 10:16
რა სილამაზეა...კიდევ ველოდი სხვებს, ცოტა იყო :(
0 1 2