x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ელფების სკოლა და მოკლე სასწავლო კურსი ტურისტებისთვის
image


ელფებზე ყველაფრის გაგება თუ გინდათ, ისლანდიაში უნდა გაემგზავროთ. სწორედ იქ არის, მსოფლიოში ერთადერთი, ელფების სკოლა – Álfaskólinn, რომელიც ქვეყნის დედაქალაქში, რეიკიავიკში მდებარეობს. ისევე, როგორც ყველა სკოლაში, იქაც აქვთ სახელმძღვანელოები, რომლებშიც ყველაფერია მოთხრობილი 13 სახეობის ელფის შესახებ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ელფები ირლანდიაში აღიარებულები არიან. თურმე, ამ ზღაპრულ არსებებს ბევრი თვითმხილველიც ჰყოლია და თუ ხსენებული სკოლის კურსდამთავრებული, შემთხვევით, ტყეში რომელიმე მათგანს შეხვდება, ეცოდინება რომელი სახეობის ელფთან აქვს საქმე.

image

image


სკოლაში ასევე შეიძლება იმის გაგება, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ფერიასთნ, ტროლებთან და ჯუჯებთან შეხვედრის შემთხვევაში. მაგრამ, ძირითადი საგანი – «ელფოლოგია» არის.
რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ტურისტებს აქ შეუძლიათ ექსკურსიის შეკვეთა, იმ ადგილების მოსანახულებლად, სადაც ელფები ბინადრობენ. ხოლო, ყველაზე ცნობისმოყვარე მოგზაურებს, 10 საათიან სასწავლო (5 გაკვეთილი, 2 სთ-ს ხანგრძლივობით) კურსს მოსმენაც შეუძლიათ, რომელშიც თეორიული სწავლების გარდა, ელფების სახლების მონახულებაც შედის.
კურსის დასრულების შემდეგ, გასცემენ დიპლომს, რომელიც ადასტურებს, რომ მის მფლობელს, საკმარისი ცოდნა გააჩნია ელფებთან ურთიერთობის შესახებ.

image

image


imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image


მსოფლიოს უცნაური სკოლები, რომელთა არსებობა ძნელი დასაჯერებელია

ჯაკარტას ცოცხალი თოჯინები

დანაკილის უდაბნო ანუ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში
25 ყველაზე უნიკალური დღესასწაული მსოფლიოში
საუკეთესო ტურისტული მიმართულებები. Top -25
მსოფლიოს განსაკუთრებულად გამორჩეული პლაჟები
მსოფლიოს 30 ულამაზესი ქალაქი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს
ევროპის ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ლამაზი ქალაქები. TOP – 10

2
76
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
76
  
2017, 27 აპრილი, 15:01
ეგ რომ გაიგო, კურსებზე უნდა ჩაეწერო :)
ისლანდია შენგენის ზონაში შედის და ვიზაც არ დაგჭირდება.
2017, 27 აპრილი, 13:17
ვა რა საინტერესოა... ნეტავ მარტლა არსებობენ?....
0 1 2