x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
წარმოდგენაც არ გაქვთ რას უშვრება Coca-Cola თქვენს კბილებს. ეს უნდა იცოდეთ!
გაზიანი სასმელები რაოდენ სასიამოვნოა თბილ ზაფხულში, ყველამ კარგად იცით, თუმცა ცოტა თქვენგანმა თუ იცის მათი ეფექტი ჯანმრთელობაზე რა გავლენას ახდენს. მხოლოდ ზაფხულში კი არა, ალბათ ბევრი თქვენგანი ყოველდღიურად მიირთმევს Coca-Cola-ს და დარწმუნებული ვარ არცერთხელ არ მოგსვლიათ აზრად შემადგენლობისთვის მიგექციათ ყურადღება. მოდით გადავხედოთ მათ შემადგენლობას და უკეთ ჩამოვყალიბდეთ იმაზე ცნობისთვის, თუ რას მივირთმევთ სინამდვილეში.


image


● ნებისმიერი გაზიანი სასმელი შეიცავს ნახშირორჟანგს, რომელიც რაღა თქმა უნდა მავნე არ არის, თუმცა მისი ხშირი მირთმევა იწვევს კბილის მინანქრის (ემალი) ჩაშლას, რის შედეგადაც კბილი ხდება ცივსა და ცხელის მიმართ უფრო მგრძნობიარე. გაზიანი სასმელები განსაკუთრებით საშიშია ბავშვის კბილებისთვის.



● ყველა სახის გაზიან სასმლეში და განსაკუთრებით Coca-Cola-ში დიდი რაოდენობითაა შაქარი და მისი შემცვლელი ნივთიერებები და ასევე მჟავა (ლიმონმჟავა), რომლებიც სასმელის მოტკბო-მომჟავო გემოს განაპირობებენ. ეს ნივთიერებები კი აქტიურად უწყობენ კარიესის წარმოქმნას ხელს.



image


შესაძლოა გაგიჩნდეთ კითხვა, შავ ჩაისა და შავ ყავასაც შეუძლია ემალის დაზიანება, თუმცა ეს ასე არ არის, ისინი ემალს უბრალოდ გარეგნულად უცვლიან შეფერილობას, მის სტრუქტურას კი ვერ აზიანებენ, რასაც ვერ ვიტყვით გაზიან სასმელებზე. კბილის ემალის სტრუქტურის აღდგენისთვის იდეალური სასმელია რძე და წყალი, რომლებიც საჭირო მინერალების გავლენით ხელს უწყობენ მინანქარს ფორმირებაში და ბუნებრივია, რომ კბილებს ჯანსაღი მდგომარეობა უნარჩუნდება.




როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ძალიან გვიყვარს გაზიანი სასმელები და მათზე უარს ვერ ვიტყვით?


მოინდომეთ და ეცადეთ ჩაანაცვლოთ ისინი რძით, წყლითა და ნატურალური, ხილის წვენებით. თუ ცდუნებას ჯერ კიდევ ვერ გაუძელით, ეცადეთ გაზიანი სასმელების მირთმევის შემდეგ პირის ღრუში გამოივლოთ წყალი, რომელიც კბილის მინანქრიდან მოგაცილებთ სასმელის მავნე ნარჩენებს.



აუცილებლად გამოიყენეთ ფტორის შემცველი კბილის პასტები, რომლებიც ამცირებს კარიესის წარმოქმნის პროცესს და აძლიერებს მინანქარს.


არ მიირთვათ გაზიანი სასმელები უზმოზე და ეცადეთ ისინი დალიოთ საწრუპი ჩხირის მეშვეობით.


და ბოლოს, არავითარ შემთხვევაში არ გაიხეხოთ კბილები მას შემდეგ, რაც გაზიან სასმელს მიირთმევთ, რადგან ამით ხელს შეუწყობთ ზიანის გამოწვევას. ჯაგრისის მეშვეობით კიდევ უფრო შეუწყობთ ხელს სასმელში შემავალ მავნე ნივთიერებებს ადვილად შეაღწიონ კბილის ემალში.image



P.S. ჯანმრთელობას გისურვებთ!




იხილეთ აგრეთვე:


ყველასათვის საყვარელი სასმელი Coca-Cola და მისი საიდუმლო.

კბილის პლომბი საჭირო აღარ იქნება- როგორ აღვიდგინოთ დაზიანებული კბილი ექიმის გარეშე?

კბილის პასტაში მომწამვლელ ნივთიერებებს ურევენ!

რამდენად სწორად არჩევთ კბილის პასტას? - სასწრაფოდ შეამოწმეთ

როგორ მოვუაროთ კბილებს სწორათ?

აი რითი უნდა დაიწყოთ ყოველი დილა- აუცილებლად გაითვალისწინეთ!


0
717
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
717
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0