x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მარკეტოლოგთა ხრიკები,ანუ როგორ ვიხდით ზედმეტ ფულს
ხშირად ხდება, მივდივართ კაფეში ან მაღაზიაში და წინასწარ ვიცით რაში დავხარჯავთ ფულს. უკან კი ვბრუნდებით სხვადასხვა პროდუქტით დატვირთულნი და ჩვენც ვერ აგვიხსნია ეს როგორ მოხდა.

წარმოგიდგენთ მარკეტინგის ხრიკებს, რომლებიც შეუმჩნევლად გვიბიძგებენ თანხის დახარჯვისკენ.


imageხშირია ფაქტები, როცა პროდუქტის რებრენდინგი ხდება და შეცვლილი სახით გვიბრუნდება უკან.

რათქმაუნდა, ჩვეულებრივი კექსი 21-ე საუკუნეში დიდი ვერაფერი ხილია, მაგრამ თუ გარეგნულად სრულყოფილს ვყოფთ და ქაფქეიქად გავყიდით, ეს უკვე სხვა საქმეა.



imageთუ მყიდველები პროდუქტს ფასის გამო არ ყიდულობენ, რაც მის რეალიზაციას აფერხებს, მარკეტოლოგები ხშირად მიმართავენ შემდეგ მეთოდს: ასორტიმენტში ამატებენ მსგავსს პროდუქტს, გაცილებით მაღალ ფასად. ახალი პროდუქტის გვერდით ძველი უკვე ხელმისაწვდომ ფასადაა და მისი გაყიდვები იმატებს.


imageმოუფიქრო საინტერესო ამბავი პროდუქტს-შესანიშნავი სვლაა. ბევრს ემახსოვრება 90-იანი წლების რეკლამა შოკოლადზე Milky Way, რომელიც რატომღაც რძეში ცურავდა. სწორედ ეს იქცა მის მომგებიან ფიშკად.


imageმერჩენდაიზერებმა იციან, რომ ერთი ბოთლის ამოსაღებად ბევრს დაეზარება პოლიეთილენის პარკის გახევა. ამასთან, ბევრს მოუვა თავში აზრად, რომ 1 ბოთლის ნაცვლად ბარემ შეკვრა გაიყოლოს სახლში.


imageწითელი ფასმაჩვენებელი-ყოველთვის დაკლებულ ფასთან ასოცირდება, მაგრამ ხშირად ეს უბრალო ხრიკია. ფასი არ იცვლება.


დიდი ურიკა-ქვეცნობიერად გვიბიძგებს, რომ გავავსოთ საჭირო თუ არასაჭირო პროდუქტით.


ორიენტაცია მარცხნიდან მარჯვნივ-ბევრ სუპერმარკეტში მოძრაობა საათის ისრის საწინააღმდეგოდ ხდება. ჩვენ გამუდმებით მარცხნივ ვუხვევთ და ჩვენი მზერა ხშირად ხვდება მარჯვნივ, სადაც ყველაზე ძვირადღირებულ პროდუქტს ალაგებენ.


პატარა ფილები იატაკზე-ასეთ ფილებზე ურიკის მოძრაობა ხმაურს იწვევს, რაც სიჩქარის შენელებისკენ გვიბიძგებს. ეს ფაქტი კი თავის მხრივ გვიბიძგებს უფრო და უფრო მეტი პროდუქტი შევათვალიეროთ და ვიყიდოთ კიდეც.


imageთქვენ გგონიათ შემთხვევით იღებენ 2 ცალ საღეჭ რეზინს რეკლამებში? ეს სპეციალურადაა მოფიქრებული, რათა ხალხმა იფიქროს, რომ 2-ეს ნორმაა. ასე პროდუქტი მალე თავდება და ხელახლა ვყიდულობთ.ასე რომ, ცნობილი ხუმრობა “რეკლამაში 2ცალია და ორს ავიღებ"-სულაც არაა ხუმრობა.ეს-რეკლამამ იმუშავა.

ზოგიერთ შამპუნს წარწერაც კი აქვს, რომ 2-ჯერ წაისვათ.


image1957წელს ფირმა Henckels-მა გამოუშვა კარტოფილის საწმენდი.ის იმდენად გამძლე იყო, რომ ერთხელ ყიდულობდნენ და მორჩა! მალე გაყიდვები ძალიან შემცირდა და სწორედ ამ დროს მოუვიდა ვიღაცას თავში აზრად, რომ საწმენდი კარტოფილისფრად შეეღებათ. შედეგი? დიასახლისები გამუდმებით ნაფცქვენს აყოლებდნენ საწმენდს, ნაგავში. გაყიდვებმა ისევ მოიმატა.


imageმწარმოებლები გამუდმებით ცდილობენ თავის პროდუქტს “წონა" შეჰმატონ. მაგალითად, აკეთებენ აღნიშვნას, რომ შეიცავს ეგზოტიკური ყვავილების ექსტრაქტს, თუნდაც ეს 1 წვეთი იყოს ტონაში. ან წარწერა, რომ რეკომენდაციას უწევენ პარიზელი სტილისტები.


imageხშირად, ქალებისთვის განკუთვნილი საგნები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე კაცებისთვის განკუთვნილი იგივე მოხმარების საგნები. ხშირად, რეალური სხვაობა მხოლოდ ფერია!

1
107
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
107
  
2017, 24 აპრილი, 9:41
იცით, რა გამახსენდა? ფილმი ,,ლონდრე,,... ,,გატყუებენ, გაბრიელ, არ დაუჯეროო, ვიცი, რომ მატყუებენო,, ..აი, ასე, ვიცით, მაგრამ რას ვაკეთებთ?))
0 1 1