x
image
მოზამბიკელი
გურამ შეროზია საჭმლის მომზადების მსურველებს საკუთარ სახლში ეპატიჟება!-”მოვამზადებთ კერძებს, გავიცნობთ, გავერთობით…”

ბლოგერი გურამ შეროზიამ კიდევ ერთი სასიამოვნო და სასარგებლო სოციალური კამპანია მოიფიქრა, რომელიც მის სახლში კერძების შესაბამისი ინგრედიენტებთან ერთად სტუმრობას გულისხმობს.

image

გურამმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა, პოსტს რა თქმა უნდა მოჰყვა დადებითი გამოხმურებები, აბა მასთან სტუმრობაზე უარს ვინ იტყვის!

“მეგობრებო!
გადავწყვიტე, რომ უცხო ხალხის გაცნობა-გართობის აქტივობები შევუთავსო რაღაც სასარგებლოს...
ჰოდა, ყოველი თვის პირველ კვირადღეს, დავუთმობთ შემდეგ აქტივობას: ჩემს სახლში შევიკრიბებით 15-მდე მსურველი, რომლებიც მოვიტანთ ინგრედიენტებს, მოვამზადებთ კერძებს, გავიცნობთ, გავერთობით, ოჯახურ საქმეებშიც გამოვიბრძმედებიათ...
და მერე, ამ მზა საკვებს ჩვენივე ხელით მივიტანთ რომელიმე ბავშვთა სახლში, ან მოხუცთა თავშესაფრებში, ქუჩებში, ა.შ. თან ჩვენც კარგად გავატარებთ დროს და რაც მთავარია - შევიტანთ პოზიტივს სხვების ცხოვრებაში
ამ ყველაფრის ფოტო მასალასაც დავდებ ფეიჯზე და სხვებსაც გავუზრდით მოტივაციას, ასევე ვაჩვენებთ, რომ კარგი საქმეების კეთება არც ისე რთულია, მთავარია მონდომება.
რჩევები იდეის დახვეწაზე მიიღება ულიმიტოდ და არ მოგერიდოთ”-წერს შეროზია.

image

0
93
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0