x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133844
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში ეფსუნის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)
imageთურქი მსახიობი, ჯერენ მორაი, 1985 წლის 5 ივნისს, ქალაქ სტამბოლში დაიბადა. იგი საშუალო ფენის ოჯახიდანაა. ჯერენი ამბობს, რომ კარიერაში წარმატებას მშობლებს უნდა უმადლოდეს, რადგან დედის და მამის მხარდაჭერა ყველაზე ძლიერი სტიმული აღმოჩნდა მისი მოტივაციის ასამაღლებლად. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი სამსახიობოს განხრით დაამთავრა, ჯერენის გეგმები მსახიობობასთან დაკავშირებით, შორს მიმავალი ნამდვილად არ იყო. თუმცა, რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა - ახალგაზრდა მსახიობმა, კარიერის განვითარების პროცესში, საკუთარი თავი იპოვა და იგრძნო, რომ არჩეული პროფესია მისი მთავარი მოწოდება იყო.

ჯერენ მორაი, განსაკუთრებით პოპულარული გახდა თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება". სერიალში, ეფსუნის გმირი ამბიციური გოგონაა, რომელიც მუდამ პრობლემებს ქმნის და გარშემომყოფებს მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. ჯერენს, რა თქმა უნდა, არ მოსწონს მისი გმირი და თვლის, რომ რეალურ ცხოვრებაში აბსოლიტურად განსხვავებულია - მის პიროვნებას, არანაირი საერთო არ აქვს ეფსუნის პერსონაჟთან. სერიალი საოცარი პოპულარულობით სარგებლობს და გადამეტებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამაში ეფსუნის გმირის დამსახურება ძალზე დიდია. სწორედ ამიტომ, ჯერენმა უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა, ჰყავს ათასობით მეგობარი და გამომწერი სოციალურ ქსელში.


image

image


imageimageimageimageimage

image


image

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
























2
23544
7-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
23544
  
0 1 2