x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ინსულტის პირველი ნიშნები ქალებში, ეს უნდა იცოდეთ!
ყველამ კარგად ვიცით, როგორი საშიში დაავადებაა ინსულტი და რა შედეგების მოტანა შეუძლია. იმის ცოდნა თუ როგორ ამოვიცნოთ ინსულტის ნიშნები დაგვეხმარება არა მარტო იმაში, რომ შევინარჩუნოთ სიცოცხლე, არამედ თავიდან ავიცილოთ მოსალოდნე- ლი ინვალიდობა.თუ სამედიცინო დახმარება მოხდება ინსულტის ნიშნებიდან აღმოჩენი-

დან 3-5 საათის ფარგლებში, მაშინ ნეგატიური შედეგები მინიმალური იქნება.


image


ინსულტი - ეს არის თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის უეცარი დარღვევა. ინსულტი შეიძლება გამოიწვიოს სპაზმმა, სისხლძარღვის ბლოკირებამ ან თავის ტვინში სისხლძარ-


ღვის ცერებლარულმა რღვევამ. ადრე ეს დაავადება ემუქრებოდათ 60 წლის ზემოთ მყოფ ადამიანებს, ახლა კი საგრძნობლად გაახალგაზრდავდა.


ინსულტის ნიშნები:


მომატებული სისხლის წნევა-თუ თქვენ მიდრეკილება გაქვთ ჰიპერტონიის, ეს უკვე სერიოზული მიზეზია, რომ თქვენ იყოთ ფრთხილად!


image


სხეულის მარჯვენა და მარცხენა მხარის დაბუჟება-ეს შეიძლება მოხდეს, როგორც ხელე-

ბში, ასევე ფეხებშიც. მგრძნობელობის დაკარგვა, ცხვლეტის შეგრძნება, სხეულის ტემპე-

რატურის დავარდნა - უტყუარი ნიშნებია.


image


ძლიერი თავის ტკივილი - ეს ყველა ჩვენგანს გამოუცდია, უმიზეზო ტკივილი შუბლის, კეფის ან საფეთქლების არეში, შეიძლება ინსულტის განვითარებაზე მიგვანიშნებდეს.


image


მხედველობის და სმენის დაქვეითება- ბუნდოვანი სურათი თვალებში, სმენადობის დახ-

შობა, უუნარობა ფოკუსირება მოვახდინოთ ობიექტზე, თუ ასეთ სიმპტომებს შენიშნავთ სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.


image


მეტყველების დარღვევა-თქვენ შეიძლება ლაპარაკობდეთ არათანმიმდევრულად და ეს ვერ შეამჩნიონ, ხოლო თუ ეცდებით დაწეროთ რაიმე ტექსტი, ინსულტის შემთხვევაში ტექსტი იქნება უაზრო.


image


კოორდინაციის დაკარგვა-ცვალებადი და არეული ნაბიჯები, უუნარობა გადაბიჯოთ პატარა წინაღობაზე, სერიოზული მიზეზია განგაშის ასატეხად!


image


თუ კიდევ ეჭვი გეპარებათ, რომ ნიშნები უმნიშვნელოა, მაშინ ჩაატარეთ სწრაფი ტესტი.

1.გაიღიმეთ, ინსულტის შემთხვევაში ნახევარი სახით შეძლებთ ამის გაკეთებას, ხოლო ნახევარი უმოქმედო გახდება.

2.ხელები ასწიეთ მაღლა, კუნთების სისუსტის გამო ვერ შეძლებთ ამის გაკეთებას.

3.გამოყავით ენა, ინსულტის შემთხვევაში ის იქნება ასიმეტრიული.


თუ აღმოაჩენთ ამ ნიშნებს, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება! გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ახლობლებს.



0
16563
8-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
16563
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0