x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
როგორც "Новая газета" იტყობინება ჩეჩნეთში დააკავეს ასზე მეტი განსხვავებული ორიენტაციის მამაკაცი, არის მსხვერპლიც

image ბოლო კვირეების მანძილზე ჩეჩნეთში დააკავეს ასზე მეტი მამაკაცი, რომლებზეც ძალოვნებმა ეჭვი მიიტანეს, როგორც განსხვავებული ორიენტაციის პირებზე. როგორც "Новая газета" იუწყება ინფორმაცია დაადასტურა ჩეჩნეთის შინაგამ საქმეთა სამინისტრომ ასევე უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, პროკურატურამ და რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ადმინისტრაციამ. როგორც გამომცემლობა იუწყება ჩეჩნეთის კანონმდებლობის და ჩეჩნეთის მოსახლეობის ცხოვრების სტილიდან გამომდინარე დაკავებულებს, რომლებსაც დაუმტკიცდებათ განსხვავებული ორიენტაცია, გადარჩენის ძალზე მცირე შანსი აქვთ, რადგან აღნიშნულ პირებს არცერთი ჩეჩენი ადვოკატი არ დაიცავს და არცერთი მათი ნათესავი ხელს არ გაატოკებს მათ დასაცავად.
დაკავებულებს შორის ჩეჩნეთის მუფტის ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენელია, ასევე ცნობილი და გავლენიანი რელიგიური მოღვაწეები, აგრეთვე დაკავებულია ორი ცნობილი ტელეწამყვანი–იუწყება "Новая газета".
აღნიშნული პირების დაკავება მოჰყვა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში განსხვავებული ორიენტაციის თემის გააქტიურებას, რამაც აგრესია გამოიწვია მათ მიმართ, საბოლოო ჯამში საქმეში ჩაერთო ძალოვანი უწყებები.
ამჟამად ადამიანის უფლებათა დამცველები ამზადებენ საჩივარს ჩეჩნეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ადამიანების უფლებების შეზღუდვის და პირადი ღირსების შელახვის გამო.
აღნიშნული პირები აპირებენ აგრეთვე საჩივრით მიმართონ რუსეთის გენერალურ პროკურორს და რუსეთის პრეზიდენტს.


0
271
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0