x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
როგორ შევარჩიოთ სწორად ჯინსის ზომა
ალბათ ყოფილხართ სიტუაციაში, როცა ჯინსის ყიდვას აპირებთ და არც დრო გაქვთ და არც სურვილი, რომ რამდენიმე შარვალი გაისინჯოთ, სანამ თქვენს ზომას იპოვიდეთ.

ეს რჩევები სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა, მათი დახმარებით იოლად განსაზღვრავთ ღირს თუ არა შარვლის მოზომება.


1. კისერზე გასინჯვა

აიღეთ ჯინსი წელის ხაზით და კისრის მიმართულებით მოიხვიეთ. ბოლოები ერთმანეთს უნდა დაემთხვას, არც მეტი უნდა იყოს და არც ნაკლები. მხოლოდ გაითვალისწინეთ, თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ ეს მეთოდი არ გამოგადგებათ.


image


2.ხელით გასინჯვა

შეკარით შარვალი, ხელი იდაყვში მოხარეთ, მუშტი შეკარით და შარვალი “ჩააცვით". თუ ამგვარად მოხრილი ხელი შარვლის წელში კარგად “ზის", ე.ი. თქვენი ზომაა.

image

3.წელზე გასინჯვა

შეკარით ჯინსი და მიიდეთ წელზე, ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. თუ შარვლის სათავის სიგრძე ჭიპიდან ხერხემალამდეა, მაშინ თქვენი ზომაა.

image

0
210
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0