x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყველაზე ბრიყვული და უჩვეულო სიკვდილის შემთხვევები
ინტერნეტში რეგულარულად ქვეყნდება უჩვეულო, ბრიყვული თუ სულელური სიკვდილის შემთხვევები.გთავაზობთ მსგავსი შემთხვევების ახალ ულუფას.



1)ყელზე ოპერაციის შემდეგ ამერიკელ მამაკაცს კატეგორიულად აუკრძალეს ალკოჰოლის მიღება.ითმინა, ითმინა კაცმა და ბოლოს ასეთ "გენიალურ" გადაწყვეტილებამდე მივიდა. ღვინის მიღება სწორნაწლავიდან ოყნის საშაულებით დაიწყო.თუმცა ის არ იცოდა, რომ კუჭის, თირკმელების და რა თქმა უნდა ღვიძლის გავლის გარეშე პირდაპირ ალკოჰოლის მიღება ბევრად უფრო საშიში და მომწამვლელია.მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.



image


2)28 წლის ჯენიფერ სტრეიჯი კალიფორნიიდან ღარიბულად ცხოვრობდა. იმისთვის, რომ შვილებისთვის ოცნება აესრულებინა და მისადგმელი "Nintendo" ეჩუქებინა ადგილობრივი რადიოსადგურის კონკურსში მიიღო მონაწილეობა.კონკურსის პირობები საკმაოდ უცნაური იყო:კონკურსის მონაწილეებს რაც შეიძლება ბევრი წყალი უნდა დაელიათ და შემდეგ ტუალეტში გასვლა უნდა მოეთმინათ.Nintendo გადაეცემეოდა იმას, ვინც ყველაზე დიდხანს შეიკავებდა თავს.ჯეიფერმა გაიმარჯვა და ნანატრი პრიზიც მიიღო, თუმცა შემდეგ ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც გარდაიცვალა ორგანიზმის ინტოქსიკაციის გამო.



image



3)ტარაკანების და ჭიაყელების ჭამაში გამარჯვებული 32 წლის ედუარდ არჩბოლდმა
რამდენიმე საათში თავი ცუდად იგრძნო და ზოომაღაზიაში გარდაიცვალა.კონკურსი
ქალაქ დირფილდ ბიჩში გაიმართა-შტატი ფლორიდა 2012 წელს.


არაორდინალური და უნიკალურ"შეჯიბრში" მონაწილეობაზე გამარჯვებულ კონკურსანტს პრიზად მახრჩობელა პითონი უნდა მიეღო.


image


4)2010 წლის აგვისტოში კონგოში ავიაკატასტროფის და 20 ადამიანის დაღუპვის მიზეზი ნიანგი გახდა. ერთ-ერთ მგზავრს თვითმფრინავით ჩანთაში დამალული ნიანგი გადაჰყავდა. თვითმფრინავის დაშვებისას ცხოველი ჩანთიდან გამოძვრა, რასაც
სალონში პანიკა მოჰყვა.ყველა მგზავრი პილოტის კაბინისკენ გაიქცა, პატარა თვითმფრინავმა ვეღარ გაუძლო გადატვირთვას და ცხვირით მიწისკენ გაქანდა.

ავიაკატასტროფას მხოლოდ ერთი მგზავრი და თავად ნიანგი გადაურჩა.
მოგვიანებით ცხოველი მაშველებმა ლაინერის ნამსხვრევებთან ახლოს იპოვეს და მოკლეს.

image



5) წყალში დახრჩობით სიკვდილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, მათ შორის არა მარტო ზღვაზე ან მდინარეში, არამედ აუზშიც, თუმცა ჯერომ მუდის სიკვდილი განსაკუთრებით ირონიული გამოდგა.


მაშველებმა ერთ-ერთის სახლში აღნიშნეს პლაჟის სეზონის დახურვა პირველად მრავალი წლის შემდეგ, რომელიც მსხვერპლის გარეშე დასრულდა.მაშველებმა მუდი და კიდევ რამდენიმე ახლობელი სტუმარიც მიიწვიეს.


სტუმართაგან ვერავინ შენიშნა როდის შევიდა მუდი აუზში, მისი გვამი მხოლოდ მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც აუზი დაცალეს.


image


6) საშინელი სიკვდილი ხვდა წილად 69 წლის ამერიკელ ფერმერ ტერი ვანს გარნერს.ერთხელ საღამოს ღორების გამოსაკვებად გაემართა, თუმცა სახლში აღარ დაბრუნდა.


მარტოხელა კაცის გაუჩინარება მოგვიანებით დააფიქსირეს მეზობლებმა და მისი ძებნა დაიწყეს.შემდეგ როგორც გამოძიებამ დაადგინა საღორეში შესულ კაცს ფეხი დაუცდა და დაეცა, მშირემა ღორებმა ფერმერს ზედ გადაურეს და შემდეგ თითქმის მთლიანად შეჭამეს.ადგილზე გამოძიებას მხოლოდ რამდენიმე ძვალი და პროტეზი დახვდათ.


image



7)მალტელი 41 წლის პოლ გოცი დიდხანს ინახავდა სახლში გერმანულ კასტეტურ ბომბს რომანტიული სახელწოდებით "პეპელა", ძნელი სათქმელია რად უნდოდა პოლს ეს ბომბი, მაგრამ როდესაც სახლში რაიმეს ჩხირკედელაობდა, სახლში დაგდებული "ხარახურიდან" ნებისმიერი რკინის ნივთი უწევდა ჩაქუჩის მაგივრობას..ჰოდა ერთხელაც ეს რკინის ნივთი გერმანული "პეპელა" გამოდგა.ლურსმნის მიჭედების დროს გოცს ბომბი ადგილზე აუფეთქდა.


image




იხილე აგრეთვე:ყველაზე ბრიყვული სიკვდილის შემთხვევები

0
100
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0