x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508480
30 საინტერესო ფაქტი ცნობილ ადამიანებზე, ქვეყნებზე, ცხოველებზე, საგნებზე, ფობიებზე...


image


1. ყინულის ნაწილი, რომლითაც მარსის პოლუსები არის დაფარული, შეგვიძლია მტკნარი წყლის წყაროდ გამოვიყენოთ.

2. ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა, Google-თან ერთად დათვალეს, რომ ინგლისურ ენაში 1 022 000 სიტყვა არის.

3. 2011 წელს იაპონიაში უფროსებისთვის უფრო მეტი საფენი გაიყიდა, ვიდრე ახალშობილებისთვის და დღესაც ძალიან დიდია მოთხოვნილება ამ სახის საქონელზე. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ქვეყანაში ბევრ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. საქმე იმაშია, რომ იაპონელები ე. წ. პამპერსებს სამუშაოზე იცვამენ, რომ სამუშაო ადგილის დატოვება არ მოუხდეთ, თუნდაც რამდენიმე წუთითაც (მაგ., კონვეირთან მუშაობისა და როგორც ამბობენ, ეს საფენები პოპულარულია უძრავი ქონების აგენტებს შორისაც).
4. «ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარს» გაგრძელება აქვს. მასში, მთავარი გმირი ფსიქიატრიულ კლინიკაში ხვდება, რადგან მისი ისტორიის არავის სჯერა.
5. მკერდის გასადიდებელი ინპლანტანტები პირველად ძაღლებზე გამოსცადეს.

6. ციყვებს კრუტუნი შეუძლიათ.
7. როდესაც ჯოდი ფოსტერი პატარა იყო და მის კარიერაში პირველ ფილმში («ნაპოლეონი და სამანტა», 1972 წ.) იღებდნენ, თავს ლომი დაესხა და იარები მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩა.

image

image
8. ნორვეგიაში არის ქალაქი, რომლის სახელი «Å» არის.
9. ისლის მგალობელს (ლათ. Acrocephalus schoenobaenus, ბეღურასებრთა ოჯახი) 4 ათას კმ-ზე დასვენების გარეშე ფრენა შეუძლია და თუ აფრენის მომენტში მისი წონა 23 გრამია, ფრენის დასრულებისას – მხოლოს 9 გრამს იწონის.
10. ქ. ჩენდუში (ჩინეთი) არის საბავშვო ბაღი პანდებისთვის, რომელშიც რამდენიმე ათეული პანდა ცხოვრობს. პატარა პანდები ბაღში ისევე იქცევიან, როგორც ბავშვები: თამაშობენ, საქანელებზე ქანაობენ, ერთმანეთს ეჩხუბებიან და «გორკებზე» სრიალებენ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთში პანდის მოკვლა – სიკვდილით ისჯება.
11. აკროტომოფილია – დაავადება არის, რომლის დროსაც, პაციენტს კიდურების მოკვეთის ძლიერი სურვილი უჩნდება. ვინმე ალექს მენსაერთმა, უბედური შემთხვევის გამო, ფეხი დაკარგა. მას ეს მოეწონა და საკუთარი ნებით რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა, ჯანმრთელი კიდურების ამპუტირებისთვის. ამჟამად, მას მხოლოდ მარცხენა ხელი აქვს და ძალიან ბედნიერად ცხოვრობს.
12. ერთხელ ჯიმი კარტერს, აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს (1977—1981), ბირთვული თავდასხმის კოდი პიჯაკის ჯიბეში დარჩა, რომელიც ქმწმენდაში გაგზავნეს.
13. თუ არწივი ერთი ფრთიდან ბუმბულს დაკარგავს, ზუსტად ისეთივე ბუმბულს იძრობს მეორე ფრთიდან, ზუსტი ბალანსის დასაცავად.
14. რვაფეხას ხმელეთზე სიარული შეუძლია და ეს კარგადაც გამოსდის:

image


15. სან-მარინოს (მოსახლეობა 32 576) ციხეში მხოლოდ 6 საკანი არის. პატიმარს შეუძლია ეწვიოს ციხეში არსებულ ბიბლიოთეკას, სავარჯიშო დარბაზს და ტელევიზორს უყუროს. მცირერიცხოვანი პერსონალის და ხშირ შემთხვევაში, პატიმრების არ არსებობის გამო, ციხეში სასადილო არ ფუნქციონირებს. ამიტომ, პატიმარი რესტორანში დაჰყავთ.
16. ერთხელ ჯორჯ ლუკასმ სახლისთვის კარადები შეუკვეთა. ვიდრე ხელოსანი თავისი საქმით იყო დაკავებული, რეჟისორი მას აკვირდებოდა და ბოლოს, ის ფილმში «ამერიკული გრაფიტი» (1973) მიიწვია. ასე დაიწყო ჰარისონ ფორდის კინოკარიერა.
17. ელვის ტემპერატურა მზის ზედაპირის ტემპერატურაზე (6 000 °C) 5-ჯერ უფრო მეტია.
18. ქვანახშირის ელექტროსადგური, ერთი და იგივე რაოდენობის ელექტროენერგიის წარმოების დროს, 100-ჯერ მეტ რადიოაქტიურ ნივთიერებას აფრქვევს ჰაერში, ვიდრე ატომური.
19. საწერი კალმის სახურავებს ნახვრეტი იმიტომ აქვს, რომ თუ ადამიანს შემთხვევით გადაეყლაპა, არ გაიგუდოს.
20. ტეხასის ერთ რესტორანში კლიენტებს უფასოდ სთავაზობენ სტეიკს. ხრიკი იმაში მდგომარეობს, რომ უფასოდ სადილობა მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც მიტანილ ულუფას მთლიანად შეჭამს, ის კი ძალიან დიდია – 2 კგ-ზე მეტი.
21. ყველაზე ხანდაზმული ადამიანი დედამიწაზე, რომლის ასაკი ოფიციალურად დადასტურებულია, 122 წლის ფრანგი ჟანა-ლუიზა კალმენტი (1875 — 1997 წწ.) იყო. ის თავის დღეგრძელობას უკავშირებდა დიეტას, რომელშიც ზეითუნის ზეთი, პორტვეინი და კვირაში, 1 კგ. შოკოლადი შედიოდა.


image
22. საუდის არაბეთში ქალებს მანქანის მართვის უფლება არა აქვთ, მაგრამ მათ შეუძლით თვითმფრინავი მართონ.
23. «პაუზის» ღილაკი დისტანციური მართვის პულტზე, ნოტების ჩანაწერის მიხედვით გაჩნდა, სადაც მას «ცეზურა» ჰქვია და «ტაეპის რიტმულ-ინტონაციური პროცესის გამყოფი ბუნებრივი შესვენება; ტაეპის სტრუქტურული ელემენტი (ვიკიპედია)» არის.
24. ამჟამად ამერიკაში 19 მლნ-მდე სახლი არის ცარიელი (1, 9 მლნ. იყიდება, 4, 4 მლნ. ქირავდება, 4, 6 მლნ. სეზონური საცხოვრებელია, გარდა ამისა, არის ჩამორთმეული და მიტოვებული სახლებიც). ეს სახლები უსახლკარო ამერიკელებისთვის რომ დაერიგებინათ, თითოეულს 6 სახლი შეხვდებოდა.
25. თამბაქოს კვამლში რადიოაქტიური იზოტოპი პოლონიუმ-210 აღმოაჩინეს.
26. სამხ-აღმ. აზიის ტყეებში ხის გველები (ლათ. Chrysopelea) ბინადრობენ, რომლებსაც ფრენა შეუძლიათ. ფრენის მომენტში, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ჰაერში ცურავენ. ხოლო გადაადგილების სიჩქარე – 8 მ/წმ. არის. ფრენის ტექნიკა მათ, საჭიროების შემთხვევაში (მაგ. მსხვერპლს რომ დაესხნენ თავს), ჰაერში მიმართულების შეცვლის საშუალებას აძლევს.
27. გზაზე ყველაზე მასშტაბური საცობი ჩინეთში დაფიქსირდა. მისი სიგრძე 100 კმ. იყო და საგზაო პატრული 10 დღე-ლამე მუშაობდა მოძრაობის აღდგენაზე.

28. დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება კვდება. მაგრამ, არსებობს მედუზა (ლათ. Turritopsis nutricula) რომელიც მარადიული სიცოცხლისთვის არის განწირული და ის საკუთარი სიკვდილით არასდროს კვდება!
ეს ერთადერთი უკვდავი არსებაა დედამიწაზე.
29. გასული საუკუნის 40-იან წლებში, ისრაელის პრემიერმა დავიდ ბენ-გურიონმა ალბერტ აინშტაინს ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი შესთავაზა. მაგრამ, მეცნიერმა თანამდებობის დაკავებაზე უარი თქვა.

30. ქრონოფობია (ძვ. ბერძ. χρονος — «დრო» და φόβος — «შიში») – არის დროის სვლი შიში. პირველად ეს დაავადება ციხის იმ პატიმრებში აღმოაჩინეს, რომლებსაც თავისუფლების აღკვეთა ხანგრძლივი დროით ჰქონდათ მისჯილი. მათ ეშინოდათ, რომ ამ სასჯელს ვერ გაუძლებდნენ და ციხიდან ვერასოდეს გავიდოდნენ. ამიტომ, ისინი ყველაფრისადმი ინტერესს კარგავდნენ და ცხოვრების ავტომატურ რეჟიმზე გადადიოდნენ. ისინი მომავალზე აღარ ფიქრობდნენ და არც ის ადარდებდათ, თუ რა ხდებოდა მათ ირგვლივ. ამიტომ, ამ სინდრომს, ხშირად, «ციხის ნევროზსაც» უწოდებენ.

ქრონოფობია თავისუფალ ადამიანსაც შეიძლება დაემართოს, იმ შემთხვევაში, თუ მისთვის სასურველ რამეს ძალიან დიდი ხნის მანძილზე უნდა ელოდოს.

imageimage

0
243
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0