x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ნომინაციაზე, «ყველაზე ჭკვიანი ცხოველი დედამიწაზე», წარდგენილები არიან... თუთიყუშის მეტყველება

გონიერება — ადამიანის პრეროგატივაა. ამ აზრს ყველა ეთანხმება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს უმცროს მეგობრებს, გონიერება თუ არა, შეცნობის უნარი მაინც გააჩნიათ. ჩვენ მიდრეკილები ვართ შინაური ცხოველების «გაადამიანებისკენ» — კატებს, ძაღლებს, ცხენებს... ისე ვესაუბრებით, როგორც ადამიანებს და ვგრძნობთ, რომ მათაც გააჩნიათ ემოციები, ვხვდებით, რომ ესმით ჩვენი სიტყვები. მათ ისეთ თვისებებს ვანიჭებთ, როგორიცაა მოხერხებულობა, ეშმაკობა, თანაგრძნობა... მაგრამ, რას ამბობს ამასთან დაკავშირებით მეცნიერება?


image
ის რომ ინტელექტი ცხოველებსაც გააჩნიათ, ამაზე არავი დაობს. მაგრამ, გონებრივი განვითარების დონე, სხვადასხვა სახეობებში განსხვავებულია. ზოგს ინტელექტის მაღელი დონე აქვს, სხვებს – შედარებით დაბალი. ხანგრძლივი კვლევის და დაკვირვების შემდეგ, მეცნიერებმა ყველაზე ჭკვიანი 12 (დედამიწაზე ძუძუმწოვრების 5450-მდე სახეობას ითვლიან) ცხოველი გამოავლინეს:



1. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ დელფინის გონებრივი შესაცლებლობები, ადამიანის გონებრივი შესაძლებლობებისგან, დიდად არ განსხვავდება.


image

2. ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობრად ტყუილად არ ითვლება. ის მაშინვე ხვდება პატრონის ხასიათის უმნიშვნელო ცვლილებასაც კი, მის სურვილს და მოთხოვნილებას. ამის მიზეზი კი, მხოლოდ ინტელექტუალური შესაძლებლობები კი არა, მაღალი ემოციური დონეც არის.


image

3. კატა – ყველაზე ჭკვიან ცხოველებს შორის, განსაკუთრებული ადგილის დაკავების კიდევ ერთი პრეტენდენტია. კატა, ადამიანთან ისე ახლო ურთიერთობაში არ არის, როგორც ძაღლი. მაგრამ, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას დამოუკიდებელი ხასიათი აქვს და ქცევის წესსაც თავად ირჩევს.


image

4. შიმპანზეს შრომის იარაღების აზრიანად გამოყენება და იერარქიულ კოლექტივში ცხოვრება შეუძლია. ბევრი თვლის, რომ ცხოველებს შორის, ყველაზე ჭკვიანი სწორედ ის არის.


image

5. ზღვის ლომი ლოგიკური აზროვნებით გამოირჩევა. მას შეუძლია იმის გაცნობიერება, რომ მაგ., თუ A = B და B = C, მაშინ «A» და «C» ერთმანეთის ტოლია.


image

6. კარგად არის ცნობილი სპილოს ნიჭიერების შესახებ. ის უბადლო მეხსიერებით გამოირჩევა და გავლილ მარშუტს, უმცირესი წვრილმანების ჩათვლით, იმახსოვრებს. ემოციურ დონეზე, შეუძლია თანაგრძნობის გამოხატვა, როგორც სპილოების, ისე ადამიანებისადმი.


image

7. ვირთხებისადმი ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, იმის უფლება არა გვაქვს, რომ არ ვაღიაროთ ამ ცხოველის ინტელექტუალური შესაძლებლობები. ვირთხას ძალიან კარგი მეხსიერება და გარემოს ცვლილებისადმი შემგუებლობის უნარი გააჩნია.


image



8. ენოტი მხოლოდ სიმპათიური კი არა, ძალიან მოხერხებული და საზრიანია. მას თათებით გამოყენება ისევე შეუძლია, როგორც ჩვენ თითებს ვიყენებთ.


image



9. განსაკუთრებული სიმარჯვით და მოხერხებულობით გამოირჩევა ციყვი. ის სწრაფად აფასებს სიტუაციას და გადაწყვეტილებას ისე იღებს. გარდა ამისა, ადვილად შინაურდება და ჩვევებსაც მალე იცვლის.


image



10. საკმაოდ ჭკვიანია პატარა და სწრაფი ბურუნდუკი. თუმცა, მათი ინტელექტი მთლიანად საკვების მარაგის შექმნისკენ არის მიმართული.



image



11. «ყველაზე ჭკვიანის» პრეტენდენტთა სიაში არის თხაც. მას კარგი მეხსიერება და ადგილზე ორიენტირების საუკეთესო უნარი გააჩნია, ემორჩილება პატრონს და ასრულებს მის ბრძანებებს.


image



12. და ბოლოს, – პავიანი. ეს ცხოველი ინტელექტუალური განვითარების დონით, ძალიან ახლოს დგას შიმპანზესთან. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, მაიმუნების ამ სახეობას სტრესთან გამკლავების უნარიც გააჩნია.


image



რა თქმა უნდა, აქ წარმოდგენილი ჭკვიანი ცხოველების სია სრული არ არის. ყველა არსება, ბუნების მიერ, გარკვეული ინტელექტით არის დაჯილდოებული! ხოლო ჩვენ, – ყველაზე მეტად და ეს მხოლოდ ჯილდო კი არა, პასუხისმგებლობაც არის, ჩვენზე ნაკლებად გონიერი არსებების მიმართ. ჩვენ გვევალება მათი მოვლა, დაცვა და გაფრთხილება.


2012 წელს ცნობილმა ამერიკელმა ნეიროფიზიოლოგებმა — დევიდ ედელმანმა, ფილიპ ლოუმ და კრისტოფ კოხმა, კემბრიჯის უნივერსიტეტში ჩატარებული კონფერენციის შედეგზე დაყრდნობით, შემაჯამებელი დეკლარაცია გამოაქვეყნეს, სათაურით – «ადამიანის და ცხოველების გონიერება» (Consciousness in Human and non-Human Animals). რომელიც, შემდეგ, კემბრიჯის დეკლარაციის სახელით გახდა ცნობილი.

ხსენებულ დოკუმენტში, ნეიროფიზიოლოგიაში ჩატარებული უახლესი კვლებია განზოგადოებული და ერთ-ერთი ცენტრალური მომენტი მასში განცხადებაა იმის შესახებ, რომ ემოციის და განცდების ნერვული სუბსტრატები მხოლოდ ნეოკორტექსში (თავის ტვინის ქექის ნაწილი, რომელიც ფრინველებს არ გააჩნიათ, ხოლო ძუძუმწოვრებს სხვადასხვა დონეზე აქვთ განვითარებული, სახეობების მიხედვით. რედ.) არ მდებარეობს. მაგ., მეცნიერებმა აღმოაჩნეს, რომ ემოციურ და შემეცნებით დონეზე, ფრინველები და ძუძუმწოვრები უფრო მეტად ჰგვანან ერთმანეთს, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი.

imageკემბრიჯის დეკლარაცია მსოფლიოში ისე მიიღეს, როგორც მანიფესტი, როგორც ადამიანის ცხოველებისადმი დამოკიდებულების გადახედვის მოწოდება, მათ შორის იმ ცხოველებისადმი, რომლებსაც საკვებში მოიხმარენ ან ლაბორატორიული კვლევებში იყენებენ. მეორეს მხრივ, ყველა მონაცემი, რომელსაც დეკლარაციის ავტორები ეყრდნობიან, იმის მტკიცების საფუძველს იძლევა, რომ ადამიანის გონიერების ხან ერთი, ხან მეორე ელემენტი, სხვადასხვა ცხოველშია გაფანტული. მაგ., ჩრდ. ამერიკულ მაკნატუნას (ლათ. Nucifraga columbiana, ყვავი), თითქმის ნახევარი წლის მანძილზე, ახსოვს თავისი საკვების სამალავების ადგილი. ასეთი სამალავი კი, 20 კმ-ს რადიუსში, 5 000-მდე შეიძლება იყოს; სპილო, თავის თანამოძმეს გაჭირვებაში არ ტოვებს და თუ დაჭრილია, მასთან საკვები მიაქვს; გორილას კი, იუმორის გრძნობა გააჩნია, – ის ვეფსვის ღრენის იმიტაციას აკეთებს, ცხოველს აბრაზებს და გარბის, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბრუნდება და იგივეს იმეორებს; ველური ბუნების დელფინებმა კუდზე სიარული დელფინარიუმიდან გაქცეული დელფინისგან ისწავლეს; ყვავი კვერცხის გასატეხად პატარა ქვებს იყენებს, მაგრამ ვიდრე მას მას გატეხს, შედარებით დიდი ქვებით, ადგილზე ადიქსირებს, რომ მისი შიგთავსი არ დაიღვაროს... ასე, რომ, ჩვენ გონიერებაზე არანაირი მონოპოლია არ გაგვაჩნია და თუ რომელიმე ცხოველი, ზოგიერთ შემთხვევაში, აგრესიულად იქცევა, ამის მიზეზი ისევ ჩვენ ვართ, უფრო სწორედ, ჩვენი ქცევა და მათდამი ჩვენი დამოკიდებულება არის.

როდესაც შინაურ ცხოველებს «ადამიანის» თვისებებს ვაწერთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაჭარბებთ და ხშირად, სასურველს რეალობად ვასაღებთ. თუმცა, ამ შემთხვევაში, უმჯობესია გადავაჭარბოთ, ვიდრე, ჩვენი პატარა მეგობრების გრძნობებს ტკივილი მივაყენოთ.


imageP.S. აქვე გაგაცნობთ კიდევ ერთი კვლევის შედეგს, რომელმაც გააქარწყლა ფართოდ გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ თუთიყუშები მხოლოდ ინსტინქტს ემორჩილებიან და გაგონილ სიტყვებს და ფრაზებს უაზროდ იმეორებენ.

ამერიკელი ზოოფსიქოლოგი ირენ პეპერბერგი, 30 წლის მანძილზე, აფრიკულ ნაცრისფერ თუთიყუშზე (სავარაუდოდ, ჟაკოს სახეობის თუთიყუშზე, რედ.) ატარებდა ექსპერიმენტს. ეს განსაკუთრებული და ძვირადღირებული თუთიყუში არ იყო და მეცნიერმა ის ჩვეულებრივ ზოომაღაზიაში შეიძინა.

სამეცნიერო ნაშრომის მიხედვით, მის თუთიყუშს – ალექსს, მხოლოდ ნივთების ცნობა და ფერის განსაზღვრა კი არა, ლოგიკურად აზროვნებაც შეეძლო. ალექსის სიტყვის მარაგი 150 ერთეულს შეადგენდა. გარდა ამისა, ის მთელ ფრაზებსაც იძახდა და ამას სრულიად გააზრებულად აკეთებდა: შეეძლო ნივთის დასახელება, დასმულ კითხვაზე პასუხის – «დიახ» ან «არას» გაცემა. გარდა ამისა, მას ანგარიშიც შეეძლო და როგორც მეცნიერი ამტკიცებს, თუთიყუშს «ნულის», «მეტის», «ნაკლების», «ზემოდან», «ქვემოდან» და სხვა მსგავსი შინაარსის სიტყვების მნიშვნელობის გაცნობიერება შეეძლო.

imageimageimageimageimageimageimage






0
100
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0