x
მეტი
  • 28.04.2017
  • სტატია:65871
  • ვიდეო:318396
  • სურათი:417205
ჩრ.კორეა-მოგზაურობა მსოფლიოს ყველაზე დახურულ ქვეყანაში

image



საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სოციალისტური ბანაკიდან მსოფლიოში ერთეული ქვეყნები დარჩნენ, რომლებმაც სოციალისტურ-კომუნისტური გეზით განაგრძეს არსებობა, მათ შორის კი უდავოდ უპირველესი ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკაა, რომელიც ძალიან წააგავს 1950- იანი წლების საბჭოთა კავშირს.კოლმეურნეთა და ბელადთა ძეგლებით, ლოზუნგებით, მყუდრო ქუჩებით. აქ შეხვდებით მოქალაქეებს, რომლებსაც მკერდზე გულსაბნევი აქვს კიმ ირ სენის გამოსახულებით. ჩრდილოეთ კორეაში ახშობენ ზოგიერთ რადიო სიგნალს, რომ „დაიცვან“ მოსახლეობა ბურჟუაზიული, არასასიამოვნო გადაცემების მოსმენისგან. ჩრდილოეთ კორეის ტელევიზია ძირითადად დატვირთულია პროპაგანდული შინაარსიის გადაცემებით, ინტერნეტის სარგებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე დაწესებულების თანამშრომლებს შეუძლიათ.ისევე როგორც საბჭოთა კავშირში და სხვა სოციალისტურ ქვეყნებში იყო, აქაც ოფიციალურად ჯადაცვა და განათლება უფასოა.


ტურისტს ამოფარებულმა რეპორტიორმა ადამ ბაიდავიმ უჩუმრად გადაიღო ფოტოები მსოფლიოს ყველაზე ჩაკეტილ ქვეყნაში და ფართო საზოგადოებას გააცნო.ფოტოებზე ძირითადად აღბეჭდილი არიან უბრალო კორეელი მოქალაქეები ყოველდღიური ცხოვრების თუ საქმიანობის ფონზე.

image


ადამ ბაივაიმ იმისთვის, რომ ჩრდილოეთ კორეის ვიზა მიეღო სამი წელი იწვალა."ჩვეულებრივ მოქალაქეებისთვის ამ ქვეყნის ვიზის აღება ისეთი რთული არ არის, მაგრამ თუ პროფესიით ჟურნალისტი ან ფოტორეპორტიორი ხარ ვიზის მიღება კატეგორიულად აკრძალული გაქვს და როდესაც ეს ქვეყანა მოვინახულე მაშინაც კი ერთი წამითაც არ მტოვებდნენ უყურადღებოდ."


image


ტურისტებისთვის სპეციალური სასტუმროებია გამოყოფილი და ეკრძალებათ ადგილობრივებთან კონტაქტი.

image


მშენებელები სახლში ბრუნდებიან სამუშაოს დამთავრების შემდეგ, რა თქმა უნდა ადამს მათთან გასაუბრება აკრძალული ჰქონდა.


image



ადამს საშუალება მიეცა მოენახულებინა რამდენიმე სამაგალითო სკოლა, სადაც ბავშვებს საყოველთაო საგნებთან ერთად ცეკვას და მუსიკასაც ასწავლიან.

image

image


image


როგორც ადამ ბაიდავი აცხადებს ტურისტები წინასწარ გაგავაფრთხილეს, რომ კატეგორიულად აკრძალული იყო ჯარისკაცების და რატომღაც სამშენებლო მოედნების გადაღება.ისინი მუდმივად გვახსნებდნენ:"გთხოვთ გადაიღეთ ის, რაც ლამაზია!თორემ სხვა ქვეყნები ამ ფოტოებს გამოიყენებენ ჩვენს წინააღმდეგ."


image


ბაიდაის პირველი რაც თვალში მოხვდა იყო ცარიელი აეროპორტი ..როგორ აუხსნეს, ამ დღეს მხოლოდ ორი რეისი შესრულდებოდა.


image


კიმ ირ სენის 105 წლისთავთან დაკავშირებით ქვეყანაში გრანდიოზული ზეიმი გაიმართა.

image

imageimage
image


კორეელების ძირითადი ტრანსპორტი ველოსიპედია
image
imageimage

image
სამხედროებს ძალზე ხშირად შეხვდებით ფხენიანში, ისინი კადრში შესაძლოა ყოველ მეორე ფოტოზე მოხვდნენ.


imageimage
image
იშვიათი შემთხვევა, როდესაც ბავშვები გაზონზე თამაშობენ, როგორც წესი გაზონებზე გადასვლა აკრძალულია.

image


ტურისტებს იშვიათად ეძლევათ საშუალება ფხენიანს გასცდნენ და ნახონ როგორც ცხოვრობენ დედაქალაქის გარეთ კორეელები, მხოლოდ შორი ხედიდან თუ შეავლებ თვალს გლეხების შრომას.


image


ესეც მეტრო-როგორც ბაიდავი აღნიშნავს ძალზე ლამაზად და თანამედროვედ გამოიყურება.

image


image


image


image


image


image


მეტროს სადგურის მორიგეები


image


image


მეტროდან ამოსული მოქალაქეები სტენდზე ახალ ამბებს ეცნობიან, მათ შორის ახლახან გამწვავებულ ურთიერთობას აშშ-სთან."დაე თუ ასე სურთ, ჩვენ ვიომებთ მათ წინააღმდეგ"-განაცხადა ფხენიანის ვიცე-მერმა ხან სონგ როლმა.


image


მიუხედავად შეღუდვებისა, ტურისტებს ძალზე თავაზიანად და თბილად ექცევიან-აღნიშნა ადამ ბაიდავიმ.

image


image


image


იხილეთ აგრეთვე:



რეპორტაჟი მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნიდან:მითი და სინამდვილე


7 "გამოგონება", რომლითაც მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა ამაყობს




0
144
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
144
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0