x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სილამაზის და სიმშვიდის მინერალი.ანუ 7 მიზეზი,თუ რატომ უნდა მივიღოთ მაგნიუმი.
image
მაგნიუმი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მინერალია, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე 300-ზე მეტ ქიმიურ რეაქციაში მონაწილეობს და აუცილებელია პრაქტიკულად ყველა ორგანოს გამართულად მუშაობისთვის.

სხვა მიკროელემენტებისგან განსხვავებით მაგნიუმი ორგანიზმში არ გროვდება, ამიტომ ყოველდღე შეგიძლიათ მიიღოთ.

როგორ მოქმედებს მაგნიუმი ჯანმრთელობაზე:

1.აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.


თანამედროვე კვლევებით დამტკიცებულია, რომ მაგნიუმი აუცილებელია თავის ტვინის ოპტიმალურად მუშაობისთვის და მეხსიერების გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, მაგნიუმი თავის ტვინის ზოგიერთი დაავადების, მაგალითად ალცჰაიმერის პროფილაქტიკას ახდენს.


2.მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი.

მცირდება იშემიის, ჰიპერტონიის და ინსულტის რისკებიც.მაგნიუმი აუცილებელია სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის, სისხლის წნევის დასარეგულირებლად და გულის ნორმალური რიტმისთვის.


3.სტრესის მოქმედება მცირდება.

მაგნიუმს ტყუილად როდი უწოდებენ “სიმშვიდის მინერალს", რადგან გვეხმარება თავიდან ავიცილოთ შფოთვა და გაღიზიანება. მისი დახმარებით, ორგანიზმი ადვილად უმკლავდება სტრესს.


4.აძლიერებს იმუნიტეტს.

მაგნიუმი მონაწილეობს განსაკუთრებული მოლეკულების, ინტეგრინების წარმოქმნაში, რომლებიც ინფექციის ბლოკირებას ახდენენ.


5.უმჯობესდება ძილი

მაგნიუმის ზეგავლენით სტრესის დონე მცირდება და ძილი ნორმალიზდება. მაგნიუმის დეფიციტი ძილის ჰორმონის-მელატონინის შემცირებას იწვევს და ძილი ირღვევა.


6.უმჯობესდება ფიზიკური და გონებრივი ქმედუნარიანობა

მაგნიუმი ეხმარება კუნთებს გლუკოზის ათვისებაში და ანეიტრალებს რძემჟავას, რომელიც ფიზიკური დატვირთვის შედეგად გროვდება კუნთებში და ტკივილს იწვევს. გარდა ამისა, მაგნიუმი გვეხმარება მობილიზებაში, ყურადღების მოკრებასა და გონებრივ მუშაობაში.

image


7.ამსუბუქებს წინამენსტრუალურ სინდრომს

ქალის სხეული გაცილებით მძაფრად რეაგირებს მაგნიუმის დეფიციტზე, რადგან ეს მინერალი აუცილებელია ნორმალური მენსტრუაციისთვის, ოვულაციისა და ფეხმძიმობისთვის.



მოზრდილი ადამიანისთვის მაგნიუმის დღიური ნორმაა 3000 მილიგრამი, მაგრამ სტრესულ სიტუაციებში ან ფიზიკური დატვირთვისას ნორმა 10-15%-ით შეიძლება გაიზარდოს.


რა იწვევს მაგნიუმის დეფიციტს?

სტრესი

ძლიერი ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვა

დაუბალანსებელი კვება

ორგანიზმზე მაღალი ტემპერატურის მოქმედება

ჭარბი ალკოჰოლი და ყავა

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება


მაგნიუმის დეფიციტის დროს შეიძლება განვითარდეს: ცისტიტი, თირკმელების სხვადასხვა დავადება; ნაწლავური დაავადება, ინტოქსიკაცია, დეპრესია, უძილობა, გულის დაავადება, ჰიპერტენზია, დიაბეტი, ჰიპოგლიკემია, უშვილობა, გინეკოლოგიური დარღვევები ქალებში, ოსტეოპოროზი, კარიესი.


მაგნიუმით მდიდარია:
მწვანილი (20 მგ-დან 100გ-მდე);
პარკოსნები და მარცვლეული (100-დან 200 მგ-მდე);
ნიგოზი (200-300 მგ-მდე);
კაკაოს ფხვნილი (400 მგ-მდე);
მზესუმზირასა და გოგრის თესლი (400-500 მგ);


0
120
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0