x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134341
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
როგორ მოვიქცეთ, რომ ჩვენმა ყვავილებმა დიდხანს და უხვად იყვავილონ

image
თუ გახსოვთ თქვენი საყვარელი ყვავილი ბოლოს როდის ყვაოდა? ან თუ ოდესმე ყოფილა ისეთი გაფურჩქნული და გადაპენტილი როგორც მაღაზიის თაროებზეა? - ალბათ არა. არა და თითქოს არაფერს აკლებთ - არც მორწყვას, არც მინერალურ სასუქებს, ის კი არა და არ გაჯილდოვებთ ლამაზი ყვავილებით.

სულ ახლახანს მეგობართან შევიარე და პირდაპირ შემშურდა, მის ყვავილებს თვალი ვერ მოვწყვიტე, ყველა ყვაოდა, ნამდვილი საოცრება იყო. განცვიფრებული დავრჩი. აღმოჩნდა, რომ არსებობს ერთი პატარა ეშმაკობა, რომელიც აიძულებს თქვენს ზარმაც ყვავილს უხვად და დიდხანს იყვავილოს. ამისათვის საჭიროა სპეციალური საკვები. თანაც ეს საკვები სულ უბრალო, ყველასთვის ხელმისაწვდომი და იაფია. იმედია ის თქვენს ყვავილებსაც მოუხდება.

იმისათვის რომ მცენარეებმა უფრო ლამაზი და მსხვილი ყვავილები მოიბას, მებაღეები კოკრების და კვირტების გამოტანის დროს გვირჩევენ საკვების მიცემას. ერთ-ერთი ასეთი საკვებია აბუსალათინის ზეთი, რომლის მეშვეობითაც მცენარის ყვავილობა ხდება ხანგძლივი და უხვი. თვითონ ყვავილი ხდება უფრო დიდრონი და აქვს მკვეთრად გამოხატული ფერი.

მომზადების წესი:

ერთ ლიტრიანი ბოთლი გავავსოთ ოთახის ტემპერატურის ნადგამი წყლით და დავამატოთ მასში 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი. კარგად მოვუჭიროთ თავსახური და შიგთავსი გულდასმით შევანჯღრიოთ. აბუსალათინის ზეთი უნდა დაიშალოს პატარ-პატარა ნამცეცებად და კარგად აერიოს წყალში, რათა ერთ ადგილზე მოხვედრილმა არ დაწვას მცენარის ფესვები. მაშინვე, როგორც კი შევანჯღრევთ, სანამ ზეთი ზემოთ ამოვა და ერთ ადგილზე მოგროვდება, მოვრწყოთ ყვავილები. თუ მცენარე ისეთია, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ ყვავის, მაშინ მორწყვაც ერთჯერადად იქნება საკმარისი, მაგრამ თუ ის მუდმივად მოყვავილე ჯიშისაა, ეს ნარევი შეგვიძლია თვეში ერთხელ დაუსხათ.

რომელი ქოთნის მცენარე შეგვეფერება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და რაში გვეხმარება ის

მეცნიერებმა ამოხსნეს ათწლიანი საიდუმლო უცხოპლანეტელებზე. რა აჩვენა დნმ-ს ანალიზმა

ჰოლივუდის საუკეთესო მეგობრების ტოპ-ათეული(+ფოტოები)

0
285
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
285