x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
მამა,რომელიც სველი შარვლით გახდა პოპულარული

image
“ის მეტისმეტად კარგია ამ სამყაროსთვის"-ეს ერთერთია მრავალრიცხოვანი დადებითი კომენტარებიდან.

პატარებს ხშირად მოსდით მარცხი, როცა ტუალეტში შესვლას ვერ ასწრებენ. 6 წლის ვალერი სოვარდსაც ასე დაემართა სკოლაში. გოგონამ ძალიან განიცადა ეს ფაქტი, ტიროდა და სახლში წაყვანას ითხოვდა. სკოლიდან დედამისს დაურეკეს, რომელმაც თავის მეუღლეს სთხოვა ბავშვის მოსაყვანად წასულიყო, უთხრა, რომ მათი გოგონა მომხდარს ძალიან განიცდიდა და ვერ ამშვიდებდნენ.

მამა, ბენ სოვარდსი, მაშინვე სკოლისკენ გაეშურა, თუმცა მანამდე წარმოუდგენელი რამ გააკეთა, მან განზრახ გადაისხა წყალი შარვალზე და ასე წავიდა ქალიშვილის მოსაყვანად.

როდესაც ვალერიმ მამა დაინახა, გაოცებისგან მაშინვე შეწყვიტა ტირილი.


image

“როდესაც სახლისკენ მივდიოდით, ის უკვე გულიანად კისკისებდა"-ყვება ბენი.

უფროსმა ქალიშვილმა, 17 წლის ლუსინდამ ეს ისტორია ტვიტერში გააზიარა, რისი წყალობითაც ბენი თვის ყველაზე პოპულარული მამა გახდა.

image


0
213
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0