x
ყვარელში ქართული ჭიდაობის ტურნირი ჩატარდა
image
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, სახალხო დღესასწაულ “სამებობაზე” ქართული ჭიდაობის შეჯიბრი გაიმართა. ტურნირი სპორტულ კლუბ „ბლექ თაიგერის“ ორგანიზებით განხორციელდა, მხარდამჭერები კი საქართველოს კუდოს ფედერაცია და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია იყვნენ.


ვეტერან მოჭიდავეებთან ერთად ღონისძიებას დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ტარიელ ხეჩიკაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილე – ირაკლი შიოშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი – ილია მზექალაშვილი. შეჯიბრი რვა წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა, საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.


“ყვარლის მუნიციპალიტეტს და სრულიად საქართველოს ვულოცავ სამებობის დღესასწაულს. ეს არის ტრადიციული დღესასწაული, რომელიც ჩვენთან ყოველწლიურად აღინიშნება. ტურნირის მიზანია, ახალგაზრდა თაობას მივცეთ მოტივაცია, რომ უფრო უკეთესად აღიქვან ამ დღესასწაულის მნიშვნელობა და დააფასონ ტრადიციული ქართული სპორტის სახეობები.” – განაცხადა კლუბ „ბლექ თაიგერის“ პრეზიდენტმა – დავით ხახუტაშვილმა.


„ქართული ჭიდაობა არის ჩვენი საგანძური, ჩვენს ყველა წარმატებულ სპორტსმენს ეს სკოლა გავლილი აქვს. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ქართული ჭიდაობის შენარჩუნება და აღორძინება. მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს და პირადად დავით ხახუტაშვილს, რომელიც არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი ერთდროულად ეწეოდეს წარმატებულ ბიზნესსაქმიანობას და ამავდროულად თავის რაიონისთვის ბევრი სასიკეთო საქმე აკეთოს. მიხარია, რომ სპორტი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მის საქმიანობაში“ – აღნიშნა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.



სამებობის დღესასწაული ახალსოფელში ტრადიციულად აღდგომის მომდევნო სამშაბათს აღინიშნება. ქართული ჭიდაობა დღესასწაულის მთავარი შემადგენელი ნაწილია. 2016 წლიდან სამებობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ინიციატორი და მხარდამჭერია ბიზნესმენი და სპორტულ კლუბ “ბლექ თაიგერის” დამფუძნებელი დავით ხახუტაშვილი.

imageimageimage
image
image

0
104
შეფასება არ არის
ავტორი:GEO NEWS
GEO NEWS
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0