x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ შევიღებოთ თმა ნატურალური საშუალებებით
image


1.ხახვის ფურცლის ნაყენი-თქვენს თმა სასიამოვნო მოოქროსფრო-მოყავისფრო შეფერილობას მიანიჭებს.

30გრ. ხახვის ფურცელს დაასხით 200მლ. წყალი და ადუღეთ 20წთ-ით. დაამატეთ 2-3 ს.კ. გლიცერინი და 2 კვირის განმავლობაში ყოველდღე წაისვით თმაზე. თმის სიგრძიდან გამომდინარე, შეგიძლიათ უფრო მეტი დაამზადოთ.


2.ლიმონის წვენი კარგად აღიავებს თმას. აურიეთ ლიმონის წვენი არაყში 50/50-ზე, წაისვით სუფთა და მშრალ თმაზე, შეიშრეთ ბუნებრივად, ფენის გარეშე, შემდეგ კი შამპუნით ჩამოიბანეთ.თუ მშრალი თმა გაქვთ, ამ მეთოდს მოერიდეთ, აი, ცხიმიანი თმისთვის კი მისწრებაა.



3.გვირილას ნაყენი-1, 5ჩ.ჭ.ხმელ გვირილას დაასხით 4ჭიქა არაყი და დააყენეთ 2 კვირით.შემდეგ დაუმატეთ 50 გრ.წყალბადის ზეჟანგი და წაისვით თმაზე.გაიჩერეთ 30-40 წთ-ით და შემდეგ შამპუნით დაიბანეთ.


4.ცაცხვის ყვავილი-თქვენს თმას სასიამოვნო წაბლისფერ ფერს მისცემს. 5ს.კ. ყვსვილს დაასხით 1, 5ჩ.ჭ. წყალი. დადგით ცეცხლზე და ურიეთ, სანამ სითხე 1ჩ.ჭიქის მოცულობის არ დარჩება. გააგრილეთ, გაწურეთ და წაისვით თმაზე.

image


5.ყავა-იდეალურია ბრიუნეტებისთვის. რეცეპტი მარტივია. მოხარშეთ 1 ჭ. ნატურალური ყავა და თავის დაბანის შემდეგ გადაივლეთ თმებზე. აღარ ჩამოიბანოთ.


6.ჩაი-ჩვეულებრივი ჩაის ნაყენი ყავისფერ ტონს აძლიერებს. 3 ს.კ ჩაის დაასხით 1ჭ. მდუღარე წყალი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 20-25 წთ-ით. გააგრილეთ და წაისვით სუფთა თმაზე. გაიჩერეთ 20 წთ-ით და შემდეგ მხოლოდ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.


7.კაკაო-იმისთვის, რომ თქვენს თმას წითელი ხის შეფერილობა მისცეთ, კაკაო დაგჭირდებათ. 3-4 ს.კ. კაკაო აურიეთ 25 გრ. ინასთან(хна) ერთად, დაასხით იმდენი ცხელი წყალი, რომ მიიღოთ ფაფისმაგვარი მასა. წაისვით სუფთა თმაზე და გაიჩერეთ 30-40 წთ-ით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


8.კაკალი-წაბლისფერი თმისთვის. ნედლი კაკლის 100 გრ. მწვანე ქერქს დაასხით 1ლ.წყალი და ხარშეთ, სანამ სითხე 1/3-ით არ დაიკლებს. წაისვით თმაზე და გაიჩერეთ 30-40წთ-ით.




0
101
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0