x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ალკოჰოლი და სექსი.მტრები თუ მოკავშირეები
ალკოჰოლის ეფექტი და სექსუალური ცხოვრება რატომღაც დაკავშირებულია ერთმანეთთან.შესაძლოა თუ არა ალკოჰოლი დაგეხმაროთ საწოლიში? და რას ნიშნავს ეს? კითხვა რომელიც ყველაზე საინტერესოა და ყოველთის პასუხგარეშე რჩება.

როდესაც საქმე ალკოჰოლის ეფექტს ეხება ექიმებისა და მეცნიერების აზრი სრულიად განსხვავდება, რადგან ალკოჰილი დაკავშირებულია ალკოჰოლიზმთან, ნარკომანიასთან, რეპროდუქციული ფუნქციების დარღვევასთან და ა.შ.მაგრამ ჩვენს მიერ დასმული შეკითხვა არაპირდაპირია ამ საკითხებთან.


სტატისტიკა



ჩატარებული კვლევის მიხედვით 2007 წლის ვაშინგტონის უნივერსიტეტმა დაამტკიცა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ პარტნიორები ხშირად კავდებიან დაუცველი სექსით. ნათელია, რომ ამ საკითხში ალკოჰოლმა შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს სურვილებზე, ისე, რომ პარტნიორებმა დაფიქრება ვერც კი მოასწრონ უსაფრხოების ნორმებზე.

ამ კვლევის თანახმად 110მა გამოკითხულმა აღიარა, რომ არც კი ახსოვდა წინა ღამე და ჰქონდა თუ არა მას სქესობრივი ურთიერთობა, რაც რა თქმა უნდა ალკოჰოლს დააბრალა.

image

რა ხდება ცალ-ცალკე ქალსა და მამაკაცში ალკოჰოლის ზემოქმედების დროს? როგორ უნდა მოიქცეთ და რა გააკეთოთ?


მამაკაცი

1.მიიღეთ მცირე დოზით ალკოჰოლი(150 მლ ღვინო ან 50 გრ არაყი)

ეს დაგეხმარებათ თქვენც და თქვენი პარტნიორიც უკმაყოფილო არ დარჩება.


2.გადაჭარბებული ალკოჰოლის მიღებით არაფერი გამოგივათ.პირიქით ყველაფერს გააფუჭებთ და თუ თქვენ ხშირი მომხმარებელი ხართ შესაძლოა იმპოტენციამდეც მიხვიდეთ.ზედმეტი ალკოჰოლი არღვევს რეპროდუქციულ ფუნქციებს.


3.ასეთ დროს უნდა დაივიწყოთ ყველაფერი, მაგრამ არა თავის დაცვა და ის

თუ ვინ არის თქვენი პარტნიორი.


ქალები

1.დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება არც თქვენ წაგადგებათ, რადგან ალკოჰოლიზმისადმი მიდრეკილება ქალებში უფრო მძაფრია ვიდრე კაცებში.


2.თავის დაცვა პირველი აუცილებელი ნაბიჯია თქვენი უსაფრთოებისთვის.დიდია დაორსულებისა და ბავშვის თანდაყოლილი დაავადებების რისკი.


3.ქალებო გახსოვდეთ, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ თქვენ ადვილი მსხვერპლი ხართ მამაკაცისთვის.


4.ისვე როგორც მამაკაცებში ზიანდება რეპროდუქციული ფუნქციები.


გახსოვდეთ, რომ თუ არსებობს რაიმე პრობლემა სექსში, მამაკაცები ალკოჰოლის მიღებისას ცდილობენ გამოასწორონ, ან საერთოდ დაივიწყონ, რაც ასევე არასწორია.

ქალების პრობლემა კი სიმორცხვე და ნაკლები წარმოსახვის უნარია, რასაც ალკოჰილი პირიქით შველის.


ალკოჰოლი არ არის საუკეთესო დამხმარე სექსში. ის ადვილად დაგეხმარებათ ერთხელ ან ორჯერ, მაგრამ შემდგომ პრობლემების მეტს არაფერს მოგიტანთ.
ალკოჰოლი გამანადგურებელ გავლენას ახდენს თქვენს ცხოვრებაში, ამიტომ დიდი დაფიქრება გმართებთ.



0
452
6-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ელიშვილი
ლიკა ელიშვილი
452
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0