x
image
ნინო დვალაშვილი
ღვიძლის, თირკმელებისა და კუჭის დაავადებებს ბაბუაწვერა განკურნავს! (+რეცეპტი)
imageბაბუაწვერა გაზაფხულზე იზრდება, თუმცა მისი შეგროვება აპრილში ან სექტემბრის ბოლოს არის სასურველი. მისი ყვავილები აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გამოიყენება ხველის საწინააღმდეგოდ, წმენდს სისხლს ტოქსინებისგან. ამ მცენარის ყველაზე სასარგებლო ნაწილი- ფესვებია. სწორედ მისი გამხმარი ფესვები გამოიყენება ღვიძლის, სახსრების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, პარაზიტებისგან სამკურნალოდ.


უკუჩვენება: იგი აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას, სწორედ ამიტომ, მისი მიღება არ შეიძლება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს. ასევე კუჭის წყლულის არსებობის შემთხვევაში.

მომზადების წესი: ბაბუაწვერას აგროვებენ ადრე გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომაზე. აუცილებლად დილით, მშრალ ამინდში. შესაგროვებლად ისეთი ადგილი აირჩიეთ, სადაც არ ხვდება მანქანების გამონაბოლქვი და მტვერი. გარეცხეთ ცივ წყალში და გაჭერით სიგრძივ. მოათავსეთ კარგად ვენტილირებად ოთახში. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც მცენარე ოდნავ გახმება, მისი ფესვები შედეთ ღუმელში, რომ უფრო კარგად გახმეს. იქ მხოლოდ რამდენიმე წუთი გააჩერეთ.


ღვიძლის გასაწმენდად:
ეს საშუალება მკურნალობს გასტრიტს, შეკრულობასა და ღვიძლის დაავადებებს. ბაბუაწვერას ფესვები ყავის საფქვავში დაფქვით და მიიღეთ უზმოზე 1ჩ/კ, ჭამამდე 15 წუთით ადრე, მშრალი სახით. რა თქმა უნა, სასმელი წყლის მიყოლებით. image


მოამზადეთ ბაბუაწვერას სიროფი:
დაგჭირდებათ:
400 გრ გამხმარი ბაბუაწვერა;
4 ცალი ლიმონი;
4 ცალი ფორთოხალი;
3 ლიტრი წყალი;
4 ჭიქა შაქარი;


ლიმონი და ფორთოხალი დაჭერით, ჩაყარეთ ქვაბში, დაამატეთ მცენარე და წყალი. ხარშეთ ნახევარი საათი და 1 დღე-ღამე გააჩერეთ. მიღებული სითხე გადაწურეთ და დაუმატეთ შაქარი. დადგით ნელ ცეცხლზე და დაახლოებით 1 საათი ადუღეთ. მიღებული სიროფი გადაიტანეთ ქილებში, გაგრილების შემდეგ კი მაცივარში შეინახეთ.

ბაბუაწვერას კოქტეილი:
ინგრედიენტები:
1 ცალი ავოკადო;
2 ცალი ბანანი;
დაახლოებით 20 ღერი ბაბუაწვერა;
2 ჭიქა წყალი.

ბანანი გარეცხეთ და 4 ნაწილად დაჭერით. ასევე ავოკადოს მოაშორეთ კანი, ბაბუაწვერას კი ყვავილები და კარგად დაჭერით. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში, 1 წუთის განმავლობაში მაქსიმალური სისწრაფით აურიეთ. ბანანის გემო ბაბუაწვერას მწარე გემოს ანეიტრალებს.ეს კოქტეილი შეგმატებთ მხნეობას, გაწმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან და ხელს შეუშლის ღვიძლის სტაგნაციას.







იხილეთ აგრეთვე:



შეამცირეთ მაღალი არტერიული წნევა 5 წუთში, მედიკამენტების გარეშე!


დაივიწყეთ ვარიკოზული ვენები, თავის ტკივილი და მეხსიერების პრობლემები! ეს ნაზავი სასწაულებს ახდენს!


წყალბადის ზეჟანგი უნუკალური მკურნალია! მისი მიღების წესი და დოზირება!


''მასთან მიკარებითაც ყველა დაავადებას მოირჩენ''- რეჰანის ჯადოსნური თვისებები


ქიშმიშისა და წყლის ნაზავი ღვიძლს 2 დღეში გაგიწმენდთ!


ბრაზილიელი ბერის რეცეპტი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს!


მრავალძარღვას ნაყენი 100-ზე მეტ დაავადებას შველის! (+რეცეპტი)



დალიეთ ეს სითხე და თქვენი კუჭ-ნაწლავი საათივით იმუშავებს!

0
1084
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
1084
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0