x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა მოსდის ჩვენს ორგანიზმს ფრჩხილის ლაქის წასმიდან 10 სთ-ში
image

ცნობილია, რომ ფრჩხილის ლაქის ხშირი მოხმარება ფრჩხილების დასუსტებას და გაყვითლებას იწვევს, მაგრამ სინამდვილეში ამ კოსმეტიკურ საშუალებებს გაცილებით დიდი ზიანის მოტანა შეუძლიათ ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

image

საშიშროებას ლაქის ტოქსიკურობა წარმოადგენს. ზოგიერთი თანამედროვე კოსმეტიკური საშუალება საშიშ ნივთიერებებს შეიცავს.ესენია:



Toluene-ტოლუოლი გამხსნელი, რომელიც ლაქს პიგმენტაციას უნარჩუნებს და რომლის წყალობითაც ჩვენს ფრჩხილებზე გლუვი ფენა წარმოიქმნება.

ცნობილია, რომ ტოლუოლი უარყოფითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ და რეპროდუქციულ სისტემებზე. იწვევს თავის ტკივილს, სისუსტეს, გულის წასვლას და ღებინებას.


Formaldehyde-ფორმალდეჰიდი-უფერო აირი, რომლის წყალობითაც ლაქი დიდხანს ინახება. ალერგიულ ადამიანებს შესაძლოა დერმატიტი და ქიმიური დამწვრობაც კი განუვითარდეთ. უფრო მძიმე შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს გულის მუშაობის დარღვევა, სპაზმი და კიბოც კი.


Dibutyl Рhthalate-დიბუტილფტალატი-გამოიყენება, როგორც არომატიზატორი. შესაძლოა განვითარდეს ენდოკრინული დარღვევები, გინეკოლოგიური პრობლემები და სასუნთქი გზების დაავადებები.


მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 24 ქალი მონაწილეობდა. ლაქის წასმიდან 6 სთ-ის შემდეგ მათ უმრავლესობას დიფენილფოსფატის მომატებული დონე აღენიშნებოდათ, ხოლო 10 სთ-ის შემდეგ ორგანიზმში მისი დონე 7-ჯერ აჭარბებდა ნორმას.


როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო ლაქი?

image

ზოგიერთ ლაქს აქვს აღნიშვნა:

«5-Free» ნიშნავს, რომ ლაქი არ შეიცავს შემდეგ მავნე ნივთიერებებს:formaldehyde, formaldehyde resins, toluene, dibutyl phthalates, camphor.

«3-Free»-არ შეიცავს :formaldehyde, dibutyl phthalate, toluene.


ამიტომ, სანამ ლაქს შეიძენთ, ყურადღებით გაეცანით მის შემადგენლობას. თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელშია.




0
218
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0