x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ცნობილები, რომლებიც არ სარგებლობენ ინტერნეტით

იმ დროს, როდესაც ჰოლივუდის დანარჩენი ნაწილი ანებივრებს ფანებს ინტერნეტში თავიანთი ფოტოების განთავსებით და აქტივობით, ეს პატარა ჯგუფი ცნობილი ადამიანებისა არის სოციალურ ქსელს მიღმა. ზოგიერთ მათგანს არ სურს ქონდეს ტექნოლოგიებთან რაიმე საერთო, დიდება და ყურადღება მათ უამისოდაც ყოფნით.


თქვენს წინაშეა 10 ყველაზე ცნობილი ინტერნეტ-ასკეტი მსოფლიოში.

image

ბრედ პიტი

ჯოლის ყოფილი ქმარი წარმოადგენს ყველაზე ცნობილ ინტერნეტ-ასკეტს. ინტერვიუში ის მუდმივად ახსენებს, რომ არ იცის როგორ მუშაობს კომპიუტერები და არც უნდა მათთან ქონდეს რაიმე საქმე.

image

ანჯელინა ჯოლი

ანჯელინა ჯოლიმ არაერთხელ განაცხადა, რომ არ უყვარს ინტერნეტ-მაღაზიები და სოციალური ქსელები - მასთან უფრო ახლოსაა ქაღალდის კატალოგები და ნამდვილი ბარები. ალბათ ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ მას მოუწევს სტატუსის განახლება Facebook-ზე, მაგრამ ეს მის ნაცვლად შეიძლება გააკეთოს მისმა აგენტმა.

image

ემინემი

მიუხედავად მთლიანობაში ცხოვრებაზე პროგრესული შეხედულებებისა, თეთრი რეპერი ემინემი დიდად ვერ წყალობს თანამედროვე ტექნოლოგიებს - შემსრულებელი არ არის არცერთ სოციალურ ქსელში (ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად).

image

ელტონ ჯონი

თითქმის ათეული წლის წინ ელტონ ჯონმა თამამად განაცხადა, რომ მთელი ინტერნეტი უნდა დაიხუროს ხუთი წლის მანძილზე. როგორც ვხედავთ ეს არ მოხდა, მაგრამ მომღერალი ერთგული დარჩა თავისი რწმენის - ინტერნეტში მას ძველებურად ვერ შეხვდებით.

image

ქრისტოფერ უოკენი

თავის ინტერვიუებში ქრისტოფერ უოკენმა არაერთხელ თქვა, რომ თითქმის არ სარგებლობს კომპიუტერით - სატელეფონო ზარებზე პასუხობს მისი აგენტი, ხოლო ოჯახის წევრებს და ახლობლებს ის ეკონტაქტება სამზარეულოდან, ანალოგური ტელეფონის აპარატით.

image

ჯენიფერ ლოურენსი

მსახიობი გამოტყდა, რომ გრძნობს სირთულეს ელექტრონული ფოსტის შემოწმების დროსაც კი, რომ არაფერი ვთქვათ Twitter-ზე და Facebook-ზე.

image

ვაინონა რაიდერი

ერთ-ერთ ინტერვიუში 2010 წელს ვაინონა რაიდერმა გამოაცხადა, რომ ინტერნეტისგან და ტექნოლოგიებისგან შორს დგას. მაქსიმუმი რაც მას შეუძლია, არის თავის BlackBerry-ზე ელექტრონული ფოსტის შემოწმება.


image

ჯორჯ კლუნი

კლუნი წარმოადგენს Facebook-ს და Twitter-ს მოწინააღმდეგეს. ფანატების ზეწოლამ იძულებული გახადა ის დარეგისტრირებულიყო ფეისბუკზე.

image

რეიჩელ მაკადამსი

რეიჩელ მაკადამსი ახალ ამბებს უსმენს რადიოთი, არ უყურებს ტელევიზორს და ძალიან ცუდად უმკლავდება ელექტრონულ ფოსტას.

image

ჯეკ ჯილენჰოლი

მსახიობი ჯეკ ჯილენჰოლი იყენებს გაჯეტებს თუკი მას ითხოვს სამუშაო - ყველა დანარჩენ შემთხვევებში ის ამჯობინებს ტექნოლოგიებიდან შორს ყოფნას. იყენებს ძველ ტელეფონს და არ სარგებლობს ინტერნეტით.





0
363
3-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
363
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0