x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კულტურული შოკი. იაპონია
image
იაპონიაში ვარ. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებით სავსე ავტობუსით კიოტოში მივემგზავრებით. უცებ მძღოლი გვიცხადებს, რომ ავტობუსი დაზიანდა და გზას ვერ გავაგრძელებთ.თურმე ავტობუსის საქარე მინის რეზინის საფენი მოძვრა, კი არ მოძვრა არამედ ერთ ადგილას 10 სანტიმეტრით ჩამოიწია. ასეთ მდგომარეობაში კი ინსტრუქციის თანახმად მგზავრობა არ შეიძლება. საჭიროა ან ავტობუსის შეკეთება ან ახალ ავტობუსში გადაჯდომა.

სალონიდან მაშინვე რჩევები წამოვიდა. ბიძამ რუსეთიდან ურჩია მძღოლს რეზინი სკოჩით მიეწებებინა, სანფრანცისკოელმა მამაკაცმა კი თქვა: რახან არ შეიძლება დაზიანებული რეზინით მგზავრობა, იქნებ საერთოდ მოგვეძრო – არ არის რეზინა, არ არის პრობლემა.

მაგრამ ჩვენ მაინც ჩამოგვსვეს და გვთხოვეს ნახევარი საათი გვესეირნა. ნახევარი საათის შემდეგ ვბრუნდები და ჰოი საკვირველება! ახალი ავტობუსი მოუყვანიათ. ქალები დაპანიკდნენ – "ახლა ხომ ბარგი უნდა გადმოვათრიოთ?!", "–ბარგი უკვე გადმოვიტანეთ", "სალონში?" – "სალონშიც უკვე გადმოვიტანეთ ნივთები"

სალონში მართლა ყველაფერი გადაუტანიათ, ყავის ცარიელი ჭიქები და წყლის ცარიელი ბოთლებიც კი, თქვენ წარმოიდგინეთ, ნაგავიც კი გადაიტანეს. გზა გავაგრძელეთ და ვიღაც ქალმა სათვალე ვერ იპოვა, მან ის თაროზე შემოდო და ეტყობა ვერ შენიშნეს. მალე ჩვენს ავტობუსს მანქანა წამოეწია, მისმა მძღოლმა სათვალე მოიტანა, ფირმის წარმომადგენელი კი 5 წუთის განმავლობაში თავს გვიხრიდა და პატიებას ითხოვდა შეყოვნებისათვის...


მე სიტყვები არ მყოფნის. ეს იაპონიაა.

1
1247
1-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
1247
  
2017, 19 აპრილი, 14:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1