x
image
ნინო დვალაშვილი
გაწმინდეთ გაჭედილი მილები სწრაფად და მარტივად!
image

ძალიან ხშირად ცხიმები და დაგროვილი ნარჩენები მილებში იჭედება, რაც ხელს უშლის წყლის გადინებას. ეს კი ნამდვილად არასასიამოვნოა განსაკუთრებით, დიასახლისებისთვის. ქიმიური საშუალებები, რომლებსაც მილების გასაწმენდად ვიყენებთ საკმაოდ ძვირია და ყოველთვის არ გვაქვს მისი შეძენის საშუალება. სამაგიეროდ, ყველა დიასახლისის სახლში მოიპოვება სოდა და ძმარი. ეს ორი ინგრედიენტი ძალიან სწრაფად და ეფექტურად გაწმენდს თქვენს მილებს. ბევრმა არც კი იცის, რომ მათი დეზინფეციისა და გასაწმენდ საშუალებად გამოყენება ძალიან ეფექტურია.



მაშ ასე: გაჭედილ მილში ჩაასხით მცირე რაოდენობის თბილი წყალი, შემდეგ ნელ-ნელა ჩაყარეთ 5 სუფრის კოვზი სოდა. იმის გამო, რომ მილი სველი არ არის, სოდას გაუჭირდება ჩასვლა ამიტომ ყურის ჩხირი მიახმარეთ და ისე ჩაყარეთ. შემდეგ კი ნელ-ნელა დაუმატეთ ძმარი. დაინახავთ, რომ სოდა ძმართან რეაქციაში შედის, ეს კი მის ეფექტურობას ზრდის. გახსოვდეთ, რომ ჩაყრილი სოდა სრულად უნდა ჩაირეცხოს ძმრის დახმარებით. როდესაც "შიშხინი" შეწყდება და რექცია დასრულდება, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაასხით მილში დაახლოებით 2 ლიტრი ადუღებული წყალი.


image

თუ მილი ლითონისაა ჩაასხით ადუღებული წყალი, თუ პლასტამასისაა უბრალოდ ცხელი წყალი მოუშვით ონკანში და აცადეთ 20 წუთი იდინოს. ამ ხერხმა თუ არ გაჭრა და არ გაიტანა დაგროვილი ნადები, ნახევარ ჭიქა მარილსა და ერთ ჭიქა სოდას ვხნით ჭიქა წყალში და ვასხამთ მილში. დაელოდეთ 10 წუთი. შემდეგ კი, მიუშვით წყლის ნაკადი. ამანაც თუ არ გაჭრა გამოდის, რომ ნადები გამყარდა და მისი დაშლა ასე მარტივად არ გამოვა. რაც შეეხება ქიმიურ საშუალებებს- აუცილებლად გაიკეთეთ ხელთათმანი, მათი კანზე მოხვედრა საშიშია. მათი გამოყენების შემდეგ ონკანში 20 წუთით მოუშვით წყალი რომ ის ქიმიური ნაწილაკები არ დარჩეს, რადგან ნებისმიერი ქიმიური საშუალება, თუ მას დიდი ხნით გავაჩერებთ, მილს დააზიანებს.





იხილეთ აგრეთვე:


სოდიანი წყლით სიმსივნისა და სოკოს მკურნალობა!



სოდა, იოდი და მარილი -თქვენი ჯანსაღი ფრჩხილების საიდუმლო

0
13141
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
13141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0