x
ახალსოფელი ქართული ჭიდაობის ტურნირს უმასპინძლებს

image
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალსოფელი ქართული ჭიდაობის ტურნირს უმასპინძლებს. შეჯიბრი 18 აპრილს, „სამებობის“ დღესასწაულზე გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია სპორტული კლუბი „ბლექ თაიგერი“, მხარდამჭერები კი საქართველოს კუდოს ფედერაცია და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.

მოჭიდავეები რვა წონით კატეგორიაში იასპარეზებენ. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენებს ორგანიზატორისგან ფულადი პრიზები გადაეცემათ. ღონისძიებას დაესწრებიან მოწვეული სტუმრები სპორტის სამინისტროდან და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციიდან, აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სამებობის დღესასწაული ახალსოფელში ტრადიციულად აღდგომის მომდევნო სამშაბათს აღინიშნება. ქართული ჭიდაობა დღესასწაულის მთავარი შემადგენელი ნაწილია. 2016 წლიდან სამებობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ინიციატორი და მხარდამჭერია ბიზნესმენი დავით ხახუტაშვილი.

0
79
შეფასება არ არის
ავტორი:GEO NEWS
GEO NEWS
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0