x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ვეფხვს დადევნებული მონადირის უნიკალური და განსაცვიფრებელი აღმოჩენა
1819 წლის აპრილში ბრიტანელი ოფიცერი ჯონ სმიტი მუმბაის (ინდოეთი) შემოგარენში ნადირობდა. დაჭრილი ვეფხვის დევნაში ის გამოქვაბულის უცნაურ შესასვლელს წააწყდა. როცა ოფიცერი შიგ შევიდა, მან საკუთარ თვალებს არ დაუჯერა...


image


ნაპოვნი იმდენად საინტერესო და იდუმალი ჩანდა, რომ სმიტმა ნადირობას თავი დაანება და გადაწყვიტა კარგად გამოეკვლია გამოქვაბული. შესასვლელში მან ქვის კედლებზე ამოტვიფრული ნაყშები და ნახატები შენიშნა, თუმცა ჯონი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს უდიდესი აღმოჩენის მხოლოდ დასაწყისი იყო.


image



ოფიცრის ნაპოვნით არქეოლოგები დაინტერესდნენ, სულ მალე გამოვლენილი იქნა ქვაში ნაკვეთი ტაძრების, კელიებისა და მონუმენტების მთელი სისტემა.

...და კიდევ, საერთო ჯამში აღმოჩენილი იქნა 29 სხვადასხვა გამოქვაბული.


image


ექსპერტები თვლიან, რომ ისინი აგებულია ბუდისტი ბერების მიერ ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნემდე პერიოდის მანძილზე.

თითოეული გამოქვაბული უნიკალურია შესასვლელისა და ინტერიერის განუმეორებელი დიზაინით.


image


გამოქვაბულების უმეტესობა ბერებმა ჯერ კიდევ VII საუკუნეში დატოვეს, თუმცა აჯანტა ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის დღესაც წმინდა ადგილად ითვლება.


ამ უნიკალურ ქანდაკებებზე ასახულია ბუდას ცხოვრების თითოეული ეტაპი.


image


გამოქვაბულებში უამრავი ქანდაკება, ნახატი და ფრესკაა, რომლებიც ძალიან კარგადაა შემონახული.


image


წელთა სიმრავლის მიუხედავად, ფერები და უმცირესი დეტალები გასაოცრად კარგადაა შენარჩუნებული.


image


ადგილობრივ მცხოვრებლებში გავრცელებული უამრავი ლეგენდიდან ყველაზე პოპულარული მიგვანიშნებს გამოქვებულების კომპლექსის კავშირზე ბუნებრივ მოვლენებთან.


image


ეს კავშირი შესანიშნავად ჩანს ამ ორი გამოქვაბულის მაგალითზე:


image


ზამთრის და ზაფხულის ბუნიობის დღეებში გამოქვაბულის თავზე არსებული სარკმლიდან შიგნით შემავალი მზის სხივები ანათებს მხოლოდ რელიგიურ ობიექტებს.


image


საუკუნეების სიმძიმის მიუხედავად გამოქვაბულების ინტერიერები საოცრად გამოიყურება.


image


ის სიზუსტე და ოსტატობა, რაც საჭირო იქნებოდა მშენებლობისათვის, დიდ აღფრთოვანებასა და განცვიფრებას იწვევს კომპლექსის დამთვალიერებლებში; მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოსტატებს მუშაობა უხდებოდათ ინსტრუმენტების სიმწირის პირობებში.


image


სავარაუდოდ, ვერასდროს შევიტყობთ, თუ როგორ აშენებდნენ ამ გრანდიოზულ კომპლექსს. 1983 წელს "აჯანტას" სამონასტრო კომპლექსი შეტანილი იქნა მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. სულაც არაა გამორიცხული, რომ ამ ადგილებში მომავალში ახალ-ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენებს ექნეს ადგილი.




0
492
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
492
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0