x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სამეფო კობრა (+ ვიდეო – კობრები, Top 10)

image


image1. სამეფო კობრა — ყველაზე დიდი ზომის შხამიანი გველია პლანეტაზე. მისი სიგრძე 6 მეტრი შეიძლება იყოს. გავრცელების არეალი — სამხ. და სამხ-აღმ. აზიის ტროპიკული ტყეები არის (ინდოეთი, პაკისტანი, ინდონეზია და ფილიპინები).
2. სამეფო კობრას ლათინურად — Ophiophagus hannah ჰქვია, რაც ქართულად «გველის მჭამელს» ნიშნავს. ნამდვილი კობრა Naja გვარს განეკუთვნება, ხილო სამეფო, სახელის მიუხედავად, ცალკე სახეობას (Ophiophagus hannah) ქმნის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებული მიზეზის გარეშე, «დედოფალს» გამოჩენა არ უყვარს. ის უპირატესობას ბნელ გამოქვაბულებს და სოროებს ანიჭებს, რომლებიც ჯუნგლებში მრავლად არის.
3. სანეფო კობრა ერთადერთი გველი არის, რომელიც სხვა გველებით იკვებება, მათ შორის, შხამიანი გველებითაც.
4. როდესაც ორი სამეფო კობრა ერთმანეთს ხვდება, სიგრძეში ეტოლებიან. ის, რიმელიც უფრო მოკლეა, იქაურობას დარცხვენილი ეცლება.

5. მისი შხამი იმდენად ძლიერია, რომ ერთი კბენით, სპილოს მოკვლაც კი შეუძლია.
6. სხვა გველებისგან განსხვავებით, სამეფო კობრა შხამის დოზას კონტროლს უწევს. ადამიანებს ის, ხშირ შემთხვევაში, საერთოდ შხამის გარეშე კბენს, რომ შხამი იმაზე არ დახარჯოს, რაც საკვები არ არის.
7. უამრავი სხვა გველისგან განსხვავებით, ის ბუდეს ფოთლებით აშენებს და საკუთარ შვილებზე ზრუნავს. ის ბუდეში 20-დან – 40 კვერცხს დებს, ხოლო შემდეგ, მუდმივად ინარჩუნებს მასში გარკვეულ ტემპერატურას (25-დან – 29 С°-მდე).
8. სამეფო კობრას კარგი მეხსიერება აქვს და შეუძლია იმ ადამიანის დამახსოვრება, ვინც დაიჭირა ან სხვა სახის ზიანი მიაყენა.

9. ინდოეთში სამეფო კობრა წმინდა ცხოველად ითვლება და მისი მოკვლა მხოლოდ რელიგიურად კი არა, კანონითაც ისჯებ. 1972 წლიდან არსებობს კანონი, რომელიც სამეფო კობრას მოკვლას კრძალავს, თუ ამას საგანგებო მდგომარეობა არ მოითხოვს. სხვა შემთხვევაში, სასჯელი – 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

10. სამეფო კობრას სიცოცხლის ხანგრძლივობა, დაახლოებით, 30 წელია.

imageimageimageimage

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageგველების «ქორეოგრაფები» და ცეკვა კობრული

ის, რაც გაკვეთილი ანაკონდას სხეულში ნახეს, ნამდვილად დაუჯერებელია!

3
173
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
173
  
2017, 1 ოქტომბერი, 3:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ლალი ადიკაშვილი-ის კომენტარზე
2017, 30 სექტემბერი, 8:37
ყველა სიდედრი ერთნაირი ხომ არ არის? :)
2017, 30 სექტემბერი, 2:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3