x
image
Lerato
თანამედროვე სტილის ბაღისა და ეზოს დიზაინი – 50 კრეატიული იდეა
image


ჩვენი სახლის ექსტერიერი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ინტერიერი. ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში ვცხოვრობთ – Facebook, Twitter, YouTube, Whatsapp, ეს ყოველივე დღეს პრიორიტეტული გახდა ადამიანისთვის, ამავდროულად დამქანცველიც. ამის გათვალისწინებით აუცილებელია განტვირთვა, ბუნებასთან ახლოს ყოფნა, მისადმი სიყვარულის განვითარება.


image


თანამედროვე სტილის ბაღისა და ეზოს მოწყობა წარმოადგენს პროცესს, რომელიც მოიცავს ახალ იდეებს და გეგმებს სრულყოფილი, თითქმის უნაკლო ექსტერიერის შესაქმნელად. დიზაინი შეიძლება გაკეთდეს ან თავად მფლობელის მიერ, თუ მსგავსი საქმიანობისადმი უნარი და გატაცება გააჩნია, ან გამოცდილი პროფესიონალის მიერ. გაითვალისწინეთ ერთი რამ, სანამ თქვენი ბაღის რეკონსტრუქციის პროცესს შეუდგებით, აუცილებლად გააკეთეთ მონახაზი სივრცისა და სახლის მდებარეობის და სტილის გათვალისწინებით.


image


ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სტუმრების მიღებისას მთავარი – პირველი შთაბეჭდილებაა, ამიტომაც მნიშვნელოვანია თქვენი ბაღი იყოს კარგად დაპროექტებული, ელეგანტური, მიმზიდველი და ამასთან, თქვენი სახლის ინტერიერთან ჰარმონიულად შერწყმული. ამას გარდა, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ უპირველეს ყოვლისა ამას თქვენთვის აკეთებთ, შესაბამისად ისე მოაწყეთ, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ, თქვენი მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებიათ, რათა სრულიად მოეშვათ და განიტვირთოთ დამქანცველი დღის მერე.

image


სურნელოვანი და დიდი ზომის მცენარეების გამოყენება უფრო მეტად გაუსვამს ხაზს თქვენი სახლის სილამაზესა და მიმზიდველობას. კიდევ ერთი მიზეზი, რაც ბაღის მოწყობის აუცილებლობაზე მიუთითებს – ბავშვებია, მათი აღზრდა ბუნებასთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, რაც უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ფსიქოლოგიური და ფიზიკური განვითარებისთვის.



image


თუ ბაღი სწორედაა დაგეგმილი, ის აუცილებლად მოახდენს პოზიტიურ გავლენას ირგვლივმყოფებზე. მისი შექმნის აუცილებლობაზე კი შემდეგი არგუმენტები და რჩევები მიუთითებს:


* თუ ღია ცის ქვეშ გიყვართ მუშაობა, მაშინ ვარდების ან ბოსტნეულის ბაღის გაშენება არაჩვეულებრივი იდეაა.

* მოგეხსენებათ ბავშვებს ბაღში უყვართ თამაში, რა დროსაც ბუნებრივ გარემოს ეცნობიან, სუფთა ჰაერს სუნთქავენ. მცენარეებთან ერთად კარგი იქნება თუ ბავშვებისთვის ეზოს მოსაწყობად უფრო მეტად ხრეშსა და გაზონს გამოიყენებთ, ვიდრე ფილაქანს.

* სადილი ღია ცის ქვეშ – საოცრად ჟღერს. დაამატეთ ექსტერიერის შესაფერისი ავეჯი – დასასვენებელი კუთხე, უფრო კომფორტულად რომ იგრძნოთ თავი.

* თუ სპორტის მოყვარული ხართ და სივრცე ამის საშუალებას გაძლევთ, კალათბურთის პატარა მოედანი მოაწყეთ.

* იმ შემთხვევაში კი თუ წვეულებები გიყვართ, პატარა აუზი ან ბუხარი ღია ცის ქვეშ განსაკუთრებულ ელფერს მისცემს ნებისმიერი სახის აქტივობას.


გაითვალისწინეთ აღნიშნული რჩევები და თვალი გადაავლეთ სტატიაში წარმოდგენილ ნიმუშებს თქვენი ოჯახისთვის იდეალური გარემოს მოსაწყობად. წარმატებებს გისურვებთ!


1. თანამედროვე სტილის ბაღი პატარა აუზით

image

2.

image

3.

image

4.

image

5.

image

6.

image

7.

image

8.

image

9.

image

10.

image

11.

image

12.

image


13. ბაღის გაფორმება დეკორატიული ბუჩქებით

image

14.

image

14.

image

15.

image

16.

image

17.

image

18.

image

19.

image

20.

image

21.

image

22.

image

23.

image

24.

image

25.

image

26.

image


27. ცეცხლის დასანთები კერა ღია ცის ქვეშ განსაკუთრებული მყუდროება თქვენს ბაღში

image

28.

image

29.

image

30.

image

31.

image

32.

image

33.

image

34.

image


35. ხე არაჩვეულებრივი მასალა ბაღის გასაფორმებლად

image

36.

image

37.

image

38.

image

39.

image

40.

image

41.

image

42.

image

43.

image

44.

image


45. სწორედ დამონტაჟებული განათება უფრო მეტ სიმყუდროვეს შესძენს თქვენს საცხოვრებელს

image

46.

image

47.

image

48.

image

49.

image

50.

image


ასევე დაგაინტერესებთ:


როგორ გავაფორმოთ სახლი და ეზო რიყის ქვით – 60 კრეატიული იდეა ( III ნაწილი)


როგორ გავაფორმოთ სახლი და ეზო ხის კუნძებით – 70 საოცრად ორიგინალური იდეა (ნაწილი II)


როგორ მოვაწყოთ ყველაზე მყუდრო ადგილი სახლში – 60 საოცრად კრეატიული იდეა


სახლებისა და ეზოების გაფორმება თიხის ქოთნებით – 75 კრეატიული იდეა (ნაწილი II)


როგორ გავაფორმოთ სახლი ულამაზესი მცენარეებით – 65 კრეატიული იდეა


ბაღებისა და ეზოების დიზაინი ხრეშის გამოყენებით – 65 კრეატიული იდეა (ნაწილი II)

როგორ გავაფორმოთ ტერასები და ვერანდები ულამაზესი მცენარეებით – 50 კრეატიული იდეა

0
4541
13-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
4541
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0