x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
იესო ნაზარეველი-ცოტა რამ ფილმის და მთავარი როლის შემსრულებლის შესახებ

image

40 წლის წინ, 1977 წელს გამოვიდა ფრანკო ძეფირელის ბრიტანულ-იტალიური ფილმი-მინი სერიალი "იესო ნაზარეველი''.ფილმი შედგება ოთხი ნაწილისგან და მთლიანად 6 საათი და 20 წუთი გრძელდება. მასში აღწერილია ქრისტეს განვლილი გზა დაბადებიდან ჯვარცმამდე. ფილმის ბიუჯეტმა 18 მილიონი $ შეადგინა.იმ დროისთვის ეს იყო ასტრონომიული თანხა.ფილმის გადაღებები წარმოებდა ტუნისში, მაროკოსა და მექსიკაში.მოგვიანებით tv guide-მა მსოფლიოს ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო მინი სერიალად დაასახელა.


ფილმი ვატიკანმა შეუკვეთა და გათვლისწინებული იყო ბრიტანელი და იტალიელი ტელემაყურებლებისთვის.ამ ეპოპეის გადაღებისთვის მოწვეულნი იყვნენ ყველაზე ცნობილი სცენარისტები:ენტონი ბერჯესი(უპირველესად ცნობილი "მექანიკური ფორთოხლით) და სუეზო ჩეკე. ოპერატორები არმანდო ნანუცი და დევიდ უოტკინი, ოსკარის და BAFTA-სა ლაურატები.მუსიკა ეკუთვნის ფრანგ კომპოზიტორს მორის ჟარს, სამგზის "ოსკარის", "გრემის" და ოთგზის "ოქროს გლობუსის" მფლობელს საუკეთესო მუსიკისათვის კინიფილმებში. წმინდა მარიამის როლს ფილმში ასრულებს ოლივია ჰასი, რომელიც მაყურებელმა უპირველეს ყოვლისა "რომეო და ჯულიეტათი" გაიცნო.

image


ბევრი სპეციალისტი(ისტორიკოსები, ბიბლეისტები, მხატვრები) დღემდე თანხმდება, რომ სწორედ ძეფირელის ფილმი"იესო ნაზარეველი" გახლავთ ახალი აღთქმის ყველაზე სრულყოფილი და ჭეშმარიტი ეკრანიზაცია.

image

გადამღები ჯგუფი დიდხანს ეძებდა მთავარი როლის შემსრულებელს. საბოლოოდ არჩევანი რობერტ პაუელზე შეჩერდა.იგი დაიბადა 1944 წლის 1 ივნისს ინგლისში.სამსახიობო კარიერა 1963 წლიდან დაიწყო უმნიშვნელო როლებით. 1969 წელს მიწვეული იქნა ფილმში ''ძარცვა იტალიურად", ეპიზოდურ როლში, ამის შემდეგ მსახიობი BBC-ის სამეცნიერო-ფანტასტიურ ფილმში "Doomwatch"-ში
იღებს მონაწილეობას, რომელმაც მას პირველი მნიშვნელოვანი წარმატება
მოუტანა.ამის შემდეგ მსახიობმა კიდევ 21 ფილმში ითამაშა, მაგრამ
მასშტაბებით და პოპულარობით ვერც ერთი ვერ შეედრება მის მიერ
განხორციელებულ ქრისტეს როლს.

imageimage

პოპულარობა იმდენად დიდი იყო, რომ ხალხმა ფაქტიურად იგი ქრისტეს სახებასთან გააიგივა.ბევრის წარმოსახვით სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო ქრისტე.პოპულარობაზე ისიც მეტყველებს, რომ მისი სახე ხელოვნების სხვა დარგებმაც აიტაცეს.(სახვითი ხელოვნება, არქიტექტურა.)


რობერტ პაუელი იძულებული გახდა ასეთი მიმართვა გაეკეთებინა სახალხოდ:"მე არ ვარ იესო!მე ვარ რობერტ პაუელი, ფილმის გმირი "იესო ნაზარეველი". არასდროს დავიღლები და გავიმეორებ ყოველთვის 1977 წლიდან მოყოლებული.მე არ ვარ იესო ქრისტე, მე ვარ ბრიტანელი კომედიური მსახიობი.მწყინს და მომბეზრდა კიდეც, როდესაც ჩემი სურათი სამლოცველეობშია გამოფენილი და მრევლი მასზე ლოცულობს."


image



0
523
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
523
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0