x
მეტი
  • 28.04.2017
  • სტატია:65871
  • ვიდეო:318396
  • სურათი:417205
ჩრდილოეთი კორეა და აშშ მზად არიან ატომური იარაღი გამოიყენონ ერთმანეთის წინააღმდეგ

imageჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხან სონ რელმა "ასოშეიტენ პრესთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩრ. კორეა მზადაა საჭიროების შემთხვევაში ბირთვული დარტყმა მიაყენოს აშშ-ს.


"თუ აშშ- განახორციელებს გაუაზრებელ სამხედრო მანევრებს, მაშინ ჩვენ ჩრ.კორეის სახალხო რესპუბლიკა საპასუხო დარტყმით ვუპასუხებთ.ჩვენ რა თქმა უნდა არ ვაპირებთ გუხელდაკრეფილი დაველოდოთ აშშ-ს შეიარაღებული ძალების პრევენციულ დარტყმას.ჩრ კორეას გააჩნია მძლავრი ბირთვული პოტენციალი"


ეს გახლდათ პასუხი იმ ინფორმაციაზე, რომელიც ტელეარხმა NBC -იმ გაავრცელა აშშ-ს სადაზვერვო სტრუქტურებში წყაროზე დაყრდნობით.


აშშ მზად არის ჩრდილოეთ კორეაზე პრევენციული დარტყმა განახორციელოს თუ ოფიციალური ფხენიანი ბირთვული იარაღის რიგით მეექვსე გამოცდას ჩაატარებს.


რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა მხარეებს მოუწოდა გონს მოეგონ და თავის შეკავებისკენ მოუწოდა.


კორეის ნახევარკუნძულის რეგიონთან ახლოს ორი ამერიკული ხომალდია
დისლოცირებული, რომელიც "ტომაჰავკას" ტიპის ფრთოსანი რაკეტებითაა
აღჭურვილი.ამასთანავე აშშ-ის კუნძულ გუამზე, სადაც ამერიკული სამხედრო-საზღვაო ბაზაა განლაგებული.მძიმე ამერიკული ბომბდამშენები ბრძანების შემთხვევაში, მზად არიან ჩრდილოეთ კორეაზე ავიადარტყმების განსახორციელებლად.

0
240
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
240
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0