x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
აღდგომის დღესასწაული ,,ხოხბისყელიანთა,, შვებულება

მოახლოვდა აღდგომის დღესასწაული, რომელიც “ხოხბისყელიანთა“ დღესასწაულს უფრო დაემსგავსა. სამწუხაროა, რომ ისეთმართლმადიდებლურ ქვეყანაში, სადაც ტრანსპორტიდანაც კი ახერხებს ხალხი პირჯვრისწერას, ასეთი ბრწყინვალე დღესასწაული უკვერამდენი წელია ე.წ ჩამოსულთა დისკრიმინაციის დღეებად იქცა. დასაწყისშივე განვმარტავ, რომ სტატიის ავტორი მიზნად არავითარ image
შემთხვევაში არ ისახავს შეგნებული და გამონაკლისი თბილისელების გარევას ამ ნაკადში და არც ვინმეს განაწყენებას.
უკვე მეორე დღეა მესმის, როგორ დაიცალა ქალაქი, როგორ “გაიწმინდა“ ჰაერი, როგორ დაისვენა გარკვეული, სნობი კატეგორიის ფაქიზმ აყურებმა “ კილოკავებისგან“ და ეს ყველაფერი ძალიან დიდ მარაზმში გვაგდებს, მარაზმში თავისი პირველადი მნიშვნელობით, პირდაპირიგაგებით / გონებრივი გამოფიტვა/.
პირველ რიგში ეს ანტიეროვნული აზრია : შეუძლებელია, შენი თანამოქალაქე თავის ქვეყანაში “ გეზედმეტებოდეს“ და კარგი მოქალაქე იყო, მეორე რიგში სხვის კონსტიტუციურ უფლებაში შეჭრაა : გადაადგილდეს და დამკვიდრდეს თავის ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერწერტილში, სადაც მოისურვებს .
გარდა ამისა, თუ ქალაქში ხალხი არ იქნა, ის ქალაქი რად გვინდა, ის უდაბნოა და არა ქალაქი.
სტუმართმოყვარეობასა და ურთიერთგამტანობას ვიკვეხნიდეთ, მაშინ, როცა ერთმანეთს ვერ ვიტანთ, ძალიან დიდი ფარისევლობა იქნება.ქრისტიანობასა და შემწყნარებლობაზე ხომ საუბარი ზედმეტია.

მთავარი კი ამ ისტორიაში ისაა, რომ ერთი რამ არ გვესმის : პროვინციალიზმს არ აქვს გეოგრაფიული გაგება, მით უმეტეს, ვიწროგეოგრაფიული არეალი . პროვინციალიზმი არის კომპლექსული მენტალური პრობლემა, რომელიც ერთიანად ეხება სოფლის და ქალაქისმკვიდრებს და, რომელიც მხოლოდ სწორი, ანალიზზსა და აზროვნებაზე დაფუძნებული განათლებით იკურნება . პროვინციალიზმისგამოვლინება არის წარმოშობის დამალვა, სიგარეტისმწეველ ან მოკლეკაბიან თუ დეკოლტიან ქალის ზნეობაზე ცრუ წარმოდგენების შექმნა, ცრუმორწმუნეობა, ნებისმიერი სახეობის ფანატიზმი, რასიზმი, შოვინიზმი, ქსენოფობია, ჰომოფობია და ფობია ყველაფერიმის მიმართ, რაც განსხვავებულია, რაც შენ არ გგავს და არ ჯდება შენ მიერ ჩამოყალიბებულ “ ჩვეულებრივ“ სტანდარტებში, უფრო მეტად, ვიდრე ჩაცმის სტილი ან ტუჩსაცხის ფერი.
კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა, რომ სტატიის ავტორს არ სურს არც აგრესიის გამოწვევა და არც ვინმეს შურაცხოფა :გილოცავთ აღდგომის ბრწყონავალე დღესასწაულს “სოფლელებსაც“ და “ქალაქელებსაც“ სოფლადაც და ქალაქშიც, მთაშიცდა ბარშიც და გისურვებთ გათავისუფლებას ყველა კომპლექსისგან, რომელიც ადამიანთა მსგავსი ნიშნითსტიგმატიზაციისკენ გვიბიძგებს. /სხვათაშორის ეს აღდგომა განსაკუთრებულია იმითაც, რომ წელს მართლმადიდებლური და კათოლიკური დღესასწაული ერთმანეთს დაემთხვა/










0
54
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0