x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508536
საუკეთესო მოტივაცია წონაში დასაკლებად!
image
ზედმეტის წონის დასაკარგად საუკეთესო მოტივაციაა, როდესაც ადამიანი იზარებს თუ რა არის მისთვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი. თუ მას რომელიმე საკვები ყველაზე მნიშვნალოვნად მიაჩნია, წონაში კლება გაუჭირდება. უნდა მოხდეს სურვილების გადაფასება, პირველ ადგილას დააყენეთ თქვენი სურვილი, რომ გქონდეთ ლამაზი და მომხიბლავი სხეული. ხშირად ქალბატონები მას შემდეგ იწყებენ გახდომაზე ფიქრს, რაც ვინმე ან რაიმე აიძულებს ამას. მაგალითად, ერთი ქალბატონი ამბობდა, რომ 50 კილო მას შემდეგ დაიკლო, რაც ქმარს გაშორდა, რომელიც გამუდმებით "ძროხას" ეძახდა.

შეიყვარეთ საკუთარი სხეული. ჭარბი წონა უამრავ ადმიანს აწუხებს, ამას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. პირველ რიგში, გამოიკვლიეთ ზუსტი მიზეზი, ეს შეიძლება იყოს: ე.წ "სპილოს დაავადების"', ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის, კუჭ- ნაწლავების პრობლემების, სხვადასხვა მედიკამენტების მიღების, ნერვული აშლილობის და სხვა პრობლემების ბრალი. იმის გააზრება, რომ საკვების შეზღუდვა თქვენ ბედნიერებაზე უარს კიარ გათქმევინებთ, არამედ ბედნიერს და უფრო თავდაჯერებულს გაგხდით, დაგეხმარებათ შეეგუოთ კვების ახალ რაციონს. თუ თქვენ ნერვული პრობლემები გაქვთ, ნუ მიეტანებით ტკბილეულს. ნერვების დაწყანარების სხვა უამრავი საშუალებაც არსებობს მაგალითად :აერობიკა, ზუმბა ფიტნესი, ნებისმიერი ცეკვა, ხატვა, სიმღერა, მოგზაურობა, ლაშქრობა და ა.შ. მას შემდეგ რაც, ადამიანი იპოვის სწორი კვების საბაბს, პოზიტიურად აღიქვამს თავის გადაწყვეტილებას, წონის კლებასთან დაკავშირებით. image


არ არის საჭირო, საკუთარ თავს მუდმივად უსვამდეთ კითხავს : " მშიერი ხომ არ ვარ?". ნებისმიერი გრძნობა ძლიერდება, როდესაც მასზე აქცენტს ვაკთებთ. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მთელუ დღის განმავლობაში ფიზიკური და გონებრივი მუშაობა უწევთ, მაგრამ შიმშილის გრძნობა არ აწუხებთ. წონის დასაკლებათ, ყველანაირ საკვებზე, რაც გიყვართ, უარის თქმა არ არის საჭირო. თქვენ უბრალოდ მცირე კორექტივები უნდა შეიტანოთ თქვენი კვების რაციონში. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ზედმეტი კილოგრამები, უნდა ვისწავლოთ წონის მატების დროს, სწრაფი რეაგირება. თანამედროვე ადამიანმა, იცის საკვები პროდუქტების სარგებლიანობისა და კალორიულობის შესახებ, ამიტომ თქვენ ყოველდღიურად, იმდენი საკვები უნდა მიიღოთ, რაც თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია და არა ზედმეტი. image


კვების 7 წესი, რომელიც აგარიდებთ წონის მომატებას:



იყავი კმაყოფილი შენი საკვებით;

ჭამე სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტები;

ჭამე მხოლოდ იმდენი, რამდენიც შენი ორგანიზმისთვისაა საჭირო;

მიირთვით ბოჭკოვნებითა და სახამებლით მდიდარი საკვები;

ნუ მიირთმევთ ბევრ ცხიამიან საკვებს;

არ მიირთვათ ჭარბი რაოდენობით ტკბილეული;

ჩართეთ რაციონში ვიტამინები და მინერალები;

დალიეთ მხოლოდ ზომიერი რაოდენობით ალკოჰოლი.



ადამიანის ქვეცნობიერს ყველაფერი შეუძლია. თუ დაარწმუნებთ თქვენს თავს, რომ წონაში დაკლება თქვენ უფრო ბედნიერსა და მომხიბლავს გაგხდით, მაშინ მიზნის მიღწევა არ გაგიჭირდებათ!








იხილეთ აგრეთვე:

ყველაზე მარტივი დიეტა მსოფლიოში !



დალიეთ ეს სითხე და თქვენი კუჭ-ნაწლავი საათივით იმუშავებს!


10 პროდუქტი, რომელიც შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით მიირთვათ და არ გასუქდებით!


აქტივირებული ნახშირით წონაში კლების მეთოდები!


დალიეთ მხოლოდ 2 ჭიქა ეს სითხე და მუცლის ცხიმს დაემშვიდობეთ!


ნიახურის სიროფი პოტენციის ამაღლებასა და წონის კლებაში დაგეხმარებათ!


დალიეთ ეს სითხე ძილის წინ და წონაში ელვის სისწრაფით დაიკლებთ!

0
1698
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
1698
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0