x
მეტი
  • 17.10.2017
  • სტატია:70072
  • ვიდეო:322865
  • სურათი:424131
ამერიკელებმა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს ყველა მძლავრი არაბირთვული ბომბი(ვიდეო)

imageპენტაგონმა დაადასტურა, რომ ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების წინააღმდეგ პირველად იქნა გამოყენებული ზემძლავრი არაბირთვული ჭურვი, რომელსაც "ყველა ბომბის დედას" უწოდებენ, ხოლო ამ ფაქტის დამადასტურებელი ვიდეო You tube-ზე გამოქვეყნდა.


"ეს ბომბი პირველად იქნა გამოყენებული ბრძოლაში"-განაცხადა პენტაგონმა და დასძინა, რომ ეს გახლავთ ყველაზე მძლავრი არაბირთული ჭურვი, რომელიც ოდესმე აშშ-ს გამოუყენებია.


უწყების პრესსამსახურმა დააზუსტა, რომ დარტყმა განხორციელდა ნანგაჰარის პროვინციაში, კერძოდ აჩინის რაიონში(ავღანეთის აღმოსავლეთი) 13 აპრილს.სამიზნე იყო გვირაბების სიტემა, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაცია "ის"-ის წევრები იყენებდნენ.


საბრძოლო დავალება თვითმფრინავმა MC-130-მა შეასრულა, რომლის ბორტზეც ზემძლავრი ბომბი GBU-43 იყო განთავსებული.


იხილე ვიდეო

0
103
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0