x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ებრძოლეთ ჯანმრთელობის ამ 12 პრობლემას უნიკალური სუნელის - დარიჩინის მეშვეობით
image

დარიჩინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო სუნელია. მრავალი კვლევის თანახმად აღმოჩნდა, რომ იგი მხოლოდ საუზმეზე გემრიელი დანამატი როდია. ეს სუნელი მედიცინაში საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება და ბაქტერიების სასიკვდილო ბუნებრივ ანტიბიოტიკსაც კი უწოდებენ. დარიჩინი, არა მხოლოდ ანტიბაქტერიული თვისებების მატარებელია, ასევე არის შესანიშნავი ანტიოქსიდანტი, რომელიც გამძლეობას ანიჭებს ორგანიზმს ბევრი დაავადების მიმართ.


თუ გსურთ დარწმუნდეთ დარიჩინის უნიკალურობაში, გაეცანით მის სასარგებლო თვისებებს:


1. აძლიერებს იმუნიტეტს
თაფლისა და დარიჩინის ყოველდღიური მიღება ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს აძლიერებს და მას ბაქტერიებისა და ვირუსებისგან იცავს.


2. გრიპი და გაციება


გაციების დროს, დღეში 3-ჯერ მიიღეთ 1 სუფრის კოვზ შემთბარ, ნატურალურ თაფლში გახსნილი ¼ ჩაის კოვზი დარიჩინი.

ეს ნარევი გაგათავისუფლებთ ნებისმიერი ქრონიკული ხველისა და გაციებისგან, გაგიხსნით სასუნთქ გზებს.

ასევე, გაციების საწინააღმდეგო უნიკალური საშუალებაა ლიმონისა და დარიჩინის კომპონენტების ნაერთი.


3. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
თაფლისა და დარიჩინის რეგულარული მიღება აუმჯობესებს სუნთქვას და ამაგრებს გულის კუნთს. აღნიშნული ნარევი დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ინფარქტისგან იცავს ადამიანს.


4. აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს

დარიჩინი განსაკუთრებით სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის. აღმოჩნდა, რომ დარიჩინი შეიცავს წყალში ხსნად კომპონენტს - პოლიფენოლს, რომელიც ინსულინის შესაძლებლობათა იმიტირებას ახდენს. დარიჩინი, გარდა იმისა, რომ არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ორგანიზმის ზოგად გამაჯანსაღებელ საშუალებასაც წარმოადგენს.

დღეში ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი საკმარისია იმისათვის, რომ სისხლში შაქრის დონე დაიქვეითოთ.


5. ახდენს ტვინის მუშაობის სტიმულირებას

დარიჩინის სპეციფიკური არომატი, ტვინის მუშაობის სტიმულირებას ახდენს, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ამაღლებს ადამიანის სწავლის უნარს.


6. ამცირებს კიბოს რისკს

დარიჩინს შეუძლია შეამციროს კიბოს უჯრედების განვითარება. კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად, მეტად ეფექტური საშუალებაა თაფლისა და დარიჩინის ნარევი.


7. პირიდან არასასიამოვნო სუნი
გახსენით წყალში თაფლისა და დარიჩინის ნარევი. ეს სავლები საშუალება მთელი დღის განმავლობაში შეგინარჩუნებთ სასიამოვნო არომატს პირის ღრუში.


8. სოკოვანი დაავადებები

თაფლისა და დარიჩინის ნარევის დაზიანებულ ადგილებზე წასმა კურნავს კანის ისეთ რთულ დაავადებებს, როგორიცაა ეგზემა, სოკო და სხვა.


9. კუჭ-ნაწლავის დაავადებები

დარიჩინი საუკეთესოდ აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. საკვებში დარიჩინის დამატებით ეხმარებით კუჭს მიღებული საკვების მონელებაში. აგრეთვე, იგი აქვეითებს კუჭის მჟავიანობას, ებრძვის მეტეორიზმს.


10. ართრიტი
თუ ართრიტი გაწუხებთ, ყოველდღიურად, დილა-საღამოს მიიღეთ 1 ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 2 კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი დარიჩინი.


11. თმის ცვენა
აწესრიგებს სისხლის ცირკულაციას, ანიჭებს თმას ბზინვარებას. განსაკუთრებით ეფექტურია თხელი და ცხიმიანი თმისათვის.

აურიეთ 2 ს/კ დარიჩინი, 2 ს/კ თაფლი და ნახევარი ჩ/ჭ ზეითუნის ზეთი. ნარევი წაისვით თავის კანზე, გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ ჩვეული წესით. ეს ნიღაბი გამოიყენეთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი თავის კანი მგრძნობიარე არაა.



12. წონის კორექცია

დღის განმავლობაში, კვების რაციონში დამატებულ დარიჩინს (მაქსიმუმ 1ჩ/კ

მთელი დღის განმავლობაში), შეუძლია წონაში კლება გამოიწვიოს.

შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ რეცეპტითაც: 1/2 ჩაის კოვზ დარიჩინს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი, გადაწურეთ და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. მიღებული ნარევი გაააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში, შემდეგ გაყავით ორ ნაწილად და მიიღეთ დილით უზმოზე და ღამით, ძილის წინ.



გარდა, ზემოთ აღნიშნულისა, ალბათ ყველას გაგიგიათ, რომ ტკბილის ჭამა გონებაზე დადებითად მოქმედებს, თუმცა ხელოვნური დამატკბობლები ორგანიზმისთვის მავნეა, ამიტომ შეგიძლიათ შაქარი დარიჩინით ჩაანაცვლოთ.

გამოიყენეთ იგი ჩაის სახით, ასევე დაამატეთ ყავას, ან ნებისმიერ საკვებს.



უკუჩვენებები:


* ნუ მიიღებთ დარიჩინს ორსულობის დროს.

* დარიჩინის გამოყენება არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც აღენიშნებათ სისხლის შედედების პრობლემები.

* კუჭ-ნაწლავის დაავადებების შემთხვევაში, შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის გაღიზიანება.

* არაა რეკომენდირებული გამოიყენონ ჰიპერტონიკებმა და მათ, ვისაც ახასიათებთ ფსიქიურად ადვილად აღგზნებადობა.




გისურვებთ ჯანმრთელობას!

0
444
4-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
444
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0