x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა ვახტანგ რჩეულიშვილი

image
63 წლის ასაკში ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ვახტანგ რჩეულიშვილი.


”ცენტრ-პოინტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ერთი თვის წინ, მძიმე დიაგნოზით მდგომარეობით თოდუას კლინიკაში მოათავსეს და უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.


ვახტანგ რჩეულიშვილი დაიბადა 1954 წლსი 1 იანვარს თბილისში.1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

1979-1982წწ. იყო ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი;
1982-1984წწ. კომკავშირის ცკ-ს ლექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი; 1982-1985წწ.
უცხოეთის განყოფილების ინსტრუქტორი; 1985-1987წწ. მეცნიერებათა აკადემიის
საზოგადოებრივ მეცნიერებათა საინფორმაციო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი;
1987-1992წწ. საქართველოს რესპუბლიკის მშვიდობის დაცვის კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე; 1992-1995წწ. საქართველოს პარლამენტის სპიკერის
მოადგილე. 1985 წლიდან აქვეყნებს სტატიებს. იყო საქტელერადიო კომიტეტის
პოლიტიკური მიმომხილველი.


ვახტანგ რჩეულიშვილი იყო საქართველოს მე-3, მე-4, მე-5
მოწვევის პარლამენტის წევრი 1992-2003 წლებში, მათ შორის 1992-1995 წლებში
საქართველოს პარლამენტის სპიკერის მოადგილე.

0
257
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0