x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სახალისო ლექსი მიუნხენის ბაიერნს და კარლო ანჩელოტის

ლექსი კარლო ანჩელოტის (მინხენის ”ბაიერნსაც”)
შენ ნამუსს გხდიდნენ, წუხელის კარლო.
შენ კი მორჩილად იტანდი ამას
და ცხრა თვის თავზე ვინც გეყოლება,
ნუ დაუმალავ რა ჰქვია მამას.
წითელ გუნდს უცებ მოეღო ბოლო
(ამბობენ ამას სხვა რამე ჰქვია).
გული გაუსკდა დეიდა მერკელს,
საფლავში ბრუნავ სადოლფი ძია.
თვალთ დაუბნელდა ამ ღამით მთვარეს
სინათლე აღარ მოუჩანს მზეს.
კარლო უყურებს სერხიო რამოსს -
” რა გააკეთე გუდუნა ეს?”
ვეღარ უშველის შენ დაშლილ დაცვას:
ტიაგო სილვა, ვეღარც დე როსი.
”ბე-ემ-ვეს” ქარხნის კვამლი კი არა,
თითქოს გესუნთქოთ კვამლი ”ფეროსი”.
ასეთს რომ გხედავ გული მიტირს,
ნუ მისცემიხარ:სევდას, კაეშანს.
შენ ისე დარდობ, რომ თითქოს შენს გუნდს,
ორი კი არა სამი გაეშვას.
მსაჯის სასტვენმა გამოგაფხიზლა
თავზე დაგამხო ოცნების ვილა
და ვეღარ არჩევს ეს შენი გუნდი,
”ბაიერნია” თუ გორის ”დილა”.
დღეს აქ მოვრჩები ლექსის მოყოლას.
სხვის დარდზე მეტი აღარ მსურს წერა
(თუმცა ვერ ვხვდები18+,
რატომ არ ჰქონდა ეკრანს წარწერა?!).



image
ავტორი: ლადო გოგოლაძე

0
109
1-ს მოსწონს
ავტორი:ხუმარა
ხუმარა
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0