x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
სააღდგომო დეკორი - შექმენით თქვენი ხელით

სულ მალე აღდგომა მოვა, გვინდა სადღესასწაულო დეკორი რაღაც ახლებური და ორიგინალური იყოს, არაერთფეროვანი და დასამახსოვრებელი, საჭიროა ახალი იდეები.
თქვენი ხელით შეიძლება ისეთი დეკორის მომზადება, რომელსაც ბევრი ძალისხმევა არ დასჭირდება.
გთავაზობთ სააღდგომო დეკორის მომზადების რამდენიმე საინტერესო ვარიანტს.

კვერცხის ნაჭუჭებისგან დამზადებული მორთულობა.


image


საჭიროა მხოლოდ ხის ნაჭერი და კვერცხის ჩასალაგებელი ქაღალდის კოლოფი. რამდენიმე ტოტი (წკნელი), კვერცხის ნაჭუჭები, ბუმბული, სანთლები, ყვავილები, ბაწრის ნაწყვეტები და .... ფანტაზია.

ასევე მაგიდის დეკორის ვარიანტისთვის - ჩვეულებრივი მინის ქილა, თივა, მცენარეები, კვერცხის ნაჭუჭები და მწყერის კვერცხები.

image

ყველაფერი მარტივია. ვარიაციები უამრავია. მსგავს იდეებს რაღაც გამოვაკლოთ, რაღაც დავუმატოთ: ფორმა, ელემენტების რაოდენობა, ფერები, არავინ არ არის ცვლილებებში შეზღუდული. არის მხოლოდ საერთო ჩანაფიქრი და თუ როგორ გამოვიყენოთ ის - ყველა თვითონ წყვეტს.

ანალოგიური სახით შეიძლება გააკეთოთ დეკორატიული საკიდები. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მინის ქილების ნაცვლად უნდა გამოიყენოთ ჩაის ფინჯნები.

image

გაფორმება ფაქტიურად აქაც იგივეა: თივა, ყვავილები, ფოთლები, კვერცხები. დამატება - ფინჯნის ძირზე დაფენილი ნაქსოვი ხელსახოცები. შეიძლება მასალების ნებისმიერი შეხამება. ყველაფერი დამოკიდებულია შემქნელის მხატვრულ გემოვნებაზე, ასევე ბუნებრივი ელემენტების ხელმისაწვდომობაზე რათქმაუნდა.

ჩვეულებრივი ტომარა და მისი გამოყენება. მინიმალურ მანიპულაციას შეუძლია ეს ერთი შეხედვით უხეში ნაჭერი გადააქციოს ეფექტურ მორთულობად.

ყველაზე უბრალო მაგალითი - სააღდგომო გირლიანდის მომზადება. დაგჭირდებათ: ჩვეულებრივი ტომრის ნაჭერი, თეთრი ემულსიის საღებავი, წვრილი ბაწარი, ბეწვის ან ბამბის ნაკუწები. ტომრის ნაჭერი იჭრება სამკუთხედებად, შიგნიდან იხატება კურდღლის სილუეტი (ან ნებისმიერი სხვა სიმბოლო, რაც დღესასწაულთან ასოცირდება), რის შემდეგაც მზა დროშები აისხმება ბაწარზე ერთმანეთის მიყოლებით. ბეწვის ან ბამბის ნაკუწები გამოიყენება კურდღლის კუდებად.

image

იგივე ტექნიკა შეიძლება გამოიყენოთ სადღესასწაულო მაგიდაზე დასაფენისთვის. მაგალითისთვის აქაც გამოდგება კურდღელი, მაგრამ ტრაფარეტი შეიძლება იყოს ნებისმიერი სხვა. საჭირო სექტორის შეღებვა მოსახერხებელია ტომრის ნაჭრის ქვემოთ ქაღალდის დაფენით. კუდი-პომპონები ეწებება საღებავის გაშრობის შემდეგ. შეიძლება დასაფენის კიდეებს ძაფები გამოვუწიწვოთ უფრო მეტი ეფექტისთვის.

image

კიდევ ერთი ვარიანტი მაგიდის მოსართავად - კონვერტები მაგიდის მოწყობილობებისთვის. აქ არაფრის შეღებვა არ არის საჭირო. საკმარისია შექმნათ საკუთარი მცენარეული კომპოზიცია და მიამაგროთ ტომრის ნაჭრისგან შეკერილ კონვერტებზე.

image

და რომელი აღდგომაა კვერცხების შეღებვის გარეშე? ტრენდშია - მცენარეული თემატიკა. დაგჭირდებათ სხვადსხვანაირი ფოთლების და კაპრონის წინდების გამოყენება.

ტექნიკა მარტივია: აარჩიეთ ფორმით და ზომით შესაფერისი ფოთოლი ან ყვავილი, დააფინეთ ის კვერცხზე, კაპრონის წინდით ფიქსირება გაუკეთეთ (მოათავსეთ წინდის შიგნით), შემდეგ ჩადევით ყველაფერი ერთიანად შესაღებ შემადგენლობაში, დაელოდეთ, ამოიღეთ სითხიდან და გამოიღეთ წინდიდან შეღებილი კვერცხი - ნაჭუჭზე დარჩება მცენარის კვალი.

image

თუკი არ ენდობით წარმოებულ საღებავებს შეგიძლიათ გამოიყენოთ ნატურალური საღებავი.
- თუკი გინდათ ყვითელი - გამოგადგებათ კურკუმა.

- მწვანე - ისპანახი.

- ტერაკოტი - ხახვის კანი.

- ლურჯი - წითელი კომბოსტო.

- ვარდისფერი - ჭარხალი.

- ბეჟი - მუხის ქერქი.

მხოლოდ არ დაგავიწყდეთ ძმრის დამატება სიმაგრისთვის.

მაგალითად შავი მარკერი, რომელიც არ შორდება, შეიძლება გამოიყენოთ მოსახატად.

image

დეკორირების ასეთი ტექნიკა ასევე შეიძლება გამოიყენოთ სერვირების ელემენტებში. ხელსახოცების ბანალური რგოლების ნაცვლად გამოიყენეთ დეკორატიული თასმები, ჩამოკიდეთ მათზე კვერცხის ნაჭუჭები ზედ წარწერილი სახელებით, რომლებიც შეასრულებს სადღესასწაულო სუფრასთან დასხდომისას მინიშნების როლს.

image

შეუღებავი და მოუხატავი კვერცხის ნაჭუჭები შეიძლება გახდეს დეკორის შესანიშნავი ელემენტები. ოღონდ ისინი ადრე უნდა მოაგროვოთ საჭირო რაოდენობის. არ უნდა დაგემსხვრეთ. აკურატულად უნდა გამოანთავისუფლოთ კვერცხზე გაკეთებული პატარა ნახვრეტიდან ცილა და გული.
საკმარისია კვერცხის გარეცხვა, გაშრობა და ნაჭუჭების ნახევრების შენახვა კვერცხის ყოველი მომზადების დროს. არ არის მნიშვნელოვანი თუ როგორ არის გატეხილი, - არათანაბარი ნაჭუჭები უფრო უკეთესად გამოიყურება.

image

შეუღებავი ნაჭუჭების გამოყენების შემდეგი ვარიანტი - ამ არაჩვეულებრივი მეთოდით ხდება ფანჯრების დეკორირება. ნაჭუჭის ქვედა ნახევარი უნდა გადაიქცეს მინიატურულ ვაზად, რომელიც დაიკიდება ფანჯარაზე. ნაჭუჭები „თავსახურის“ გარეშე იკიდება ლენტებზე, შემდეგ მათში ისხმება წყალი, შემდეგ იდება ყვავილები.

image

რაც შეეხება სადღესასწაულო გვირგვინებს, ის დასავლეთში მოდურია ბევრი საკუთარი სახლის მფლობელისათვის, ჩვენთან კი იმდენად პოპულარული არაა. ის იკიდება შესასვლელ კარებზე.
გვირგვინი შეგიძლიათ დაამზადოთ უბრალო მასალისაგან. გამოიყურება შთამბეჭდავად, მიუხედავად მისი მინიმალური თვითღირებულებისა.
დაგჭირდებათ: კარგად ღუნვადი ტოტები (წნელები), ბაწრის ნაწყვეტები, ბალახი, ჩალა, რამდენიმე სტაფილო, მწვანე ფოთლებიანი ტოტები და ..... დაბეჭდილი კურდღლის თავის გამოსახულება ან სათამაშო კურდღელი. ყველაფერს მოუყარეთ თავი როგორც სურათზეა და კარებზე დასაკიდი დეკორატიული ელემენტი მზადაა.

image

გვირგვინი თუ არ მოგწონთ შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი ქოლგა და გარდაქმნათ ის გაზაფხულის ყვავილების ლარნაკად. კომპოზიციას შეგიძლიათ დაუმატოთ თქვენს მიერ დამზადებული ბუდეები სააღდგომო კვერცხებით. ეს დეკორი მარტივი, უჩვეულო და თვალშისაცემია.

image

შეიძლება გამოიყენოთ ძველი ყვავილების სარწყავი იგივე მიზნისთვის, ასევე გამოიყურება ეფექტურად.

image

ძალიან კრეატიულია მეგობრების და ახლობლებისთვის - კვერცხი სიურპრიზი სურვილით. ეს ანალოგია ჩინური ღვეზელის, რომლის შიგნითაც სურვილია დამალული. აქაც იგივე პრინციპია, მხოლოდ სურვილის განსათავსებელი აქ ხდება ცარიელი კვერცხის ნაჭუჭი.
- გაუკეთეთ კვერცხს ნახვრეტი და გაანთავისუფლეთ შიგთავსისგან.

- შეღებეთ ნაჭუჭი, დაწერეთ სურვილი თხელ ქაღალდის ლენტაზე.

- გადაახვიეთ სურვილი მილისებურად, შეტენეთ ნაჭუჭში ხვრელიდან ფრთხილად და შემდეგ მოათავსეთ კვერცხი კოლოფში.

- დააწერეთ მისამართი და დააწებეთ მარკა, მიეცით სასაჩუქრე კოლოფს საფოსტო გზავნილის სტილი.
ადრესატისთვის ასეთი სიურპრიზი ძალიან სასიამოვნო იქნება. მშვენიერი ჩანაფიქრია სააღდგომო განწყობისათვის.

image

შექმენით თქვენი ხელით მოსართავები სააღდგომო დღესასწაულისთვის. იდეა უამრავი შეიძლება იყოს და ყოველი დღესასწაული იქნება განუმეორებელი.



































0
127
1-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0